აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 13.09.2019
ძალის დაკარგვა 01.04.2022
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016274
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/09/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №24
2019 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლის, 141 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლების შესაბამისად:
1. შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტი.
2. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის თანდართული დებულება.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი.დოლიძე) უზრუნველყოს ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებების ასახვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში.
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი.დოლიძე) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელება.
5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი.დოლიძე) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტისთვის საჭირო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
მუხლი 2🔗
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
ფინანსთა
და
დარგობრივი
ეკონომიკის
სამინისტროს
საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ
საკითხთა
დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. აგრარულ საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, ამ დებულებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით და სხვა აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროს წინაშე და ასრულებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, სამინისტროს ან/და საქართველოს შესაბამისი სამინისტროს მიერ სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკები მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და შტამპები.
5 . დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ანგარიში ხაზინაში.
6. დეპარტამენტი ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.
7. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. №15ა.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სოფლად მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მათი აგრარულ სექტორში და მომსახურების სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიური ჩართულობით;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა იძულებით გადაადგილებულ პირთა აგრარულ სექტორში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;
გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის სხვადასხვა სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შემდგომში პროექტების იმპლემენტაციაში ხელშეწყობის მიზნით;
დ) აფხაზეთიდან დევნილთა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრირების ხელშემწყობი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ე) აგრარულ საკითხებზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, სემინარებში და სხვა ამ სახის ღონისძიებებში დეპარტამენტის ჩართულობა და დევნილ ფერმერთა აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
ვ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის საკითხებში, მოპოვებული მასალების ანალიზი და აუცილებლობის შემთხვევაში მათი მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობაზე სათანადო რეაგირებისათვის;
ზ) დევნილთა ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების პროცესში;
თ) დეპარტამენტის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად განხორციელებული სხვა საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანი
დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:
ა) შეიმუშაოს აგრარულ სექტორში და მომსახურების სფეროში მიზნობრივი პროგრამები და ხელი შეუწყოს მათში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშაოს და გამოსცეს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტები;
გ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებანი;
დ) პერიოდულად მოახსენოს სამინისტროს მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიმდინარეობა;
ე) უზრუნველყოს ურთიერთობა დევნილ მოსახლეობასთან უშუალოდ ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
ვ) განახორციელოს კანონმდებლობით, მთავრობის დადგენილებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის მართვა და ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოხელეებს და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ მოსამსახურეებს;
დ) სამინისტროსთან შეთანხმებით წყვეტს დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისების საკითხებს;
ე) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;
ვ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის შესრულებაზე;
ზ) სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
თ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივს აქტს – ბრძანებას;
ი) ხელს აწერს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და სხვა დოკუმენტებს;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს დეპარტამენტისთვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე;
ლ) წარმოადგენს დეპარტამენტს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
მ) ანიჭებს დეპარტამენტის წარმომადგენლის უფლებამოსილებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ნ) ამტკიცებს დეპარტამენტის შინაგანაწესს;
ო) ახორციელებს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით დაკისრებულ სხვადასხვა ამოცანებს.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე;
5. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს თანამდებობაზე დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი.
6. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
7. დეპარტამენტის თვამჯდომარის მოადგილე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფები
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა აგრარულ სექტორში ჩართულობის ხელშემწყობი სამმართველო;
გ) რისკის ანალიზისა და შეფასების სამმართველო.
მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო
ფუნქციები და კომპეტენცია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საქმიანობისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
დ) დეპარტამენტის მიერ ჩატარებული თათბირების საოქმო წარმოების უზრუნველყოფა;
ე) საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სხვადასხვა რეკომენდაციისა და წინადადების მომზადება;
ვ) დეპარტამენტის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
ზ) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სწორად და ეფექტურად გამოყენების კონტროლი, ასევე ქონებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან ერთად ქონების აღრიცხვიანობისა და დაზიანების კონტროლი;
თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება;
ი) დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება, საჯარო მოსამსახურეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
კ) საქმისწარმოების ორგანიზება, რაც მოიცავს: დოკუმენტბრუნვის ორგანიზაციას, დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნას, დოკუმენტების შესრულების კონტროლს, საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას, დოკუმენტების მომზადებას არქივში გადასაცემად;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და საჯარო ინფორმაციის გაცემა;
მ) დეპარტამენტში შემოსულ მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვა, მათზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ნ) დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ო) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათი მიღებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;
პ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული აქტების, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და ვიზირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;
რ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
ს) დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ტ) დეპარტამენტში დასაქმებულ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;
უ) დეპარტამენტში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა;
ფ) დეპარტამენტში სტაჟირებისა და პრაქტიკის უზრუნველყოფა;
ქ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 7🔗. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა აგრარულ სექტორში ჩართულობის ხელშემწყობი სამმართველო
ფუნქციები და კომპეტენცია:
ა) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების ანალიზი, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი მოგვარებისადმი მიმართული რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში მოქმედ და დაგეგმილ პროექტებში და პროგრამებში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოფლად მცხოვრები მოსახლეობის და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის ხელშეწყობა;
გ) აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ ან/და გეგმავენ სხვადასხვა ფორმატის პროექტების/პროგრამებს იგპ-თვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, აგრეთვე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
დ) სოფლად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით სისტემატიზებული და განახლებადი მონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა, ამისათვის აქტიური თანამშრომლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შემავალ სტრუქტურებთან, აგრეთვე სხვა სამთავრობო უწყებებთან (მათ შორის ადგილობრივ ორგანოებთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან), საერთაშორისო დონორ- ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან და დევნილთა საინიციატივო ჯგუფებთან;
ე) ქვეყნის აგრარულ სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ სახელმწიფო პროგრამებში და პროექტებში და დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ პროექტებში სოფლად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სამინისტროსთან შეთანხმებით სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებების („მრგვალი მაგიდა“, კონფერენციები, სემინარები, ფესტივალები, პრეზენტაციები და სხვ.) ინიციირება და მომზადება;
ვ) სოფლად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ჩართულობის, აგრარულ სექტორში დასაქმებულ დევნილ-ფერმერთა უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, დარგში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის მიზნით სასწავლო ტურების, სემინარების და კურსების დაგეგმვა და ორგანიზება;
ზ) ბიო და ორგანულ სასოფლო პროდუქციის წარმოების პოპულარიზაციისადმი მიმართულ ღონისძიებებში დევნილობაში მყოფ ფერმერთა ჩართულობის ხელშეწყობა;
თ) დევნილობაში მყოფ ფერმერებისათვის სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ამაღლებაში ხელშეწყობა;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია - მოვალეობების განხორციელება.
მუხლი 8🔗. რისკის ანალიზისა და შეფასების სამმართველო
ფუნქციები და კომპეტენცია:
ა) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეტერინარულ-ინვაზიური, ეპიდემიოლოგიური და მცენარეთა დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების ანალიზი და ოპერატიული რეაგირება, ამ მიმართულებით რეგიონში ეპიზოოტიური და ფიტოსანიტარული კეთილსაიმედოობის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მოსახლეობის წინაშე არსებული პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი მოგვარებისადმი მიმართული რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ბ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საშიშ ინფექციურ დაავადებათა და საკარანტინო მავნებელთა გამოვლენა და ამ მიმართულებით რისკის შეფასების გათვალისწინებით რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება არსებული რეალობიდან გამომდინარე მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით;
გ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკარანტინო და არასაკარანტინო მავნებელთა და დაავადებათა გამოვლენა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში, სათანადო რეაგირება სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინირებულად და ფიტოსანიტარული მონიტორინგის განხორციელება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის წინაშე სხვა (აგრარული) მიმართულებით არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი და დეპარტამენტის სხვა ქვედანაყოფთან ერთად სათანადო რეკომენდაციების ან/და მოქმედების გეგმის შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს ინფორმირება;
ე) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეტერინარულ და მცენარეთა დაცვის კუთხით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და კომპეტენციის ფარგლებში მათთან თანამშრომლობის ფორმის შემუშავება;
ვ) ვეტერინარულ და მცენარეთა დაცვის მიმართულებით სახელმწიფო და მიზნობრივ პროგრამებში მონაწილეობა;
ზ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 9🔗. დეპარტამენტის ქონება
დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული მატერიალური და არამატერიალური საშუალებები, მათ შორის, საბიუჯეტო-ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება დეპარტამენტის დამოუკიდებელ ბალანსზე.
მუხლი 10🔗. დასკვნითი დებულებანი
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
2. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.