საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასურის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№189/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430110000.22.022.017809
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №189/ნ

2019 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასურის დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ8“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასური ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმიხეილ ბატიაშვილი



დანართი

ტრენინგის დასახელება

მომსახურება / საქმიანობა

 ღირებულება

1. ზოგადი კურსი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის;

2. სწავლება ციფრული მოქალაქეობის შესახებ;

3. Google Earth (გუგლ დედამიწის) გამოყენებით სასწავლო რესურსის შექმნა;

4. Edmodo – ვირტუალური საკლასო ოთახი;

5. მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის ბუნებისმეტყველებაში;

6. მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

7. მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში;

8. მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის ფრანგულ ენაში; 

9. მოკლე კურსი  პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის რუსულ ენაში;

10. მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის გერმანულ ენაში;

11. მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის დაწყებითი საფეხურის ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-IV და V –VI კლასი);

12. მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში;

13. მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის  მაძიებელთათვის სამოქალაქო განათლების;

14. მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის ქიმიაში;

15. მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის ისტორიაში;

16. მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის პროფესიულ უნარებში;

17. მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის გეოგრაფიაში;

18. მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის ბიოლოგიაში;

19. მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის ინგლისურ ენაში;

20. მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის დაწყებითი საფეხურის მათემატიკაში (I-IV და V –VI კლასი);

21. მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის საბაზო და საშუალო საფეხურის მათემატიკაში (VII – XI კლასი) ;

22. მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის ფიზიკაში;

23. მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის მუსიკაში;

24. სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების კურსი;

25. სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსი;

26. სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

ტრენინგი

(1 საათი 1 მსმენელზე)

 

10 (ათი) ლარი

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასურის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასურის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.09.2019.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასურის დამტკიცების შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასურის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 06.09.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №189/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430110000.22.022.017809.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასურის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასურის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.09.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასურის დამტკიცების შესახებ“, №189/ნ, 06.09.2019, სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017809 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4651987/