ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლებაში, V ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გელა მინდიკაურის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 16.08.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №263
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016535
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/08/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.08.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლებაში, V ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის რევაზ ბებიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ორხევში, სერგეი ესენინის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვაჟა ბანეთიშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კაკლიანის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კობა მირზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ოთარ ოძელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414 დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გოჩა მაჩაიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლებაში, V ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გელა მინდიკაურის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №263
2019 წლის 16 აგვისტო
ქ.თბილისი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლებაში, V ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გელა მინდიკაურის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლებაში, V ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გელა მინდიკაურის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
.