2019 წლის 27 ოქტომბერს გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 06.09.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №27/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016459
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/09/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.09.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | 15 |
| 2 | 38 |
| 3 | 65 |
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
| № | ოლქის № |
| სულ ჯამი | 11,790 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2019 წლის 27 ოქტომბერს გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე 2022 წლის 1 ოქტომბერს გასამართი თვითმმართველი თემის - სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე 2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
2019 წლის 27 ოქტომბერს გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№27/2019
2019 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
2019 წლის 27 ოქტომბერს გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „2019 წლის 27 ოქტომბერს გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 6 სექტემბრის №26/2019 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 2019 წლის 27 ოქტომბერს გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი დანართის სახით.
მუხლი 2🔗
ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 3🔗
აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ეფექტური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით შესაძლებელია ხარჯების ცვლილების განხორციელება (გარდა დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯებისა), შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული საოლქო და საუბნო ხარჯების ჯამური ოდენობის არაუმეტეს 15 პროცენტის ფარგლებში.
მუხლი 4🔗
საოლქო საარჩევნო კომისიებს მიეცეთ უფლება წარმომადგენლობითი ხარჯები გაწიონ არაუმეტეს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტის 1 პროცენტისა.
მუხლი 5🔗
დაევალოთ საოლქო საარჩევნო კომისიებს ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან ყოველგვარი ანგარიშსწორება აწარმოონ მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 6🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 7🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
დანართი
№
ოლქის №
ოლქის დასახელება
საოლქო ხარჯები
საუბნო ხარჯები
დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯები
სულ მთლიანი ჯამი
1
15
ლაგოდეხი
4,571
671
8,840
14,082
2
38
ადიგენი
2,987
239
8,361
11,587
3
65
მარტვილი
4,232
169
7,854
12,255
სულ ჯამი
11,790
1,079
25,055
37,924