„2019 წლის 27 ოქტომბერს გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 6 სექტემბრის №26/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№32/2019
სარეგისტრაციო კოდი
010240060.15.008.016464
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №32/2019

2019 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

 


საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„2019 წლის 27 ოქტომბერს გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 6 სექტემბრის №26/2019 დადგენილების (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 06/09/2019, 010240060.15.008.016458) პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი შარაბიძე
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი
ხარჯთაღრიცხვა

 

მუხლი ხარჯის დასახელება თანხა
(ლარი)
სულ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია      429,397
ხარჯები          429,397
შრომის ანაზღაურება          320,448
საქონელი და მომსახურება            47,675
სხვა ხარჯები            61,274
06 04 01 არჩევნების ჩატარების ღონისძიებები      387,687
ხარჯები          387,687
შრომის ანაზღაურება          300,588
საქონელი და მომსახურება            47,675
სხვა ხარჯები            39,424
06 04 02 არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება        19,860
ხარჯები            19,860
შრომის ანაზღაურება            19,860
06 04 04  საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსება         21,850
ხარჯები            21,850
სხვა ხარჯები            21,850