📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.08.2019
ძალაში შესვლა 16.08.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016898
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/08/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,701 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.08.2019 მიღება
16.08.2019 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 01.02.2019 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 26.12.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 24.10.2023 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 26.12.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 26.12.2022

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №71 2019 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“, „ნ“ და „ფ.ა“  ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 16 აგვისტოდან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია დანართი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის სტატუსი და ანგარიშვალდებულება 1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 3. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით. 4. დეპარტამენტს აქვს ბლანკი, საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის, დეპარტამენტის ლოგოს, სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით. 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები 1. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. დეპარტამენტის ორგანიზაციული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის მიერ დამტკიცებული პროგრამებისა და გეგმების საფუძველზე. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა; გ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა; დ) საქართველოს და საერთაშორისო მასშტაბით, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; ე) ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; ვ) ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის (შემდგომში – ნარკოტიკული საშუალებები) უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; ზ) ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; თ) კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; ი) საპოლიციო სფეროში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ამ ორგანიზაციების წევრი სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობა; კ) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვა; ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებები დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ბ) დანაშაულისა და სამართალდარღვევის გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებების საფუძველზე; გ) კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება, განხორციელება, კოორდინაცია და კონტროლი; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფების შესაძლებლობებისა და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების გამოყენება; ე) სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო ოპერატიული თანამშრომლობის ფარგლებში ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა; ვ) სამართალდაცვით სფეროში მოქმედ საერთაშორისო ან რეგიონულ ორგანიზაციებთან, მათ შორის საქართველო-უკრაინა-აზერბაიჯანი-მოლდოვას რეგიონულ ორგანიზაციასთან (შემდგომში – სუამი), საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციასთან (შემდგომში – ინტერპოლი), ევროპის პოლიციის სამსახურთან (შემდგომში – ევროპოლი) და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა; პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების, გარდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრისა, საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა; თ) დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ძალით უზრუნველყოფა; ი) დანაშაულის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შედეგად დაკარგული ქონების ძებნა და დადგენა; კ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღრიცხვა, დამუშავება-ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკური და ანალიტიკური დოკუმენტაციის წარმოება; ლ) საქართველოს კანონმდებლობის, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილების განხორციელება. თავი III დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო; ბ) ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველო; გ) ოპერატიული საქმიანობის კონტროლის, ანალიზისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო; დ) სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი (მთავარი სამმართველო); ე) სპეციალური ღონისძიებების სამმართველო; ვ) სპეციალურ დავალებათა სამმართველო; ზ) საერთო განყოფილება (კანცელარია). მუხლი 7🔗. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს სტრუქტურა 1. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო; ბ) ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საფოსტო გზავნილებითა და ინტერნეტით გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო; გ) ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შემოტანის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო; დ) უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების აღრიცხვის განყოფილება; ე) ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება. 2. ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) I ოპერატიული განყოფილება; ბ) II ოპერატიული განყოფილება; გ) საგამოძიებო განყოფილება. 3. ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საფოსტო გზავნილებითა და ინტერნეტით გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) I ოპერატიული განყოფილება; ბ) II ოპერატიული განყოფილება; გ) საგამოძიებო განყოფილება. 4. ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შემოტანის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) ოპერატიული განყოფილება; ბ) საგამოძიებო განყოფილება. მუხლი 8🔗. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა, სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის და საჭიროებიდან გამომდინარე სხვა დანაშაულის გამოძიება; ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება; ბ) საჭიროებიდან გამომდინარე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენცია და აღკვეთა; გ) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პროგრამებსა და დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა; დ) საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტების გამოვლენა, გამოძიება და აღკვეთა; ე) ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღება და შესაბამისი რეაგირება; ვ) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში ჩართული პირების, მათ შორის გამსაღებელთა დადგენა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა; ზ) ნარკოტიკული საშუალებების საფოსტო გზავნილებითა და ინტერნეტით, მათ შორის მობილური აპლიკაციებით გამსაღებელთა დადგენა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა; თ) უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება, აღრიცხვა, შენახვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის გასანადგურებლად წარდგენა და განადგურების აქტის შედგენა; ი) მთავარ სამმართველოში შემოსული განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება; კ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. მუხლი 9🔗. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს სტრუქტურა 1. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო; ბ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო; გ) ძებნის სამმართველო; დ) ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო; ე) კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო. 2. დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) I ოპერატიული განყოფილება; ბ) II ოპერატიული განყოფილება; გ) საგამოძიებო განყოფილება. 3. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) I ოპერატიული განყოფილება; ბ) II ოპერატიული განყოფილება; გ) საგამოძიებო განყოფილება. 4. ძებნის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) I განყოფილება; ბ) II განყოფილება. 5. ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) ოპერატიული განყოფილება; ბ) საგამოძიებო განყოფილება. 6. კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) ოპერატიული განყოფილება; ბ) საგამოძიებო განყოფილება. მუხლი 10🔗. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ორგანიზებული დანაშაულისა და საჭიროებიდან გამომდინარე სხვა დანაშაულის გამოძიება, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება; ბ) „კანონიერი ქურდების“ ან/და სხვა კრიმინალური ავტორიტეტების საქართველოში არსებული დანაშაულებრივი კავშირების გამოვლენა, მათი დანაშაულებრივი საქმიანობის და კრიმინალური იდეოლოგიის გავრცელების აღკვეთის მიზნით; გ) „ქურდული სამყაროს“, „ქურდული სამყაროს“ წევრის, „კანონიერი ქურდის“ ან სხვა ორგანიზებული ჯგუფის, მისი ხელმძღვანელის/ლიდერის ან წევრის დანაშაულებრივი საქმიანობის, აგრეთვე მათ მიერ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარება; დ) დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა და ცალკეული პირების გამოვლენა, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანებით ვაჭრობაში; აგრეთვე მათი საქმიანობის მეთოდებისა და საშუალებების ოპერატიული შესწავლა და ანალიზი; ე) განსაკუთრებული მნიშვნელობის/სირთულის ან/და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე დანაშაულის გამოძიება; ვ) იმ პირთა ძებნა და შესაბამის ორგანოებში წარდგენა, რომლებიც ემალებიან გამოძიებას, სასამართლოს ან თავს არიდებენ სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელს; უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა და ამოუცნობი გვამების დადგენა; ზ) ადამიანით ვაჭრობასა (ტრეფიკინგი) და უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიება; თ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXV თავით გათვალისწინებული კიბერდანაშაულის გამოძიება; ი) კომპეტენციას მიკუთვნებული დანაშაულების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; კ) მთავარ სამმართველოში შემოსული განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება; ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 11🔗. ოპერატიული საქმიანობის კონტროლის, ანალიზისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს სტრუქტურა 1. ოპერატიული საქმიანობის კონტროლის, ანალიზისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) ოპერატიული აღრიცხვისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის სამმართველო. 2. ოპერატიული აღრიცხვისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) ოპერატიული აღრიცხვის განყოფილება; ბ) საორგანიზაციო განყოფილება. 3. მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) ანალიტიკური განყოფილება; ბ) მონაცემთა დამუშავების განყოფილება. მუხლი 12🔗. ოპერატიული საქმიანობის კონტროლის, ანალიზისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია ოპერატიული საქმიანობის კონტროლის, ანალიზისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ეფექტიანობის შეფასების მიზნით დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ოპერატიული საქმიანობის ზედამხედველობა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; ბ) დეპარტამენტში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი და აღრიცხვა; გ) დეპარტამენტის ოპერატიული დანაყოფების მიერ წარმოებული ოპერატიული საქმიანობის ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; დ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით დეპარტამენტის დანაყოფების მეთოდური და პრაქტიკული დახმარება; ე) პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, გამოვლენილი ხარვეზებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა; ვ) ანალიტიკური საქმიანობა, აგრეთვე შესაბამისი ანალიტიკური და ოპერატიული ბაზების წარმოება; დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მონაცემების განზოგადება და შესაბამისი ანალიტიკური დოკუმენტის მომზადება რეგისტრირებულ დანაშაულთა სტრუქტურისა და დინამიკის ძირითადი ტენდენციების შესახებ; ზ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და სპეციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში და კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის გამოძიება; თ) დეპარტამენტში არსებული ოპერატიული აღრიცხვის საქმეების და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ხელშემწყობი პირების რეგისტრაცია, საქმიანობის განზოგადება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. აგრეთვე, მათი სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 13🔗. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) სტრუქტურა 1. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) შემადგენლობაშია: ა) ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის  სამმართველო; ბ) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო (სამმართველო); გ) ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება; დ) 24/7 განყოფილება. 2. ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის  სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) ევროპოლის ეროვნული განყოფილება; ბ) რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის განყოფილება. 3. ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (სამმართველო) შემადგენლობაშია: ა) ფიზიკურ პირთა ძებნის და საერთაშორისო კრიმინალთან ბრძოლის განყოფილება; ბ) სატრანსპორტო საშუალებათა ძებნის განყოფილება. მუხლი 14🔗. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) კომპეტენცია სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) კომპეტენციაა: ა) სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო ოპერატიული თანამშრომლობის განხორციელება საერთაშორისო ხელშეკრულებების, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამები) შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; გ) ინტერპოლთან, ევროპოლთან და სუამთან 24/7 საკონტაქტო პუნქტის ფუნქციის განხორციელება, კერძოდ ოპერატიული და არაოპერატიული ინფორმაციის გაცვლა; უსაფრთხო კომუნიკაციის არხების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა; ე) საზღვარგარეთის სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებთან ერთად საერთაშორისო დონეზე დამნაშავეობასთან ბრძოლის მიზნით საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების დახმარება და კოორდინაცია; ვ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამართალდამცავი ორგანოებიდან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებით დეპარტამენტში შემოსული მოთხოვნების მიღება, დამუშავება, სამინისტროს მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამისი რეაგირება, აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნების სხვა დანაყოფში/დაწესებულებაში შესასრულებლად გადაგზავნა, აგრეთვე მათი შესრულების კოორდინაცია და კონტროლი; ზ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებში მიმდინარე რეფორმების, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქტიკის შესწავლა, განზოგადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; თ) ინტერპოლთან და საზღვარგარეთის სახელმწიფოების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებთან, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა ინტერპოლის წესდებისა (კონსტიტუცია) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი) ინტერპოლის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების აღსრულების ხელშეწყობა; კ) საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საზღვარგარეთის სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებთან შექმნილი საგამოძიებო ან/და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივ ჯგუფებში მონაწილეობა; მ) საზღვარგარეთის სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ ინიცირებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში; ნ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 15🔗. სპეციალური ღონისძიებების სამმართველო 1. სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) I განყოფილება; ბ) II განყოფილება; გ) III განყოფილება; დ) IV განყოფილება; ე) V განყოფილება; ვ) უზრუნველყოფის განყოფილება; ზ) სამორიგეო ქვეგანყოფილება. 2. სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს კომპეტენციაა დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით დამნაშავეთა წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების ძალების გამოყენება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 16🔗. სპეციალურ დავალებათა სამმართველო 1. სპეციალურ დავალებათა სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) I განყოფილება; ბ) II განყოფილება; გ) III განყოფილება; დ) IV განყოფილება; ე) V განყოფილება. 2. სპეციალურ დავალებათა სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება; ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებულ სპეციალურ დავალებათა შესრულება; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. სპეციალურ დავალებათა სამმართველოს საშტატო რიცხოვნობა და საშტატო განრიგი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. 4. სპეციალურ დავალებათა სამმართველოს მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. მუხლი 17🔗. საერთო განყოფილება (კანცელარია) საერთო განყოფილების (კანცელარია) კომპეტენციაა: ა) დეპარტამენტის საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი; ბ) კორესპონდენციის მიღება, რეგისტრაცია, შესაბამისი ადრესატისათვის მიწოდება, ასევე ხელმოწერილი დოკუმენტების რეგისტრაცია და ადრესატისათვის გაგზავნა; გ) საიდუმლო საქმისწარმოება. თავი IV დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მუხლი 18🔗. დეპარტამენტის დირექტორი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე; ბ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის და საქმიანობის ორგანიზაციის შესახებ; გ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; დ) ამტკიცებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ პროგრამებსა და გეგმებს; ე) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) იღებს გადაწყვეტილებას, მთავარი სამმართველოს ან სამმართველოს უფროსისათვის, დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტზე ხელის მოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შესახებ; ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ; კ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ; ლ) კომპეტენციის ფარგლებში ქმნის საინვენტარიზაციო და სხვა კომისიებს; მ) შუამდგომლობს მინისტრთან დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; ნ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მინისტრის დავალებით, ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 19🔗. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე 1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დირექტორის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე. მუხლი 20🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსი 1. დეპარტამენტში შემავალ მთავარ სამმართველოს და სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. მთავარი სამმართველოს უფროსი: ა) წარმართავს მთავარი სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს საქმეებს, აძლევს დავალებებსა და მითითებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას; გ) აკონტროლებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ახორციელებს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; ე) დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს წარუდგენს ყოველთვიურ და კვარტალურ ანგარიშს მთავარი სამმართველოს საქმიანობის შესახებ; ვ) დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ზ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ; თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს. 3. სამმართველოს უფროსი: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს საქმეებს, აძლევს დავალებებსა და მითითებებს სამმართველოს მოსამსახურეებს, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას; გ) აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; ე) დეპარტამენტის დირექტორს, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს და მთავარი სამმართველოს უფროსს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ყოველთვიურ და კვარტალურ ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ; ვ) დეპარტამენტის დირექტორს, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს და მთავარი სამმართველოს უფროსს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ზ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ; თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის და მთავარი სამმართველოს უფროსის (არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს. 4. სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი: ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ დამტკიცებული საბრძოლო მომზადების გეგმის შესაბამისად, სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ვარჯიშების და წვრთნების ჩატარების შესახებ; ბ) სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან შეთანხმებით, შესაბამისი მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე/კურსებზე სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს მოსამსახურეების გაგზავნის შესახებ; გ) სპეციალური ღონისძიებების სამმართველოში სადღეღამისო განწესის დანიშვნის შესახებ.