საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.08.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №176/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017799
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/08/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.08.2019 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (21)
დამატებითი მეტამონაცემები (12)
| 1 | C |
| 2 | B |
| 3 | A |
| 4 | პუბლიკაციის მიზნები და ამოცანები |
| 5 | პუბლიკაციის სამიზნე აუდიტორია, დისემინაცია |
| 6 | პუბლიკაციის მომზადების გეგმა-გრაფიკი |
| 7 | ბიუჯეტი |
| 8 | სამეცნიერო გუნდის კვალიფიკაცია და კომპეტენცია, CV ტირაჟი |
| 9 | პუბლიკაციის კატეგორია (წიგნი, მონოგრაფია და ა.შ.) |
| 10 | ტირაჟი |
| № | კრიტერიუმი |
| შეფასება ქულით | შეფასება ABC კატეგორიით |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №176/ნ
2019 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების საფუძველზე ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსის დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირინე აბულაძე
დანართი
საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება აწესრიგებს კონკურსის გამართვის, საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემისა და საგრანტო პროექტების (შემდგომში – პროექტი) განხორციელების მონიტორინგის წესს.
2. საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების (შემდგომში – გრანტი) მიზანია ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) გზით, ხელი შეუწყოს გამოცემისათვის გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების (წიგნი/ მონოგრაფია / საგნობრივი ენციკლოპედია) შერჩევას და მათ გამოქვეყნებას.
3. საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:
ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები;
გ) სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
დ) აგრარული მეცნიერებები;
ე) ჰუმანიტარული მეცნიერებები;
ვ) სოციალური მეცნიერებები;
ზ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.
4. სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში - ფონდი) უფლებამოსილია ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებიდან გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებზეც გამოცხადდება საგრანტო კონკურსი.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ახალგაზრდა მეცნიერი – მაგისტრის/დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ძირითადი პერსონალიდან, რომლის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა, ასევე მაგისტრატურის, რეზიდენტურის, დოქტორანტურის სტუდენტი;
ბ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული, დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წამყვანი ორგანიზაცია და ძირითადი პერსონალი;
გ) დამოუკიდებელი ექსპერტი – პირი, რომელიც აფასებს საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტს;
დ) თანადამფინანსებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი/პირები, რომელიც /რომლებიც ფონდთან ერთად აფინანსებს/აფინანსებენ პროექტს;
ე) კომისია – დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც აფასებს საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტებს;
ვ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული წამყვანი ორგანიზაციის მიერ პროექტისთვის გახსნილი მიზნობრივი საბანკო/სახაზინო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;
ზ) პროექტი – პროექტის ხელმძღვანელის მიერ დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი;
თ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით;
ი) პროექტის კოორდინატორი – საქართველოს მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია პროექტის მენეჯმენტსა და საორგანიზაციო საქმეებზე; პროექტის კოორდინატორი შესაძლებელია ამავე დროს იყოს ახალგაზრდა მეცნიერი;
კ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები – ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად კომისიისათვის განსაზღვრული, ამ დებულებით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით;
ლ) პროექტის ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც პროექტს განახორციელებს წამყვან ორგანიზაციაში და ხელმძღვანელობს პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია, როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე. პროექტის ხელმძღვანელი შესაძლებელია ამავე დროს იყოს ახალგაზრდა მეცნიერი;
მ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ასრულებს პროექტით გაწერილ ამოცანებს, ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს;
ნ) საბოლოო ანგარიში – საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან ფონდში წარდგენილ საბოლოო პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს;
ო) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
პ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა;
ჟ) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;
რ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;
ს) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
ტ) შუალედური ანგარიში – საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან ფონდში წარდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიშები;
უ) ძირითადი პერსონალი – გრანტის მიმღები საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ასრულებს/ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქტორის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, დოქტორანტურის, მაგისტრატურის ან რეზიდენტურის სტუდენტი;
ფ) წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს.
