მცხეთის მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2019 წლის 13 სექტემბერი ქ. მცხეთა |
2. ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან.
|
ა) ფლობს სახელმწიფო ენას;
ბ) აქვს უმაღლესი განათლება;
გ) აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებელ დაწესებულებაში, ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგად ან მენეჯერულ პოზიციაზე ან/და საჯარო სამსახურში არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება;
დ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე);
ე) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.
2. საჯარო დაწესებულების დირექტორს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია; (I, II, IX თავი)
ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს კანონის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“.
3. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა გააჩნდეს ზოგადი ცოდნა შემდეგი მიმართულებებით:
ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;
ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;
გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;
დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები;
ე) განათლების ძირითადი თეორიები;
ვ) პრაქტიკული კვლევის მეთოდი განათლებაში;
ზ)ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები;
თ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები.
ი) ფინანსური მართვის საფუძვლები.
4. საჯარო დაწესებულების დირექტორმა აგრეთვე უნდა იცოდეს Word, Excel, Power Point კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა.
ა) ნასამართლევია განზრახი ან გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა;
ბ) სამედიცინო დასკვნის თანახმად, გააჩნია ისეთი დაავადება, რომელიც საფრთხის შემცველია სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის;
გ) წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.