„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№129
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.160.016565
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №129

2019 წლის 21 აგვისტო

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს  №9 დადგენილების (www.matsne.gov.ge,12.08.2014 წ.,010250020.35.160.016219) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში  –  „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  მერიის   დებულებაში“  შეტანილ იქნეს ცვლილება და  პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიის აპარატის ძირითადი ფუნქციებია:

მერიის სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციის ხელშეწყობა; საქმისწარმოების პროცედურების, დოკუმენტირების სტანდარტებისა და კორესპონდენციის ბრუნვის წესების დაცვაზე ზედამხედველობა; ადმინისტრაციული წარმოებების დადგენილი წესითა და პროცედურებით ჩატარება; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება; მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელმწიფო ორგანოებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში; ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება, პროფესიული დონის ანალიზი, კადრების საჭიროებათა შესწავლა; საჯარო მოხელეთა პირადი საქმეეების წარმოებაზე ზედამხედველობა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მერიის თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული დახმარების გაწევა; მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და შემსრულებლამდე დაყვანა; ქალაქის მერის დავალებების შესრულების კოორდინაცია; დაწესებულების კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის უზუნველყოფა და ადმინისტრირება; დაწესებულებაში წესრიგის, ტექნიკური უსაფრთხოების და სისუფთავის დაცვის საკითხებთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგი და დაწესებულების სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფა; თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეთა შრომის, სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება. მერიის საქმიანობის ანგარიშების, პრეს-რელიზების მომზადება და გამოქვეყნება; მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საზოგადოებრივ ურთიერთობათა რეგულირება; პიარის დაგეგმვა და მოქალაქეთა მიღებების ორგანიზება-განხორციელება; მედია საშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვა; მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების პრეს-კონფერენციების მომზადება; ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება, მის ტექნიკური და საინფორმაციო უზრუნველყოფა; სატელეფონო საშუალებებით მიღებული ინფორმაციის დამუშავება (ცხელი ხაზის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა); მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციის ზედამხედველობა, ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზების კონტროლი. ქალაქში მიმდინარე ღონისძიებების პრეზენტაცია; მოქალაქეთა მიღებებზე მიღებული ინფორმაციის დამუშავება და შემსრულებლამდე დაყვანა (მიწოდება); მოქალაქეთა ინტერესების შესწავლა და მათი შესაბამის, კომპეტენეტურ პირებთან დაკავშირება, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობებში შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების და წესების დაცვა, დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.“ю

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინინო ქავთარაძე