ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ჭადრაკის დამსახურებული მწვრთნელის ვახტანგ ქარსელაძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 16.08.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №258
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016530
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/08/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.08.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ისტორიკოსის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ავჭალის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის გეოლოგის არსენ ოქროჯანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, ვაჟა-ფშაველას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის ეკატერინე ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, გია გულუას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის რევმატოლოგის, აკადემიკოს ვლადიმერ წითლანაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სულხან ცინცაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის პოეტისა და მთარგმნელის დავით წერედიანის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ჭადრაკის დამსახურებული მწვრთნელის ვახტანგ ქარსელაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №258
2019 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ჭადრაკის დამსახურებული მწვრთნელის ვახტანგ ქარსელაძის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) საბურთალოს რაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ჭადრაკის დამსახურებული მწვრთნელის ვახტანგ ქარსელაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
.