ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩასთან არსებული უსახელო მოედნისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ზურაბ პატარიძის ქუჩისთვის მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 16.08.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №268
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016540
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/08/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.08.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №268 2019 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №268 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კიკეთში, გრიგოლ გიორგაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის სამსონ დადიანის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის ხელოვნებათმცოდნე ნადია შალუტაშვილის და მთამსვლელის, გეოგრაფ მარინე უთმელიძის სახელების მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მედდების ინგა გვასალიას და რუსუდან ჩხეტიანის სახელების მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, სადგერის ქუჩასა და აკაკი ჩხენკელის ქუჩებთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული ოთხი გასასვლელისთვის და ერთი შესახვევისთვის სახელმწიფო მოღვაწის ყადირ შერვაშიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში, სოლომონ ავალიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ემზარ გელანტიას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩასთან არსებული უსახელო მოედნისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ზურაბ პატარიძის ქუჩისთვის მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №268
2019 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩასთან არსებული უსახელო მოედნისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ზურაბ პატარიძის ქუჩისთვის მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩასთან არსებულ უსახელო მოედანს მიენიჭოს მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ისნის რაიონში, ზურაბ პატარიძის ქუჩას და მასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე