სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-289/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-289/ო

2019 წლის  21 აგვისტო

 

   სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 9, მე-16 პუნქტი) და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიეცეს შპს „აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის“ ფილიალს (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ქავთარაძის  ქ. №23) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის“ ფარგლებში ლიცენზიის დანართებით განსაზღვრულ საქმიანობათა – ა) ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა ბ) ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა – განხორციელების უფლება.    

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხივანი მე-12 კილომეტრი №6).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს  „აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის“ უფლებამოსილი პირის ს. ანდღულაძის  განცხადებები: №112159, 09.08.2019წ., №113820 14.08.2019 წ; ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ-718-91, 19.08.2019წ.

 

სააგენტოს უფროსის მოვალეობის   

შემსრულებელი                                                                                                                ზაალ კაპანაძე