მუხლი 3🔗.
საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება
1. გრანტის გაცემას ახორციელებს ფონდი. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ საგრანტო კონკურსის წესით. საგრანტო კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ფონდი ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით.
2. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) პროექტების მიღების ვადების დადგენას; საგრანტო კონკურსის პირობების, პროექტის ფორმების, პროექტზე თანდართული დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმების შემუშავებასა და დამტკიცებას;
ბ) კონკურსის გამოცხადებას;
გ) კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზას, რაც გულისხმობს წარმოდგენილი პროექტების დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას კონკურსის პირობებთან;
დ) პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების უზრუნველყოფას;
ე) კომისიის მიერ პროექტების განხილვას შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით რანჟირებული სიის დადგენას, გამარჯვებული პროექტების გამოვლენასა და დამტკიცებას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას;
ვ) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას და დაფინანსებას;
ზ) საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს.
მუხლი 4🔗.
სუბიექტები
1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
ა) წამყვანი ორგანიზაციის სახით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს;
ბ) ძირითადი პერსონალის სახით – დოქტორის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, დოქტორანტურის, მაგისტრატურის ან რეზიდენტურის სტუდენტს, ასევე ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ს.
2. პროექტში აუცილებელია წამყვანი ორგანიზაციის მონაწილეობა.
მუხლი 5🔗.
ძირითადი მოთხოვნები
1. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 3 თვისა, ხოლო მაქსიმალური ხანგრძლივობა – არაუმეტეს 6 თვისა.
2. პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი შეადგენს 6 000 ლარს.
მუხლი 6🔗.
პროექტის ბიუჯეტი
1. პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:
ა) რედაქტირება, დიზაინი, დაკაბადონება;
ბ) DOI, ISSN, ISBN მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) გამომცემლობასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) ელექტრონული წიგნის/ელექტრონული მონოგრაფიის მომზადების ხარჯებს PDF, ePUB, MOBI ფორმატით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხარჯვითი კატეგორიები განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 7🔗.
კონკურსის ეტაპები
კონკურსის ძირითადი ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტების ფონდში წარდგენა;
გ) პროექტების შეფასება კომისიის მეშვეობით;
დ) კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი და სათადარიგო პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება;
ე) გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
მუხლი 8🔗.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა
1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით. დადგენილი ბოლო ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.
2. ფონდი უფლებამოსილია, საგრანტო კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე მოხსნას პროექტი:
ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ დებულების მოთხოვნებს;
ბ) რომელიც არ შეესაბამება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტის ფორმას;
გ) რომელსაც არ ერთვის ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პროექტზე თანდართული დოკუმენტაცია და რომელიც არ იქნება ფონდში წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში;
დ) რომელიც შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
მუხლი 9🔗.
პროექტის შეფასება
1. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტები შესაფასებლად გადაეცემა კომისიას.
2. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს კომისიას და ადგენს მისი მუშაობის წესს.
3. ფონდი უზრუნველყოფს პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.
4. პროექტის შეფასება ხორციელდება ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
5. კომისიის შეფასებების საფუძველზე, ფონდი ადგენს და გენერალური დირექტორი ამტკიცებს პროექტების რანჟირებულ სიებს, ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს თითოეული სამეცნიერო მიმართულებებისა და მიმართულებით გათვალისწინებული ქვემიმართულებებისათვის ცალ-ცალკე დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი ზღვრული შეფასება, აგრეთვე დაადგინოს კრიტერიუმ(ებ)ი თანაბარქულიან პროექტებს შორის უპირატესის გამოსავლენად. რანჟირებული სიების საფუძველზე, გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, გამოყოს სათადარიგო პროექტები, რომლებიც ჩაენაცვლება გამარჯვებულ პროექტებს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულებთან არ გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება.
მუხლი 10🔗.
ინტერესთა კონფლიქტი
1. დაუშვებელია კომისიის წევრი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე.
2. არ შეიძლება პროექტების შეფასების პროცესში მონაწილეობდეს დამოუკიდებელი ექსპერტი:
ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია ძირითად პერსონალთან ან მონაწილეობდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;
ბ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;
გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია;
დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან.
3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
4. კომისიის წევრი დამოუკიდებელი ექსპერტი ვალდებულია გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია კომიისიის წევრი დამოუკიდებელი ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია, იმსჯელოს კომისიის წევრი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.
მუხლი 11🔗.
საგრანტო ხელშეკრულება
1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებათა გაფორმებას პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალსა და წამყვან ორგანიზაციასთან.
2. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე წამყვანი ორგანიზაცია ფონდს წარუდგენს წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ არა აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება.
მუხლი 12🔗.
პროექტის შესრულების მონიტორინგი
1. ფონდი ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს, გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი შუალედური ანგარიშების წარდგენის საფუძველზე, ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი შედეგების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას.
3. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
5. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას:
ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;
ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას;
გ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით;
დ) ნაშთად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი.
6. ფონდი არ არის უფლებამოსილი, თავად შეაფასოს დასრულებული პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგებზე.
7. ფონდი უფლებამოსილია, აწარმოოს საგრანტო ხელშეკრულების პირობების დამრღვევ პირთა რეესტრი – ე.წ. „შავი სია“, რომლის წარმოების წესი განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 13🔗.
პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება
1. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებისა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი), თუ:
ა) მოხდა შესაბამისი წამყვანი ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, გაუქმდა მისი ავტორიზაცია;
ბ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია.
3. გრანტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები დარეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად.
4. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში, ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში ფონდში წარდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, წარდგენილ ანგარიშებზე ფონდის მიერ დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები, მხარეთა შორის გაფორმებულია შედარების აქტი და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.
მუხლი 14🔗.
საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები
1. საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმებია:
№
კრიტერიუმი
შეფასება
1 (C), 2 (B), 3 (A)
1
პუბლიკაციის სამეცნიერო ღირებულება და მნიშვნელობა
2
პუბლიკაციის სინოფსისი
3
პუბლიკაციის შინაარსი
4
პუბლიკაციის მიზნები და ამოცანები
5
პუბლიკაციის სამიზნე აუდიტორია, დისემინაცია
6
პუბლიკაციის მომზადების გეგმა-გრაფიკი
7
ბიუჯეტი
8
სამეცნიერო გუნდის კვალიფიკაცია და კომპეტენცია, CV
ტირაჟი
9
პუბლიკაციის კატეგორია (წიგნი, მონოგრაფია და ა.შ.)
10
ტირაჟი
2. შეფასების ათი კრიტერიუმიდან თითოეული ფასდება 3-ქულიანი სისტემით (1-3), სადაც 1 ქულა შეესაბამება C კატეგორიის შეფასებას, 2 ქულა შეესაბამება B კატეგორიის შეფასებას, ხოლო 3 ქულა შეესაბამება A კატეგორიის შეფასებას. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 30 ქულა.
3. კრიტერიუმებში ქულებით შეფასება განიმარტება შემდეგნაირად:
შეფასება ქულით
შეფასება ABC კატეგორიით
შეფასება
განმარტება
1
C
ნაწილობრივ
შეუსაბამო
პროექტი არ პასუხობს, არაადეკვატურად ან მცირედ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, გართულებულია პროექტის შეფასება არასაკმარისი ინფორმაციის გამო, შეინიშნება სერიოზული, არსებითი სუსტი მხარეები.
2
B
საშუალო
პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი უზუსტობები და სუსტო მხარეები, დასაბუთება არადამაკმაყოფილებელია
3
A
ძალიან კარგი
პროექტი კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. არის ორიგინალური და აქვს მაღალი სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც საუკეთესოდ პასუხობს კრიტერიუმს.
4. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 20 ან მეტი ქულა.
5. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კრიტერიუმში. აღნიშნულ ექვსივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.