სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-293/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-293/ო

2019 წლის 30 აგვისტო

ქ.თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს „მდ ჯგუფზე“ (მისამართი: ქ. ოზურგეთი, 9 აპრილის ქუჩა) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).

3.  ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 საფუძველი:

შპს „მდ ჯგუფის“ დირექტორის თ. დვალიძის განცხადებები: N93959, 03.07.2019წ; N102898, 22.07.2019წ. და №104986, 25.07.2019წ.

ადგილზე შემოწმების აქტი Nლ/ლნ -756-93, 26.08.2019წ.

 ზეპირი მოსმენის ოქმი №25 29.08.2019წ.

სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი  ზაალ კაპანაძე.