საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.08.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №173/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017796
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/08/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.08.2019 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (25)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 0 | შეუსაბამო |
| 1 | სუსტი |
| 2 | საშუალო |
| 3 | კარგი |
| 4 | ძალიან კარგი |
| 5 | საუკეთესო |
| საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| 1. პროექტის სამეცნიერო ღირებულება | 1 |
| 2. სამეცნიერო ეფექტიანობა | 1 |
| პროექტის განხორციელება | 1 |
| შეფასება ქულით | შეფასება |
| მიზნებთან და ამოცანებთან | მაქს. 5 ქულა |
| ინტერინსტიტუციონალური თანამშრომლობის | მაქს. 5 ქულა |
| 1.5 – ღონისძიებაში მონაწილე ძირითადი და | მინ. 0 ქულა |
| პლენარული მომხსენებლების/ლექტორების | მაქს. 5 ქულა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნულ სააგენტოსა (NARD) და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №173/ნ
2019 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
დანართი
საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე დებულება არეგულირებს საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების (საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან არსებული საქართველოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) გამართვის, გრანტის გაცემის, საგრანტო პროექტების (შემდგომში – პროექტი) შეფასებისა და მათი განხორციელების მონიტორინგის წესებს.
2. საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს:
ა) საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელ სამეცნიერო კვლევით პროექტებს;
ბ) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და კონგრესებს.
3. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს:
ა) სამეცნიერო კვლევითი პროექტების შემთხვევაში:
ა.ა) საქართველოს სამეცნიერო ინსტიტუტების ჩართულობით კვლევების განხორციელებას;
ა.ბ) ახალი ცოდნის შექმნას, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს;
ა.გ) საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი კვლევების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელებას (დისემინაციას);
ბ) საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის შემთხვევაში:
ბ.ა) საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი კვლევების მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და კონგრესების ჩატარებას/ორგანიზებას ფართო საზოგადოების ჩართულობით, საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენას;
ბ.ბ) სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარებას;
ბ.გ) ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას;
ბ.დ) საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას;
ბ.ე) საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელ მეცნიერებებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას;
ბ.ვ) სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის შესაძლებლობის გაზრდას.
4. საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზებას.
5. საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:
ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები;
გ) სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
დ) აგრარული მეცნიერებები;
ე) სოციალური მეცნიერებები;
ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სამეცნიერო მიმართულებებიდან ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებზეც ცხადდება საგრანტო კონკურსი.
7. ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია შერჩევით გამოცხადდეს საგრანტო კონკურსი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი კონკურსისათვის.
8. საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი). კონკურსის დაფინანსებისათვის შესაძლებელია, არსებობის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს დაფინანსების სხვა წყარო.
9. სამეცნიერო კვლევითი პროექტის გრანტის მიმღები ვალდებულია, პროექტით გათვალისწინებული კვლევის მასალებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნოს პუბლიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ა) ანგარიში – პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიში;
ბ) ახალგაზრდა მეცნიერი – მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წელი. ასევე, მაგისტრატურის, რეზიდენტურის, დოქტორანტურის სტუდენტი.
გ) გრანტის მიმღები – წამყვანი ორგანიზაცია, საქართველოში რეგისტრირებული თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროექტის ხელმძღვანელი, პროექტის კოორდინატორი და პროექტის სხვა ძირითადი პერსონალი;
დ) გენერალური დირექტორი – სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი;
ე) დამხმარე პერსონალი – ფიზიკური პირი, რომელიც ეხმარება ძირითად პერსონალს ტექნიკური ამოცანების გადაჭრაში;
ვ) თანადამფინანსებელი – საქართველოში ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აფინანსებს პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების ნაწილს;
ზ) თანამონაწილე ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის ხელმძღვანელს, თანახელმძღვანელს და პროექტის სხვა ძირითად პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; თანამონაწილე ორგანიზაცია შეიძლება იყოს, აგრეთვე, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც მონაწილეობს პროექტის გარკვეული ამოცანების შესრულებაში;
თ) საგრანტო კონკურსი – ამ დებულებით გათვალისწინებული დაფინანსების მოსაპოვებლად ფონდის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა;
ი) კონფერენცია – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი, სიმპოზიუმი და სამუშაო შეხვედრა;
კ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტისათვის გახსნილი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;
ლ) მონიტორინგი − საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა;
მ) პროექტზე თანდართული დოკუმენტაცია – ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია;
ნ) პროექტი – განმცხადებლის მიერ დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი;
ო) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით;
პ) პროექტის თანახელმძღვანელი – საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც თანამონაწილე ორგანიზაციის წარმომადგენელია და კოორდინაციას უწევს პროექტის მომზადებასა და განხორციელებას პროექტის ხელმძღვანელთან ერთად;
ჟ) პროექტის კოორდინატორი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში, პასუხისმგებელია საორგანიზაციო საკითხებზე და არის საკონტაქტო პირი ფონდთან;
რ) პროექტის ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც პროექტს განახორციელებს წამყვან ორგანიზაციაში, კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ასევე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე;
ს) პროექტის შეფასების კრიტერიუმები − პროექტის შესაფასებლად ამ დებულებით განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპები ქულების სათანადო მითითებით;
ტ) საანგარიშო პერიოდი – პროექტის განხორციელების დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაში გრანტის მიმღები ასრულებს პროექტით გაწერილ ამოცანებს, ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს;
უ) საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება – საქართველოში ორგანიზებული კონფერენცია, სეზონური სკოლა ან კომბინირებული ღონისძიება;
ფ) საკონკურსო დოკუმენტაცია – გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;
ქ) საგრანტო ხელშეკრულება − გრანტის მიმღებს, თანადამფინანსებელ ორგანიზაციასა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
ღ) კომისია – საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების შემფასებელ ექსპერტთა ჯგუფი;
ყ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;
შ) ფონდი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
ჩ) შუალედური/საბოლოო ანგარიში – შუალედური ანგარიში მოიცავს ყოველი საანგარიშო პერიოდის დასრულებისას გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილ პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშს. საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილ საბოლოო პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშს;
ც) ძირითადი პერსონალი – დოქტორანტურის, მაგისტრატურის ან რეზიდენტურის სტუდენტი, დოქტორი, მაგისტრი ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკური პირი/პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს;
ძ) წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ხელმძღვანელსა და სხვა ძირითად პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე.
მუხლი 3🔗.
საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება
1. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ საგრანტო კონკურსის წესით. საგრანტო კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ფონდი ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით.
2. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) პროექტების მიღების ვადების დადგენას; საგრანტო კონკურსის პირობების, პროექტის ფორმების, პროექტზე თანდართული დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმების შემუშავებასა და დამტკიცებას;
ბ) კონკურსის გამოცხადებას;
გ) კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზას, რაც გულისხმობს წარმოდგენილი პროექტების დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას კონკურსის პირობებთან;
დ) პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების უზრუნველყოფას;
ე) კომისიის მიერ პროექტების განხილვას შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით რანჟირებული სიის დადგენას, გამარჯვებული პროექტების გამოვლენასა და დამტკიცებას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას;
ვ) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას და დაფინანსებას;
ზ) საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს.
მუხლი 4🔗.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები
1. სამეცნიერო კვლევითი პროექტების გრანტის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: წამყვან ორგანიზაციას; თანამონაწილე ორგანიზაციას (ერთობლივი პროექტის შემთხვევაში); პროექტის ძირითად პერსონალს.
2. ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამეცნიერო კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12 თვე. პროექტის ბოლო საანგარიშო პერიოდის მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდგომ 10 კალენდარული დღის განმავლობაში, არგუმენტირებული მომართვის წარმოდგენის შემთხვევაში ფონდი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პროექტის ხანგრძლივობის მაქსიმუმ 6 თვით გაგრძელების შესახებ, დამატებითი დაფინანსების გარეშე.
3. სამეცნიერო კვლევითი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აჭარბებდეს 60 000 ლარს.
4. სამეცნიერო კვლევითი პროექტი შესაძლოა ითვალისწინებდეს უცხოური სამეცნიერო ფონდებიდან ან სხვა დონორი ორგანიზაციებიდან დამატებითი თანხის მოზიდვას.
5. სამეცნიერო კვლევით პროექტს უნდა ჰყავდეს ძირითადი პერსონალი, რომელიც შედგება პროექტის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის (ერთობლივი პროექტის შემთხვევაში), კოორდინატორისა და სხვა პირებისაგან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან პროექტის ძირითადი ამოცანებისა და შესაბამისი აქტივობების განხორციელებაზე.
6. სამეცნიერო კვლევითი პროექტის ძირითად პერსონალში პროექტის განხორციელების მთლიანი პერიოდის განმავლობაში ჩართული უნდა იყოს არანაკლებ ერთი ახალგაზრდა მეცნიერი.
7. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში პროექტის ხელმძღვანელმა კვლევითი პროექტი უნდა განახორციელოს წამყვანი ორგანიზაციის სახელით და მისი ბაზის გამოყენებით.
8. სამეცნიერო კვლევითი პროექტის განხორციელებისათვის შესაძლებელია დამხმარე პერსონალის გამოყენება.
9. ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტის შემთხვევაში პროექტს უნდა ჰყავდეს პროექტის თანახელმძღვანელი.
10. ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების გრანტის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროექტის ძირითად პერსონალთან ერთად. საგრანტო კონკურსი რეგულირდება ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
11. საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების გრანტის შემთხვევაში პროექტის ბიუჯეტის ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კონფერენციისა და კონგრესებისათვის – 30.000 ლარს.
12. საგრანტო კონკურსის საერთო ბიუჯეტის გათვალისწინებით, ფონდის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, განსაზღვროს ამ დებულების პირველი მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის დაფინანსების განაწილების წესი.
13. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ფონდის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, განსაზღვროს დაფინანსების განაწილების წესი ამ დებულების პირველი მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის შეფასების შედეგად შედგენილი რანჟირებული სიებისათვის.
მუხლი 5🔗.
პროექტის ბიუჯეტი
1. ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამეცნიერო კვლევითი პროექტის გრანტის შემთხვევაში პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:
ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება;
ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება;
გ) მივლინება;
დ) საქონელი და მომსახურება;
ე) არაფინანსური აქტივები;
ვ) ზედნადები ხარჯები.
2. ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების გრანტის შემთხვევაში პროექტის ბიუჯეტი ითვალისწინებს შემდეგი სახის ხარჯვით კატეგორიებს:
ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება;
ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება;
გ) საქონელი და მომსახურება;
დ) ზედნადები ხარჯები.
3. საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ჩატარების შემთხვევაში გრანტის მიმღებს ავანსის სახით გადაერიცხება პროექტის ბიუჯეტის ნაწილი (პროექტის ბიუჯეტის ფონდიდან მოთხოვნილ თანხის ოდენობას გამოკლებული ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსების და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურების 1/4). საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება ფინანსური და პროგრამული ანგარიშების ფონდებში წარდგენისა და ფონდის მიერ შესაბამისი განხილვის აქტის შედგენის საფუძველზე.
4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული ხარჯვითი კატეგორიები დეტალურად განისაზღვრება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. გრანტის სახსრებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, უძრავი ქონების იჯარა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა და ა.შ.
მუხლი 6🔗.
საგრანტო კონკურსის ეტაპები
საგრანტო კონკურსის ეტაპებია:
ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტების ფონდში წარდგენა;
გ) პროექტების შეფასება;
დ) ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამარჯვებული პროექტების დამტკიცება;
ე) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
მუხლი 7🔗.
