ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მარშალ იოზეფ პილსუდსკის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ზურაბ პატარიძის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№269
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016541
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №269

2019 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მარშალ იოზეფ პილსუდსკის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ზურაბ პატარიძის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ისნის რაიონში, მარშალ იოზეფ პილსუდსკის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ზურაბ პატარიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            გიორგი ტყემალაძე