მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს ,,აქსიფინა“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს ,,აქსიფინა“- სათვის საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1380
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №1380

2019 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „აქსიფინას“  ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია  შპს „აქსიფინასათვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ “ ქვეპუნქტის , ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე -2 პუნქტის , „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე -7 მუხლის მე -11 და მე -12 პუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 20 ივნისის №91/04 ბრძანების საფუძველზე :

1. მიეცეს თანხმობა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „აქსიფინა ს“საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე -სუბიექტად გარდაქმნაზე , რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „აქსიფინა ში“(საიდენტიფიკაციო ნომერი 404527339) შეწყდეს ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი 19001028319).

3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს , თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს.

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე .

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ .თბილისი , დ . აღმაშენებლის ხეივანი , მე -12 კმ . №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში .

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე .

არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი    ირმა ბოკუჩავა .