ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 16.08.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №267
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016539
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/08/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.08.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, თბილისის ზოოლოგიური პარკის მიმდებარედ არსებული ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის ხილიანის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სულხან ცინცაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის პოეტისა და მთარგმნელის დავით წერედიანის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ჭადრაკის დამსახურებული მწვრთნელის ვახტანგ ქარსელაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის ორხევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №580 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, ნიკო ჭავჭავაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის დიმიტრი ჩრდილელის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №267
2019 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) საბურთალოს რაიონში გაგრძელდეს ლისის ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად.
ბ) საბურთალოს რაიონში, ლისის ქუჩის მონაკვეთს (ლისის ქუჩის მონაკვეთი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად) მიენიჭოს ბზის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
გ) საბურთალოს რაიონში ლისის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ნეკერჩხლის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
დ) საბურთალოს რაიონში ლისის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ლისის იასამნების სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე