„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანასური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №8
2019 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის№116 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №3 დანართში, სადაც მოცემულია იმ იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან №35 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული რედაქციით.
2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმIV,№32,02.11.06)№2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, დაემატოს დანართ №2-ში მოცემული მონაცემი.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვალერიან ხასაშვილი
დანართი 1
იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან
|
ორგანიზაციის დასახელება |
დასახელების სხვა ვარიანტები |
მისამართი |
სიაში შეყვანის თარიღი |
სხვა ინფორმაცია |
|
|
35. |
AL-ITIHAAD AL-ISLAMIYA/ AIAI |
|
|
06.10.01 (ცვლილებები 21.12.07 13.12.11 18.03.13 09.08.19) |
არსებული ინფორმაციით, მოქმედებს სომალსა (Somalia) და ეთიოპიაში (Ethiopia) და შეუერთდა Harakat Al-Shabaab Al-Mujaahidiin–ს (Al-Shabaab), რომელიც 2012 წლის თებერვალს აიმან მუჰამედ რაბი ალ–ზავირის (Aiman Muhammed Rabi al-Zawahiri) მიერ მიღებული იქნა, როგორც Al-Qaida–ს ნაწილი.
ასევე, შეეხო სომალისა და ერიტრეას შესახებ გაეროს 1844 (2008) რეზოლუციით დაწესებული სანქციები .
მეთაურები: ჰასან დაჰირ ავეისი (Hassan Dahir Aweys).
AIAI–მ მიიღო ფულადი სახსრები Al-Haramain Islamic Foundation–საგან (სომალი) (Somalia). |
დანართი 2
ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან
|
№ |
პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/ მოქალაქეობა) |
ფსევდონიმი(ები), ზედმეტი სახელი(ები)
|
პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი |
მისამართი (ები), შესაძლო ადგილსამყოფელი |
სიაში შეყვანის თარიღი |
სხვა ინფორმაცია |
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
|
410 |
სახელები: 1. ალი (ALI) 2. მაჩოუ (MAYCHOU)
დაბ.თარიღი: 25.05.83 დაბ.ადგილი: ტაზა, მაროკო ეროვნება/მოქალაქეობა: მაროკოელი
|
ა) აბდერაჰმანე ალ მაღრები (Abderahmane al Maghrebi) ბ) აბდერაჰმანე ლე მაროკაინ (Abderrahmane le Marocain) გ) აბოუ აბდერაჰმანე სანჰაჯი (Abou Abderahmane Sanhaji)
|
მაროკოს პასპორტის ნომერი: V06359364
მაროკოს პირადი ნომერი AB704306 |
მალი |
14.08.19 |
Al-Qaida in the Islamic Maghreb (AQIM)-ის (იურიდიულ პირთა სიაში 111-ე), Ansar Eddine-ის (იურიდიულ პირთა სიაში 137-ე) და Jama'a Nusrat ul-Islam wa al-Muslimin (JNIM)-ის (იურიდიულ პირთა სიაში 158-ე) წევრი. ფიზიკური აღწერილობა: სიმაღლე 185 სმ. წონა 80კგ. |
|
411 |
სახელები: 1. ბაჰ (BAH) 2. აგ მოუსსა (AG MOUSSA) დაბ.თარიღი: ა) 01.01.1958 ბ) 31.12.1952 გ) 28.10.1956 დაბ.ადგილი:
ეროვნება/მოქალაქეობა: მალი
|
ა) Ag Mossa ბ) Ammi Salim გ) დ)
|
|
|
14.08.19 (ცვლილება 20.08.19) |
Ansar Eddine-ის (იურიდიულ პირთა სიაში 137-ე) დამფუძნებელი წევრი. Jama'a Nusrat ul-Islam wa al-Muslimin (JNIM)-ის (იურიდიულ პირთა სიაში 158-ე) ოპერატიული ლიდერი. |