„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების,სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2019 წლის 23 აგვისტო დაბა სტეფანწმინდა |
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება.“.
2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური.“
3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ინსპექტირებას.“.
4. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„გ) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება;“.
5. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „კ“ პუნქტი ამოღებულია;
6. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დებულების მე-3 მუხლს დაემატოს „ღ“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ღ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ინსპექტირების განხორციელება.“.
7. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს მეექვსე მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ფუნქციები:
სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და ამავე დარგების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფას;
ბ) განყოფილების მიერ ცალკეული დარგების რეგულირებას, კოორდინაციასა და განვითარების პრიორიტეტული მიმართულების შემუშავებას;
გ) განყოფილების სფეროს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინფორმაციების მოპოვებას შესწავლასა და დამუშავებას და მერისათვის დასკვნებისა და რეკომენდაციების სახით მიწოდებას;
დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ტროტუარების, სკვერების, გარეგანათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, საკანალიზაციო ქსელების, წყალსაცავების, ხიდების, კეთილმოწყობისა და კომუნალური საკითხების კოორდინაციასა და სხვა ინფრასტრუქტურის სამუშაოების განხორციელებას;
ე) მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ინსპექტირების განხორციელებას;
ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ელექტროფიცირების, გაზმომარაგების კანალიზაციისა და წყალმომარაგების სამუშაოთა წარმოების განხორციელების მონიტორინგს;
ზ) საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების,სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების,სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.08.2019.
- როდის იქნა მიღებული „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების,სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.?
- „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების,სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მიღებულია 23.08.2019. მიმღები ორგანო — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.151.016287.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების,სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების,სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების,სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.08.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების,სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე., №18, 23.08.2019, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016287 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4641030/