„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.154.016403
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2019 წლის 27 აგვისტო

დაბა თიანეთი

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.           
„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.154.016354) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – ინფრასტრუქტურისა  და კეთილმოწყობის  განყოფილებისა  და საჯარო მოხელისაგან – სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის საკითხებში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტისგან. 

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობის განხორციელება შეიძლება დაევალოს განყოფილების უფროსს.“.

2. დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

,,21. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოხელეებისაგან.

22. სამსახურის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლისა და ამ დებულების შესაბამისად. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი უფლება-მოვალეობების შესრულება შეიძლება დაევალოს განყოფილების ერთ-ერთ საჯარო მოხელეს.".

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის კ1 ქვეპუნქტი:

,,კ1) თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების დაგეგმვას და შესრულების კოორდინაციას;“.

4. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი:

,,მუხლი 4. ინფრასტრუქტურისა  და კეთილმოწყობის განყოფილების ფუნქციები

ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე;

ბ) თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების დაგეგმვას და შესრულების კოორდინაციას;

გ) დასახლებებში გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, გარე განათების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას, მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას;

დ) ღონისძიებების დაგეგმვას წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად;

ე) სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სავარაუდო ოდენობის განსაზღვრას და მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;

ვ) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებას, დამტკიცებული პროგრამის  განხორციელების კოორდინაციას;

ზ) 50 000 (ორმოცდა ათი ათასი) ლარამდე ღირებულების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საჭიროებისამებრ შესრულებას.“.


მუხლი 2.        
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.08.2019.
როდის იქნა მიღებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.08.2019. მიმღები ორგანო — თიანეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.154.016403.
რამდენი მუხლისგან შედგება „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №11, 27.08.2019, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016403 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4643732/