„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010220020.17.010.016076
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №4

2019 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის  მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.  სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი;“ .

2. მე-6 მუხლის  მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამართლებრივი დეპარტამენტი;“.

3. მე-6 მუხლის მეორე პუნქტის „ზ“  და “თ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ადმინისტრაცია

1. ადმინისტრაცია შედგება შემდეგი ჯგუფებისაგან:

ა) შესყიდვების და ქონების მართვის ჯგუფი;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფი;

გ) საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო ჯგუფი.

2. კომისიის ადმინისტრაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) კომისიის საკანცელარიო, საოქმო და საარქივო საქმისწარმოება;

ბ) კომისიის საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისა და განხორციელების უზრუნველყოფა; კომისიის ბიუჯეტის პროექტის შედგენისა და დამტკიცებული ბიუჯეტის აღსრულების უზრუნველყოფა; საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;

გ) საჯარო ინფორმაციის გაცემა;
დ) კომისიის ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და საინფორმაციო მხარდაჭერა;

ე) კომისიაში საიდუმლო სახელმწიფო, კომერციული და პერსონალური ინფორმაციის სათანადოდ დაცვა;

 ვ) კომისიის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ინვენტარის მართვა;

 ზ)კომისიის შესყიდვების წლიური გეგმის მომზადება და შესყიდვის განხორციელება.

3. შესყიდვებისა და ქონების მართვის ჯგუფის ფუნქციებია:

ა) კომისიის წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, შესრულების მონიტორინგი და კორექტირება;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფთან ერთად, კომისიის წლიური ბიუჯეტის შემუშავება;

გ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის და ინფორმაციის წარდგენა;

დ) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად შესყიდვის საშუალების განსაზღვრა და კანონმდებლობით დადგენილი წესით დოკუმენტაციის მომზადება;

ე) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით და კომისიის მიერ განსაზღვრული წესით კომისიის მიერ შერჩეულ მიმწოდებელთან შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება და საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;

ვ) კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;

ზ) კომისიის ქონების, მარაგებისა და მატერიალური ფასეულობების მართვა;

თ) კომისიის საოფისე და სამეურნეო ინფრასტრუქტურის მართვა;

ი) კომისიის ბალანსზე რიცხული ქონებისთვის აუცილებელი კაპიტალური  და სარემონტო სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა;

კ) კომისიის ავტოპარკის მართვა და გადაადგილების მონიტორინგი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვა და მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

ლ) კომისიის შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის უზრუნველყოფა;

მ) შესყიდვებთან და ქონების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების შექმნა, შენახვა და დაარქივება.

4. საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის ფუნქციებია:

ა)კომისიის საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისა და განხორციელების უზრუნველყოფა;  

ბ) კომისიის ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია;

გ) ფინანსური  და ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება;

დ) საბუღალტრო აღრიცხვა და საგადასახადო ვალდებულებების მართვა;

ე) საბუღალტრო დოკუმენტების შექმნა, შენახვა და დაარქივება;

ვ) კომისიის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის შეფასება და დადგენილი წესით ჩამოწერა;

ზ) სალიცენზიო მოსაკრებელის, სალიცენზიო გადასახდელის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და რეგულირების საფასურის, კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმების შესაბამის ანგარიშებზე გადახდის აღრიცხვის მონიტორინგი და ყოველთვიური ანალიზი;

თ) კომისიის უწყებრივი რეესტრების საფინანსო ბლოკის (სალიცენზიო მოსაკრებლები, სალიცენზიო გადასახდელები, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურები, რეგულირების საფასური, კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმები) ადმინისტრირება.

5. საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო ჯგუფის ფუნქციებია:

ა) კომისიის საოქმო და საკანცელარიო საქმისწარმოების მართვა და მონიტორინგი;

ბ) კომისიაში არსებული დოკუმენტაციის შენახვა, დაარქივება და კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურება;

გ) კომისიაში არსებული პერსონალური მონაცემების, კომერციული ინფორმაციისა და საიდუმლოების სათანადოდ დაცვის ორგანიზება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ინფორმაციის მიწოდება;

დ) კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, კომისიაში დაცული სხვა ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;

ვ) კომისიის სხდომებისა და აპარატის თათბირების ორგანიზება;

ზ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების უზრუნველყოფა;

თ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის ფაქტების აღრიცხვა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;

ი) საჯარო გაცნობისათვის ცნობების, კომისიის სხდომების დღის წესრიგის პროექტების შედგენა და კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნება;

კ) კომისიის ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და საინფორმაციო მხარდაჭერა;

ლ) სამუშაო ვიზიტების ორგანიზება, და საპროტოკოლო მომსახურების უზრუნველყოფა.“.

6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„მუხლი 10. სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი

1. სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი შედგება შემდეგი ჯგუფებისაგან:

ა) სპექტრის დაგეგმვის ჯგუფი;

ბ) მონიტორინგის ჯგუფი;

გ) ტექნოლოგიის ჯგუფი.

2. სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიანი გამოყენებისა და მართვის უზრუნველყოფა;

ბ) რადიოსიხშირეთა კოორდინაცია;

გ) რადიომონიტორინგის განხორციელება და მონიტორინგის სადგურების მართვა;

დ) მონიტორინგის გაწევა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის შესაბამისი ლიცენზიით  ან მინიჭებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობაზე;

ე) სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმატივების დადგენის უზრუნველყოფა;

ვ) ნუმერაციის რესურსის მართვისა და ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა;

ზ) თავისუფალი სატელეკომუნიკაციო რესურსების დადგენის უზრუნველყოფა;

თ) ლიცენზირებული და ავტორიზებული პირების მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობის მონიტორიგი.

3. სპექტრის დაგეგმვის ჯგუფის ფუნქციებია:

ა) რადიოსიხშირული სპექტრის მართვის, ეფექტიანად გამოყენებისა და გადანაწილების უზრუნველყოფა ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით;

ბ) კომისიის რადიოსიხშირული რესურსების განაწილების სისტემის  ადმინისტრირების უზრუნველყოფა;

გ)  რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის პერიოდული განახლებისა და სიხშირული სპექტრის გეგმის მიხედვით სპექტრის გამოყენების უზრუნველყოფა ელექტრომაგნიტური თავსებადობის უზრუნველყოფით; 

დ)  რადიოკავშირის სამსახურების მიმღებ-გადამცემი სადგურების დაგეგმარება და დაფარვის ზონების ანალიზი;

ე) განაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად საერთაშორისო კოორდინაცია და სიხშირეთა საერთაშორისო რეესტრებში ასახვა;

ვ) კომისიის რადიოსიხშირული რესურსების აღრიცხვისა და განაწილების  სისტემის  ადმინისტრირება;

ზ) კომისიის მიერ რადიოსიხშირეების მინიჭების/რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის/მოდიფიცირების/გადაპირების და ვადის გაგრძელების თაობაზე დასკვნების მომზადება;

თ) სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესების განსაზღვრა და მოდიფიცირება რადიომოყვარულთა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად; სამოყვარულო რადიოკავშირის დასამყარებლად სახმობი ნიშნის მინიჭების  და საზღვაო-სანაოსნო სამსახურის მცურავი ობიექტებისთვის რადიოსახმობებისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ დასკვნების მომზადება; 

ი) რადიოსიხშირული მიწისზედა ქსელების შესაბამისი იდენტიფიკატორებისა და ამოცნობის ნიშნების აღრიცხვის სისტემის წარმოება, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ტერმინალური მოწყობილობების საიდენტიფიკაციო კოდების მინიჭების თაობაზე სათანადო ტექნიკური დასკვნების მომზადება;

კ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და სალიცენზიო გადასახდელის ოდენობათა განსაზღვრისათვის ტექნიკური დასკვნის მომზადება.

4. მონიტორინგის ჯგუფის ფუნქციებია:

ა) მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებაში სასაზღვრო რადიომონიტორინგის  ჩატარება, არსებული და შესაძლო მავნე ხელშეშლების დაფიქსირება, რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების მომზადება;

ბ) რადიომონიტორინგის სისტემის და სადგურების ტექნიკური უზრუნველყოფა და მართვა; 

გ) რადიომონიტორინგის გაწევა, ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ხელშეშლების, უკანონო სარგებლობის, ასევე კომისიის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად სპექტრის გამოყენების ტექნიკური პირობების შესრულების მონიტორინგი;

დ) ფიჭური და სხვა რადიოსიხშირული ქსელების ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების შეფასების მიზნით   მონიტორინგის ჩატარება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ე) განაწილებულ სიხშირეთა მონიტორინგის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება;

ვ) ფიჭური და სხვა რადიოსიხშირული ქსელების ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების შეფასების მიზნით მონიტორინგის ჩატარება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

5. ტექნოლოგიის ჯგუფის ფუნქციებია:

ა) სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და მასთან დაშვების/წვდომის ტექნიკური პირობების დადგენის უზრუნველყოფა და ამავე ტექნიკური პირობების შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;

ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის მინიმალური და ხელმისაწვდომობის დონის ნორმის განსაზღვრის უზრუნველყოფა;
გ) სატელეკომუნიკაციო მომსახურების უსაფრთხოების, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მთლიანობისა და მომსახურების უწყვეტობის უზრუნველმყოფი წესები შემუშავების ორგანიზება;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის მიერ ბოლო მომხმარებლისთვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველმყოფი მექანიზმებისა და მეთოდოლოგიური წესების შემუშავების ორგანიზება;

დ) აღიარებული ევროპული სატელეკომუნიკაციო სტანდარტების  ეროვნულ სტანდარტებად დანერგვის ხელშეწყობა;

ე) სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემთა ბაზის მართვა და შესაბამისი ციფრული რუკის ადმინისტრირება;

ვ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის მიერ პირობის შესრულების კონტროლი, დარღვევის აღმოჩენისას შესაბამისი რეაგირება;

ზ) ნუმერაციის რესურსით უკანონო სარგებლობაზე კონტროლის გაწევა,  დარღვევათა გამოვლენა და სათანადო რეაგირება;

თ) ნუმერაციის რესურსით საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების მიერ გამავალი და შემომავალი სატელეფონო ზარების შესახებ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის პერიოდული ანალიზი;

ი) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის სისტემის ადმინისტრატორთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგის უზრუნველყოფა.“.

7. მე-12 მუხლის:

ა) სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. სამართლებრივი დეპარტამენტი“.

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამართლებრივი დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:“.

8. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დარგში ავტორიზაციის, ამოწურვადი რესურსების სარგებლობაზე ლიცენზიების გაცემის, მინიჭებების უზრუნველყოფა; კომისიის უწყებრივი რეესტრების წარმოების ორგანიზაციული უზრუნველყოფა.“.

9. მე-12 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფის ფუნქციებია:

ა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად აუქციონების და კონკურსების, კერძო და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსების ჩატარების ორგანიზება;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისა და კერძო და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის, მოდიფიცირების, მოქმედების ვადის გაგრძელების, გაუქმების და ლიცენზიათა გადაპირების (გადაცემის) ადმინისტრაციული წარმოებების უზრუნველყოფა და სალიცენზიო მოწმობების გაცემის ორგანიზება;

გ) ავტორიზებულ პირთა მიერ ავტორიზაციის პირობების, ასევე ლიცენზირებულ პირთა სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმების ორგანიზება (ან შესრულებაზე კონტროლის გაწევა) კომისიის მიერ დადგენილი წესით;

დ) ნუმერაციის რესურსის მინიჭების/რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაცემისა და გაუქმების ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

ე) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ტერმინალური მოწყობილობების საიდენტიფიკაციო კოდის ლიცენზიის მოქმედების ვადით მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

ვ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის, კერძოდ, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების, ავტორიზაციის გაცემის, გაუქმებისა და შეჩერების ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

ზ) ავტორიზებულ პირებზე ამონაწერის გაცემის ორგანიზება; ავტორიზებულ პირთა/ლიცენზიის მფლობელთა შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

თ) კომისიის უწყებრივი რეესტრების წარმოების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ი) საზღვაო-სანაოსნო სამსახურის მცურავი ობიექტებისთვის/სამოყვარულო რადიოკავშირის დასამყარებლად რადიოსახმობების/ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მაუწყებლობის სფეროში ტელერადიომაუწყებლობის ავტორიზაციის გაცემის, მოდიფიცირების, გაუქმების და შეჩერების ადმინისტრაციული წარმოებების უზრუნველყოფა;

ლ) მაუწყებლობის სფეროში პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშის მომზადება;

მ) ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის მიერ წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციის შესწავლა და დასკვნის მომზადება;

ნ) ავტორიზებული მაუწყებლისა და ლიცენზიის მფლობელის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით  განსაზღვრული ყოველწლიური ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების შესრულებაზე მონიტორინგის გაწევა, წარმოდგენილი ანგარიშისა და ინფორმაციის შესწავლა და ყოველწლიური საერთო ანგარიშის მომზადება;

ო) ლიცენზიების გაცემის, მოდიფიცირების, ვადის გაგრძელების, გაუქმების, შეჩერების, გადაცემა/გადაპირების შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე ინფორმაციის სსიპ ”საკანონმდებლო მაცნესათვის” მიწოდების უზრუნველყოფა; ასევე, ლიცენზირებული პირების მიერ სალიცენზიო გადასახდელების თაობაზე  ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მიწოდების უზრუნველყოფა;

პ) რადიოსიხშირის მინიჭების /სამოყვარულო რადიოკავშირის და მცურავი ობიექტების სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების უწყებრივი რეესტრის წარმოება;

ჟ) ადგილობრივი მულტიპლექს ოპერატორების ქსელში დაკავებული რესურსის, ფასების თაობაზე ინფორმაციის პერიოდული განახლება და დაშვების რიგითობის განსაზღვრა დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.

10. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება; შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დანერგილი სისტემებისა და პროცედურების პერიოდული აუდიტი და რეპორტინგი.“.

11. მე-14, მე-15 და მე-18 მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბერს.

კომისიის წევრიმერაბ ქათამაძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრივახტანგ აბაშიძე
თავმჯდომარეკახი ბექაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.09.2019.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.09.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.17.010.016076.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.09.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4, 17.09.2019, სარეგისტრაციო კოდი 010220020.17.010.016076 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4658291/