„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010220020.16.009.016317
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №22

2019 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში“ (სსმ, ვებგვერდი, 10.03.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010220020.16.009.016082) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
ა) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;“;

ა.ბ) „ო1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო​1) მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი;“;

ბ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი

რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარგებში მომსახურებისა და კონკურენციის განვითარების, მათ შორის, სამართლიანი პირობებისა და დაბალანსებული გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოში არსებული გამოწვევებისა და საუკეთესო საეთაშორისო გამოცდილების კვლევა და ანალიზი;

ბ) არსებული გამოწვევებისა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების ანალიზზე დაყრდნობით, მარეგულირებელი სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება;

გ) რეგულირების მუდმივი და თანმიმდევრული განვითარების მიზნით, საწარმოების  ან სხვა პირების მიერ წარმოდგენილი წინადადებების შესწავლა, მეთოდოლოგიური დამუშავება და განხილვების კოორდინაცია;

დ) სხვა სახელმწიფო უწყებების ინფორმირება და მათთან თანამშრომლობის კოორდინაცია რეგულირების განვითარებისთვის აუცილებელ იმ ცვლილებებზე, რომელთა მიღებაც სცდება კომისიის კომპეტენციას;

ე) კომისიის გადაწყვეტილებებისა და საწარმოების მიერ გაწეულ მომსახურებაზე შერჩევითი დაკვირვების შედეგების ანალიზი, საწარმოებში სისტემური ხარვეზების გამოვლენის მიზნით; საკითხის მომზადება კომისიის საჯარო სხდომაზე განსახილველად, თუ გამოვლინდა სალიცენზიო პირობების შესაძლო დარღვევა;

ვ) წინადადებების მომზადება იმ ხარვეზებზე, რომელთა გამოსწორებაც არსებითია საწარმოების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად;

ზ) საწარმოების მიერ შეთავაზებულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

თ) მომსახურებისა და კონკურენციის განვითარების მიზნით მომზადებული პროექტების რეგულირებად საწარმოებზე ზეგავლენის ანალიზი, ასევე, ამ მიმართულებით კომისიის მიერ გატარებული რეფორმების დანერგვის ხელშეწყობა და კონტროლი;

ი) საწარმოების რეგულირებადი საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა და მათი კონსოლიდაცია;

კ) საწარმოების საქმიანობაზე ზედამხედველობის მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით, წინადადებების მომზადება, სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული წინადადებების შესწავლა და ერთობლივი განხილვების კოორდინაცია;

ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე განცხადებებისა და წერილების განხილვა და მათზე რეაგირება;

მ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში კომისიის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;

ნ) გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა, ასევე კომისიის თავმჯდომარის დავალებით ნებისმიერი სხვა პერიოდისა და სახის ანგარიშების შედგენა.“;

გ) 221 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22​1. მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი

მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების, წყალმომარაგების ლიცენზიატების, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების ან/და  ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების მიერ საცალო მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, მონიტორინგის სისტემის კოორდინირება და მისი სრულყოფის მიზნით, სათანადო წინადადებების შემუშავება;

ბ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების, წყალმომარაგების ლიცენზიატების, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების ან/და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების მიერ საცალო მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მონაცემთა შესწავლა-ანალიზი, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების  მომზადება;

გ) მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სისტემის, მათ შორის, კომერციული ხარისხის ელექტრონული ჟურნალის სათანადო ფუნქციონირება, საწარმოების მიერ მისი სრულფასოვნად დატვირთვის უზრუნველყოფა, ხარვეზებისა და შეცდომების გამოვლენა და მათზე რეაგირება;

დ) გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა, ასევე კომისიის თავმჯდომარის დავალებით ნებისმიერი სხვა პერიოდის ანგარიშის შედგენა;

ე) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე განცხადებებისა და წერილების განხილვა და  რეაგირება.“.


მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით ნარმანია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.08.2019.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.08.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.16.009.016317.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №22, 27.08.2019, სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016317 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4643136/