შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იმერკრედიტის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იმერკრედიტისათვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №1375
2019 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
1. მიეცეს თანხმობა შპს – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იმერკრედიტს“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.
2. შპს – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იმერკრედიტში“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 212905481) შეწყდეს ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს ნუგზარი მურუსიძე (პირადი ნომერი: 60002004766).
3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს.
4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
პაპუნა ლეჟავა