„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31/2019
სარეგისტრაციო კოდი
010340000.15.008.016463
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია –

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №31/2019

2019 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტის, 18516 მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 19/03/2018, 010340000.15.008.016396) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1.    სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე”.

2.    პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესი და პირობები დანართის შესაბამისად.”.

3.     მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

დაევალოს სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს, ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მფლობელ პირთა ბაზის გადაცემა, ამ დადგენილების მიზნებისთვის შესაბამისი ელექტრონული პროგრამის შექმნის უზრუნველსაყოფად. ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისა და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისთვის აღნიშნულ ელექტრონულ პროგრამაზე წვდომა და დამუშავების უფლების მინიჭება, განხორციელდეს ცესკოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, მათ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით.”.

4.    მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ წარმომადგენელთა აკრედიტაციის პროცედურების ელექტრონული საშუალებებით განხორციელება ნებაყოფლობითია. პარტიები/საარჩევნო ბლოკები/ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციები/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები უფლებამოსილი არიან, იმოქმედონ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესების მიხედვით.”.

5.    დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესი და პირობები”;

ბ) სარჩევი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სარჩევი

თავი 1. საარჩევნო სუბიექტების მიერ ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები..................................................................................................................... 2

თავი 2. უფლებამოსილი პარტიების მიერ ელექტრონული საშუალებებით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისი(ებ)ის წევრ(ებ)ის დანიშვნისა და გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების წარდგენის წესი და პირობები........................................................................................................... 17

თავი 21. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის შესახებ განცხადების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები.................................................................................................................... 34

თავი 22. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენისა და აკრედიტაციის წესი და პირობები..................................................................................................................48

თავი 23. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ საერთაშორისო დამკვირვებელთა შესახებ ინფორმაციის ელექტრონული საშუალებებით წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები............................................................................................................................. 61

თავი 3. სისტემის მუშაობისათვის აუცილებელი ტექნიკური მოთხოვნები........................................................................................................................ 71

თავი 4. ფორს-მაჟორი..................................................................................................................... 72”;

გ) თავი 22-ის შემდეგ დაემატოს: „თავი 23. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ საერთაშორისო დამკვირვებელთა შესახებ ინფორმაციის ელექტრონული საშუალებებით წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები” თანდართული სახით.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი შარაბიძე
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი