შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ნინო ჭარხალაშვილი N612)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 612
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“ ს/კ 404483536
დირექტორი: ნინო არაბიძე
მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23
ელ. ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge
საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
კრედიტორი: სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595)
მესაკუთრე: ნინო ჭარხალაშვილი, პირადი № 60001119077
მოვალე (მსესხებელი): ბესიკი ჭარხალაშვილი, პირადი № 60002010996
იპოთეკის ხელშეკრულება: 123123389435, თარიღი 17/04/2014
ვალდებულების წარმოშობა: №865544 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, 12/09/2011 წელი;
N865544-1391427 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, 22/09/2011 წ;
იპოთეკის რეკვიზიტები: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ვარლამიშვილი, №4, ბინა №18, საკადასტრო კოდი: 03.03.21.458.01.506
სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: 9561.96 აშშ დოლარი, მათ შორის:
ძირი – 5551.65 აშშ დოლარი,
დარიცხული პროცენტი – 3449.77 აშშ დოლარი,
დარიცხული ჯარიმა – 555.16 აშშ დოლარი,
დაზღვევა – 5.38 აშშ დოლარი
სხვა ხარჯები: 590 ლარი (სპეციალისტის ავანსი);
აუქციონის ჩატარების დრო: 25/09/2019 წლის 16:00 საათიდან 27/09/2019 წლის 13:30 საათამდე
აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი www.eAuction.ge
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 29274.61 ლარი
უძრავი ნივთის აღწერა: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ვარლამიშვილი, №4, ბინა №18, ფართი №1; დაზუსტებული ფართობი: ბინა 18, ფართი №1 – 88.99 კვ.მ, საზაფხულო ფართი – 6.70 კვ.მ; ს/კ 03.03.21.458.01.506
გარდამავალი უფლებები: არა
აუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.
ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით:
1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით.
2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე.
3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით.
4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორის (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;
ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპსი“ მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ;
ვ) იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთის (ქონების) სტატუსი რეალიზაციის მომენტისათვის წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეოს, მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ასეთ შემთხვევაში აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ იგი აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.
ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
კრედიტორს მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში აუნაზღაურდება აუქციონის დასრულების დღის კურსით.
აუქციონის შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტის საკომისიო შეადგენს აუქციონის საწყისის ფასის 0.59 პროცენტს.
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“, ს/კ 404483536
დირექტორი ნინო არაბიძე