პროექტის წარდგენა ფონდში
1. პროექტის წარდგენა ფონდში ხორციელდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების დაცვით.
2. პროექტი ფონდში წარდგენილი უნდა იქნეს ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად.
3. ფონდი უფლებამოსილია, საგრანტო კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე მოხსნას პროექტი:
ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ დებულების მოთხოვნებს;
ბ) რომელიც არ შეესაბამება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტის ფორმას;
გ) რომელსაც არ ერთვის ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პროექტზე თანდართული დოკუმენტაცია და რომელიც არ იქნება ფონდში წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში;
დ) რომელიც შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
4. ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი პროექტები ფონდში არ მიიღება.
მუხლი 8🔗.
კომისია
1. ფონდი უზრუნველყოფს პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.
2. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს კომისიას და ადგენს მისი მუშაობის წესს.
3. ამ დებულების პირვლი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამეცნიერო კვლევითი პროექტის გრანტის შემთხვევაში, კომისია პროექტებს აფასებს ამ დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
4. ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გრანტის შემთხვევაში კომისია პროექტებს აფასებს ამ დებულების მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
5. კომისია პროექტების შეფასებას ახდენს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად.
6. კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მოიწვიოს ექსპერტები.
მუხლი 9🔗.
ინტერესთა კონფლიქტი
1. დაუშვებელია კომისიის წევრი ან/და ექსპერტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იყოს პირი, რომელმაც შესაძლოა მიიღოს უშუალო ფინანსური ან სხვა სახის პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში, ასევე პირი:
ა) რომელიც არის ამავე საგრანტო კონკურსის მონაწილე;
ბ) რომელიც არის დაინტერესებული მხარე – პროექტში მონაწილე ან მონაწილის ნათესავი.
2. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
3. კომისიის წევრი ან/და ექსპერტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულია შესაბამის კომისიას და ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებებისა და თვითაცილების შესახებ.
4. კომისიის წევრი ან/და ექსპერტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილია, განაცხადოს თვითაცილების შესახებ, თუ თვლის, რომ იგი ვერ იქნება ობიექტური, რადგან შესაფასებელი პროექტი უწევს კონკურენციას მის სამეცნიერო მოღვაწეობას ან მან შეიძლება ნახოს პირადი სამეცნიერო სარგებელი ამ პროექტის შეფასებით.
5. ფონდი უფლებამოსილია, იმსჯელოს კომისიის წევრის ან/და ექსპერტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრის ან/და დამოუკიდებელი ექსპერტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია ფონდისათვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებამდე.
მუხლი 10🔗.
საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება
1. გამარჯვებული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცების შემდგომ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას.
2. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციები ფონდს წარუდგენენ წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ არა აქვთ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება.
3. გრანტის მიმღებს ეკრძალება პროექტის ფარგლებში შექმნილ ნაწარმოებზე არსებული განსაკუთრებული უფლებების მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერი ფორმით გადაცემა მესამე პირისათვის, ნაწარმოების შექმნიდან 5 წლის განმავლობაში, ფონდის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
4. ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინ „ნაწარმოებში“ იგულისხმება წიგნი, მონოგრაფია, საგნობრივი ენციკლოპედია.
მუხლი 11🔗.
საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი
1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი ანგარიშების წარდგენის საფუძველზე. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს, საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
3. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას.
4. მონიტორინგის მიზნებისათვის გრანტის მიმღების მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია და ანგარიშის განხილვის წესი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.
5. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას:
ა)მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება შესაბამის ხარჯვით კატეგორიას;
ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება ფონდის მიერ მითითებულ ანგარიშზე დაბრუნებას;
გ) ნაშთად ჩაითვლება პროექტის დასრულებისას დარჩენილი გაუხარჯავი თანხა, რომელიც უნდა დაბრუნდეს სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე.
მუხლი 12🔗.
პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება
1. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებისა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად, შეწყდება პროექტი), თუ:
ა) მოხდა შესაბამისი წამყვანი ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, გაუქმდა მისი ავტორიზაცია;
ბ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია.
3. გრანტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები დარეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად.
4. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში, ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე ფონდში წარდგენილია შესაბამისი ანგარიშები, წარდგენილ ანგარიშებზე ფონდის მიერ შედგენილია ანგარიშების განხილვის და შედარების აქტები.
5. ფონდი უფლებამოსილია აწარმოოს საგრანტო ხელშეკრულების პირობების დამრღვევ პირთა რეესტრი – ე.წ. „შავი სია“, რომლის წარმოების წესი განისაზღვრება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით. შესაძლებელია ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს შეეზღუდოს დროის გარკვეული პერიოდით ამ კონკურსში მონაწილეობის უფლება.
მუხლი 13🔗.
შეფასების კრიტერიუმები
1. შეფასების კრიტერიუმები სამეცნიერო კვლევითი პროექტის გრანტისათვის:
1. პროექტის სამეცნიერო ღირებულება
1
2
3
4
5
მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა
პროექტის ღირებულება და მნიშვნელობა, კვლევითი თემის/საკითხის აქტუალობა, კვლევის სიახლე და ინოვაციურობა, კვლევის მიზნებისა და ამოცანების ფორმულირება, კვლევის მეთოდოლოგიის შესაბამისობა მიზნებსა და ამოცანებთან. სამეცნიერო გუნდის კომპეტენციის შესაბამისობა კვლევით თემატიკასთან. პროექტის ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობა, ინტერდისციპლინურობა.
2. სამეცნიერო ეფექტიანობა
1
2
3
4
5
მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა
კვლევის მოსალოდნელი შედეგების ინოვაციურობა, მათი სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულება, პროექტის შედეგების მნიშვნელობა საგრანტო კონკურსის მიზნებისა და ამოცანებისათვის, კვლევის შედეგების გავრცელების გეგმა და მეთოდოლოგია (ინდიკატორების მითითებით).
პროექტის განხორციელება
1
2
3
4
5
მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა
პროექტის განხორციელების გეგმის (ამოცანებისა და აქტივობების ეტაპების, ვადებისა და გზების) ეფექტურობა და შესაბამისობა კვლევის მიზნებთან. ბიუჯეტის და ინსტიტუციური მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შესაბამისობა დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის. პროექტის მდგრადობა, პროექტის განხორციელების რისკების ანალიზი და რისკების აღმოფხვრის გზები.
ქულების ჯამი
მინიმუმ 3, მაქსიმუმ 15
კომენტარი პროექტის შესახებ
2. შეფასების სამი კრიტერიუმიდან თითოეული ფასდება მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ქულით. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 15 ქულა. კრიტერიუმებში ქულებით შეფასება განიმარტება შემდეგნაირად:
შეფასება ქულით
შეფასება
განმარტება
1
სუსტი
პროექტი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, გართულებულია პროექტის შეფასება არასაკმარისი ინფორმაციის გამო
2
დამაკმაყოფილებელი
პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი უზუსტობები და სუსტი მხარეები
3
კარგი
პროექტი მთლიანობაში კარგად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს გარკვეული ხარვეზები
4
ძალიან კარგი
პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. არის ორიგინალური და აქვს მაღალი სამეცნიერო პოტენციალი, თუმცა შესაძლებელია გარკვეულწილად დახვეწა
5
საუკეთესო
გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე პროექტი, რომელიც საუკეთესოდ პასუხობს კრიტერიუმს
3. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 11 ან მეტი ქულა.
4. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე და მესამე კრიტერიუმში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პროექტში ახალგაზრდა მეცნიერის ჩართულობას, ხოლო ამ კრიტერიუმითაც თანაბარი ქულების მქონე პროექტების შემთხვევაში კი ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.
5. პროექტის შეფასების კრიტერიუმები საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის:
კრიტერიუმები და ქვეკრიტერიუმები
ქულები
კომენტარი
1 – ღონისძიების სამეცნიერო ხარისხი (მაქს. 25 ქულა)
1.1 – ღონისძიების სტატუსი, მიზანი და
მინ. 0 ქულა
ამოცანები, პროგრამის შესაბამისობა
მაქს. 5 ქულა
მიზნებთან და ამოცანებთან
1.2 – ღონისძიების საერთაშორისო
მინ. 0 ქულა
ცნობადობისა და მაღალი რანგის
მაქს. 5 ქულა
ინსტიტუციებისა და მეცნიერების
ჩართულობის უზრუნველყოფის მექანიზმი
1.3 – წამყვანი და თანამონაწილე
მინ. 0 ქულა
ორგანიზაციისა და პროექტის ძირითადი
მაქს. 5 ქულა
პერსონალის კვალიფიკაციის, კომპეტენციისა
და გამოცდილების შესაბამისობა პროექტის
მიზნებთან და ამოცანებთან
1.4 – ადგილობრივი ინტრა და
მინ. 0 ქულა
ინტერინსტიტუციონალური თანამშრომლობის
მაქს. 5 ქულა
ხარისხი
1.5 – ღონისძიებაში მონაწილე ძირითადი და
მინ. 0 ქულა
პლენარული მომხსენებლების/ლექტორების
მაქს. 5 ქულა
სამეცნიერო ხარისხი და კომპეტენცია (key note
speakers, plenary lecturers)
2 – ღონისძიების შედეგების მნიშვნელობა (მაქს. 10 ქულა)
2.1 – მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობა
მინ. 0 ქულა
დარგის განვითარებისთვის
მაქს. 5 ქულა
2.2 – ღონისძიების მასალების
მინ. 0 ქულა
ხელმისაწვდომობისა და გავრცელების
მაქს. 5 ქულა
მექანიზმები
3- პროექტის მენეჯმენტი და განხორციელებადობა (10 ქულა)
3.1 – გეგმა-გრაფიკის შესაბამისობა პროექტის
მინ. 0 ქულა
მიზნებთან და ამოცანებთან
მაქს. 5 ქულა
3.2 – ბიუჯეტისა და ბიუჯეტის დასაბუთების
მინ. 0 ქულა
შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და
მაქს. 5 ქულა
ამოცანებთან და თანადაფინანსების არსებობა
ქულების ჯამი (მაქს. 45 ქულა):
შემაჯამებელი კომენტარი:
6. პირველი, მე-2 და მე-3 კრიტერიუმების თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 6-ქულიანი სისტემით (0-5). ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 45 ქულა. დაფინანსებისთვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა 32 და მეტი ქულა.
7. შეფასების პირველი, მე-2 და მე-3 კრიტერიუმების ქვეკრიტერიუმებში ქულების განაწილების განმარტებები:
ქულა
შეფასება
განმარტება
პროექტი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, ან პროექტი ვერ ფასდება
0
შეუსაბამო
არასაკმარისი ინფორმაციის გამო.
პროექტი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, შეინიშნება
1
სუსტი
სერიოზული არსებითი სუსტი მხარეები.
პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს
2
საშუალო
მნიშვნელოვანი სუსტი მხარეები, სუსტად დასაბუთებული და
არადამაკმაყოფილებელი ხარისხისაა.
პროექტი კარგად პასუხობს კრიტერიუმს,
3
კარგი
დასაბუთებულია დამაკმაყოფილებელი ხარისხით, მაგრამ აუცილებელია
გარკვეული გაუმჯობესება.
პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. იკვეთება
4
ძალიან კარგი
ორიგინალობა და უპირატესობა, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული დახვეწა.
გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო ხარისხის მქონე პროექტია, რომელიც
5
საუკეთესო
წარმატებით პასუხობს ყველა კრიტერიუმს. ნებისმიერი ხარვეზი არის
არსებითად უმნიშვნელო.