,,ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის N56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016273
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №23

2019 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის N56 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 19/11.2014 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016121) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და მათი შერიგების მიზნით, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 161 მუხლის შესაბამისად:

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შემოღებულ იქნეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის   (შემდგომში – აფხაზეთის მინისტრი) თანამდებობა.

2. აფხაზეთის მინისტრმა განახორციელოს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებითა და კანონებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით განსაზღვრული უფლებამოსილებები, აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულება.

3. შეიქმნას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი.

4. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულება“;

ბ) დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მინისტრის აპარატი  (შემდგომში – მინისტრის აპარატი) იქმნება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 161 მუხლის შესაბამისად „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ და „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ სამთავრობო პროგრამებით განაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და მათი შერიგების მიზნით.“.

მუხლი 2
ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი.

 

მუხლი 3
ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთან, ზემოაღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება ენიჭება შესაბამის უფლებამონაცვლე უწყებას.
მუხლი 4
ამ დადგენილების მე-2 მუხლში მითითებულმა უფლებამონაცვლე დაწესებულებამ:

ა) დადგენილების გამოქვეყნებიდან 2 კვირის ვადაში წარმოადგინოს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების პროექტი;

ბ)  2019 წლის 1 ოქტომბრამდე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, უზრუნველყოს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სისტემაში (სტრუქტურაში) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაცია, შესაბამისად, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გზით.

მუხლი 5
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი. დოლიძე) ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით უზრუნველყოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  კანონის პროექტის წარმოდგენა.
მუხლი 6
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე