„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№314
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.017249
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №314

2019 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) გადასახადების გადახდა ხდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადებისათვის განკუთვნილ ერთიან სახაზინო კოდზე – 101001000. სახელმწიფო ხაზინის მიერ, საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, გადასახადების აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სსიპ – შემოსავლების სამსახური) ინფორმაცია გადასახადების სახით ერთიან კოდზე ჩარიცხული გადასახადების ფაქტობრივი საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულებების მიხედვით გადანაწილების შესახებ.“.

2. ბრძანების დანართ №3-ში:
ა) სახაზინო კოდები – 3289 – „შემოსავალი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (გარდა შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა) ექსპორტის მომსახურების ტარიფიდან“ და 3290 – „შემოსავალი შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფიდან“ – ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„შემოსავალი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენის, ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობისა და შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის გარდა) ექსპორტის მომსახურების საფასურიდან

3289“;

„შემოსავალი შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების საფასურიდან

3290“;

 

ბ) სახაზინო კოდები – 3293 – „შემოსავალი ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტის მომსახურების ტარიფიდან“ და 3294 – „შემოსავალი შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით  მიღებული შავი ლითონის ჯართის ექსპორტის მომსახურების ტარიფიდან“ – ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„შემოსავალი ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტის მომსახურების საფასურიდან

3293“;

 

„შემოსავალი შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის ექსპორტის მომსახურების საფასურიდან

 

3294“;

 

გ) სახაზინო კოდი – 7021 – „სსიპ - საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასური“ – ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

სსიპ - საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასური (შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის, შავი ლითონის წარმოების ნარჩენის, ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობისა და შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის ექსპორტის მომსახურების საფასურის გარდა )

7021“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი