„თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს №405 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№416
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.021436
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №416

2019 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს №405 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს №405 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/08/2019, 010240010.10.003.021425) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის:

1. პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მეწარმე სუბიექტი – ამ პროგრამის მიზნებისათვის მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც საქმიანობას ახორციელებს სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკთან გაფორმებული აქვს სესხის ხელშეკრულება სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქციის მიზნობრიობით;“.

2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

„ნ) რეფინანსირება – მეწარმე სუბიექტის მიერ მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა იმავე ან სხვა კომერციული ბანკისგან მიღებული ახალი სესხით სასტუმროს მშენებლობის /გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქციის მიზნობრიობით;

ო) მიმართვა – მეწარმე სუბიექტის მიერ კომერციულ ბანკში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანადაფინანსების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტებისთვის გაცემულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას (რომელიც დათვლილია 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ სესხზე მომდევნო 6 კალენდარული თვის პერიოდზე) სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით. თანადაფინანსების მექანიზმის თანხის გამოყენება იმ სესხებისათვის, რომელთა ვადამოსული გადახდა გრაფიკის შესაბამისად დგება მიმდინარე წლის 30 ივნისის შემდეგ, შესაძლებელია, როგორც აღნიშნული სესხისთვის 2019 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულებებისთვის, ასევე 2019 წლის 1 აგვისტომდე წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების დასაფარად.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარები

1. თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტისთვის ეროვნულ ვალუტაში დამტკიცებული სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 000 (სამასი ათასი) ლარს. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში:

  • 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს – აშშ დოლარში დამტკიცებული სესხის შემთხვევაში;
  • 80 000 (ოთხმოცი ათასი) ევროს – ევროში დამტკიცებული სესხის შემთხვევაში;
  • ბ) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში;

    გ) მეწარმე სუბიექტსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიზნობრიობა უნდა იყოს სასტუმროს მშენებლობა/გაფართოება/აღჭურვა/რემონტი/რეკონსტრუქცია.

    2. პროგრამით გათვალისწინებული დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებით შესაძლებელია, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმა, რომლის მიმდინარე რეფინანსირების სესხით რეფინანსირებულია მეწარმე სუბიექტზე მხოლოდ სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქციის მიზნობრიობით კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხი/სესხები.“.

    5. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „3. კომერციული ბანკის მიერ წარდგენილი განაცხადისა და პროგრამით დადგენილი პროცედურების შესაბამისად,  დადგენილების  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში სააგენტო ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ სესხზე 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით მომდევნო 6 კალენდარული თვის პერიოდში საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთიდან:

    - 80 (ოთხმოცი) პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;

    - 70 (სამოცდაათი) პროცენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში.“.

    6. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „6. კომერციული ბანკი ვალდებულია, განაცხადში ფიქსირებული ბენეფიციარისათვის დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, აღნიშნული ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანხის ანგარიშზე დარჩენის შემთხვევაში, რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.“.

    მუხლი 2
    დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე