„კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 1 ნოემბრის N026 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№07
სარეგისტრაციო კოდი
310020000.55.067.016106
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №07

2019 წლის 12 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

„კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 1 ნოემბრის №026 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 1 ნოემბრის  №026 ბრძანებით დამტკიცებული „კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესსში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მეზღვაური, რომელსაც სურს რანგის ამაღლება კაპიტნის, კაპიტნის უფროსი თანაშემწის, უფროსი მექანიკოსის, მეორე მექანიკოსის, სავახტო თანაშემწის, სავახტო მექნიკოსის ან ელექტროტექნიკოს ოფიცერის თანამდებობაზე გამოცდას აბარებს ტესტირებისა და გასაუბრების ფორმით.“;

ბ) წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გასაუბრებას ატარებს გასაუბრების კომისია, რომლის მუშაობაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს მოწვეულმა ექსპერტმა.“;

დ) წესის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ექსპერტად მოწვეულ პირს უნდა გააჩნდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში მინიმუმ 12 თვის გამოცდილება კაპიტნის ან უფროსი მექანიკოსის რანგში.“;

ე) წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გასაუბრების კომისიის შემადგენლობა უნდა იყოს კენტი რაოდენობის, რომელიც შედგება არანაკლებ 3 (სამი) წევრისგან. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით.“;

ვ) წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ მეზღვაური ვერ გაივლის განმეორებით გასაუბრებას, მას შეუძლია შემდეგი გასაუბრების გავლა მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ.“;

ზ) წესის მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. თუ მეზღვაური საპატიო მიზეზით ვერ ცხადდება  გასაუბრებაზე, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს 1 დღით ადრე, გამოცდაზე გამოუცხადებლობის მიზეზის მითითებით.

7. არასაპატიო მიზეზით გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მეზღვაურს  გასაუბრებაზე გამოსვლის უფლება ეძლევა 2 კვირის შემდეგ.“

თ) წესის მე-11 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ საპრეტენზიო კომისია დარწმუნდება, რომ შეფასება არ არის სწორი, იგი უფლებამოსილია განიხილოს გამოცდის შეფასება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება აისახება შესაბამის ოქმში.“;

ი) წესის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 13. მეთვალყურეობა გამოცდის ჩატარებაზე

1. გამოცდის ჩატარებაზე მეთვალყურეობა ხორციელდება საგამოცდო დარბაზში (ოთახში) დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის საშუალებით, ხოლო ტესტირების გამოცდა ასევე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მეთვალყურეობით.

2. გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩანაწერების არქივირება ხდება DVD ფორმატის დისკზე არანაკლებ თვეში ერთხელ და ინახება 5 წლის ვადით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი