“დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების აქტის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 მაისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2019 წლის 26 აგვისტო ქ. დმანისი |
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-9 პუნქტებისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 124-ე მუხლის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების აქტის ფორმა (დანართი №1).“.
3. დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის ფორმა (დანართი №2).“.
4. დადგენილებას დაემატოს 21 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის ფორმა (დანართი №3).“.
5. დადგენილებას დაემატოს 22 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის ფორმა (დანართი №4).“.
|
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის
სამსახური მითითების აქტი №_____
_______________________ _______/_________/________წ.
(შედგენის ადგილი) (შედგენის თარიღი)
დამრღვევის დასახელება: ___________________________________________________________
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი/ორგანიზაციის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი)
სამშენებლო ობიექტი: ___________________________________________________________
_____________________________________________________________________________
(დანიშნულება, მისამართი,საკადასტრო კოდი,მესაკუთრე)
საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოვლინდა სამართალდარღვევის შემდეგი ფაქტი:
_______________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
საქართველოს კანონის „სივრცის დაგაეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 124-ე მუხლის საფუძველზე გაიცა მითითება:
ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ;
ბ) დარღვევის გამოსწორების შესახებ;
გ) სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ;
დ) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ.
დარღვევის გამოსწორების ვადა ___________________________ (_________________) დღე.
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი: _______________ _______________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
დამრღვევი: ___________________________________________ _______________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
შენიშვნა: __________________________________________________________
___________________________________________________________________
____________________________________________________________________
დანართი №4
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის
სამსახური შემოწმების აქტი №______
_________ ________/______/________წ.
(შედგენის ადგილი) (შედგენის თარიღი)
დამრღვევის დასახელება:
______________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი/ორგანიზაციის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი)
სამშენებლო ობიექტი: ______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
(დანიშნულება, მისამართი, საკადასტრო კოდი, მესაკუთრე)
დამრღვევს მიეცა №_____ მითითება მასზე, რომ საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოვლინდა სამართალდარღვევის შემდეგი ფაქტი:
______________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
1. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 124-ე მუხლის საფუძველზე გაიცა მითითება:
ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ;
ბ) დარღვევის გამოსწორების შესახებ;
გ) სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყნების აკრძალვის შესახებ;
დ) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ.
2. აქტის შედგენის ეტაპისათვის მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა აჩვენებს, რომ დამრღვევის მიერ №________ მითითება:
ა) მითითება შესრულდა და დარღვევები გამოსწორებულია;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) მითითება არადროულად შესრულდა.
3. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება:
ა) ამ კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას (მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა);
ბ) დარღვევის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიღებისას;
გ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას;
დ) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას;
ე) შესაბამის ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია;
ვ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას;
ზ) ამ კოდექსის 138-ე მუხლის (მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას, თუ ის ხორციელდება „ტყის ფონდის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში.
დარღვეულია: ___________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
(გამოვლენილი დარღვევა)
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი: ______________ _____________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
დამრღვევი: _________________ _______________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
შენიშვნა: ________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________ .
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების აქტის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 მაისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.08.2019.
- როდის იქნა მიღებული “დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების აქტის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 მაისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- “დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების აქტის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 მაისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.08.2019. მიმღები ორგანო — დმანისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.156.016363.
- რამდენი მუხლისგან შედგება “დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების აქტის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 მაისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების აქტის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 მაისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების აქტის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 მაისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.08.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება “დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების აქტის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 მაისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №12, 26.08.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016363 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4643106/