აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება № 1-1/432
2019 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის 31 მაისის № 01/2661 განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – დეპარტამენტი) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000-კმ14+400) მშენებლობას.
E-70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი გულისხმობს ახალი ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოწყობას დასახლებული პუნქტების მაქსიმალური გვერდის ავლით. განსახლების სამოქმედო გეგმა ეხება გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ. სიგრძის მონაკვეთს, რომელიც მდებარეობს გურიის რეგიონში, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. საპროექტო მონაკვეთი იწყება სამტრედია-გრიგოლეთის გზიდან, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე, გადადის მდინარის მეორე ნაპირზე, უვლის სუფსის ტერმინალს მარცხენა მხრიდან, კვეთს მდინარე წყალწმინდას და ურეკს. კერძოდ, სარკინიგზო სადგურისა და პოლიციის შენობის შემაერთებელი გზის მონაკვეთს. კვეთს მდინარე სეფას, მის შენაკადს, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზას, უვლის საკონცერტო დარბაზს (ბლექ სი არენას) და უერთდება ქობულეთის შემოვლით გზას. მთლიანობაში გზის გაყოლებაზე დაგეგმილია სატრანსპორტო კვანძების, მდინარეებზე (სუფსა, წყალწმინდა, სეფა, სეფას შენაკადი) გადასასვლელების, გზაგამტარებისა და წყალგამტარი მილების მოწყობა.
პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების სამშენებლოდ გამოყენების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, შემუშავებულია ,,მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც მოიცავს ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი განსახლების პროცედურებს. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ქონების გამოსყიდვის თაობაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული მესაკუთრე გია რუსიეშვილთან, მის საკუთრებაში არსებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 145 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვაზე (მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 599 კვ.მ, ს/კ N26.28.16.322). აღნიშნული გარემოება შეუძლებელს ხდის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროცედურების სრულყოფილად განხორციელებას და საავტომობილო გზის მშენებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს E-70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტს.
საჯარო რეესტრის ამონაწერები თ დასტურდება, რომ N 26.28.16.322 საკადასტრო კოდ ით რეგისტრირებულ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 599 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა გია რუსიეშვილი (პ/ნ 33001027223);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გია რუსიეშვილის საკუთრებაში არსებული 599 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან - 145 კვ.მ. მიწის ნაკვეთ ი.
ასევე დადგენილია, რომ დასახელებული მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გ ზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის “.
ვინაიდან, ვერ ხერხდება მესაკუთრესთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორის ა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 22 აგვისტოს სხდომის ოქმის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. E-70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება - გია რუსიეშვილის (პ/ნ 33001027223) საკუთრებაში არსებულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკში მდებარე N 26.28.16.322 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საერთო ფართი 599 კვ.მ) – 145 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე .
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).
მინისტრი ნათელა თურმავა