სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3847-2014
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე2/3847-2014

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2019 წლის 15 ივლისი

. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

 კვ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“ მიმართ.

სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“ გაკოტრების მმართველის, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „სამშენებლო კომპანია თბილისსა“ და ამხანაგობა „ბაგები 502“-ს შორის გაფორმდა ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება, რომლის შედეგადაც შეიქმნა ამხანაგობა „ბაგები 504“. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, ამხანაგობა „ბაგები 504“-ში ამხანაგობა „ბაგები 502“-ის შენატანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთი, ხოლო სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“ შენატანს – ამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიმართა სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ზემოაღნიშნული არამატერიალური ქონებრივი აქტივის შეფასების მოთხოვნით. სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2017 წლის 19 ივნისის დასკვნის თანახმად, სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“ წილს ამხანაგობა „ბაგები 504“-ში საბაზრო ღირებულება არ გააჩნია.

სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი იქნა 2019 წლის 25 აპრილით დათარიღებული ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ბაგები 504“-ის დამფუძნებელ წევრთა კრების ოქმი, რომლის თანახმად, სს „სამშენებლო კომპანია თბილისი“ გაირიცხა ამხანაგობა „ბაგები 504“-ის დამფუძნებელი წევრობიდან.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გაკოტრების მმართველი ითხოვს კრედიტორთა კრების მოწვევას ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ამხანაგობა „ბაგები 504“-ში სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“ წილთან დაკავშირებული საკითხის განხილვის მიზნით. კერძოდ, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული ქონება კრედიტორთა ინტერესის საგანს და დაიწყოს თუ არა დავა სასამართლოში.

სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნას სს „სამშენებლო კომპანია თბილისის” კრედიტორთა კრება ამხანაგობა „ბაგები 504“-ში სს „სამშენებლო კომპანია თბილისის” წილთან დაკავშირებული საკითხის განხილვის მიზნით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე ინფორმაცია, კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებები და ოქმები არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

:

1. მოწვეული იქნას სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. ამხანაგობა „ბაგები 504“-ში სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“ წილთან დაკავშირებული საკითხის განხილვა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნას 2019 წლის 26 სექტემბერს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №63 სხდომათა დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).

3. დაევალოს სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                                                   ლაშა ქოჩიაშვილი