„საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №196/ნ |
|
2019 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი |
„თავი VII
ტესტირების საბოლოო შედეგები
1. საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებიდან 20 დღის ვადაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება:
ა) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა სია, რომლებმაც დაადასტურეს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია;
ბ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს საგნის გამოცდა.
2. ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიას ათავსებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებულ მასწავლებლის შეფასების ელექტრონულ სისტემაში, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიას აგზავნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
3. ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის საფუძველზე, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების შედეგები აცნობოს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.
4. საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტში, ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას.
5. აპლიკანტს ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ქულა დაგროვებულად ჩაეთვლება, თუ მის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გათანაბრებული ქულა ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ქულის ტოლი ან ამ ქულაზე მეტი აღმოჩნდება.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ტესტირების ჩატარებამდე არაუგვიანეს 1 თვისა.
გარდამავალი დებულებანი
1. 2025 წლის ბოლომდე ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპლიკანტი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან/და სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე და მას არ მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხის ფლობა, ასევე სამხედრო/სასპორტო განათლების მქონე პირი.
2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე განხორციელებული ღონისძიებები ჩაითვალოს 2019 წელს ჩასატარებელი საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების მიზნებისათვის შესრულებულად.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.09.2019.
- როდის იქნა მიღებული „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.09.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №196/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.017816.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №196/ნ, 18.09.2019, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017816 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4658161/