დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაღაროსკარში უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული ნიკოლოზ თურმანაულის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 06.09.2019
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/09/2019
matsne.gov.ge 197 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 29.03.2024 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახატანში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 30.01.2026 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 30.08.2024 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 12.12.2025 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 30.01.2026

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაღაროსკარში უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული ნიკოლოზ თურმანაულის სახელის მინიჭების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №37 2019 წლის 6 სექტემბერი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის  ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაღაროსკარში უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული  ნიკოლოზ თურმანაულის სახელის მინიჭების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, “სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაღაროსკარში მდაბარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული   ნიკოლოზ თურმანაულის სახელი, თანდართული რუკის მიხედვით. 2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ   სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან   საქმეთა   სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ასევე, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად. 4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17). საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  გიორგი ინაშვილი