„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 5 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №27 |
|
2019 წლის 17 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
1. წარმომადგენლობა არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გამგებლობაში არსებული დაწესებულება, რომელიც შექმნილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად ამ დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
2. წარმომადგენლობა თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. წარმომადგენლობის მართვას, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მეშვეობით.
4. წარმომადგენლობის დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.
5. წარმომადგენლობის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრთან (შემდგომში – მინისტრი) შეთანხმებით, განსაზღვრავს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
6. წარმომადგენლობას აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი, ტიტულოვანი ქაღალდი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
7. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება წარმომადგენლობის ბლანკზე.
8. წარმომადგენლობის იურიდიული მისამართია – ქ. ზუგდიდი, რუსთაველის № 35, საფოსტო ინდექსი: 2100.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრის წარდგინებით.
2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრის წინაშე.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზებას და ამ მიზნით მინისტრთან შეთანხმებით ქმნის გამწვევ კომისიას და ხელმძღვანელობს მას.“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ჰყავს 2 (ორი) მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბრძანებით.
2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეებს, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის არყოფნისას, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დავალებით, წარმომადგენლობის საქმიანობას ხელმძღვანელობს ხელმძღვანელის ერთ-ერთი მოადგილე.’’.
5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ან/და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს საკურატორო სფეროს მიხედვით.“.
6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წარმომადგენლობის დებულებას, წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მინისტრთან შეთანხმებით.’’.
7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11
წარმომადგენლობის შემადგენლობაში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) წარმომადგენლობის წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;
გ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებთან ურთიერთობის სამსახური;
დ) სოციალური პროექტების მართვის, იძულებით გადაადგილებულ პირებთან – დევნილებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური.“.
8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებთან ურთიერთობის სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს:
ა) ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული (მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით) მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას და პირველად ანალიზს;
ბ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის ადმინისტრაციულ ორგანოებში ცალკეულ საკითხებზე შუამდგომლობის გაწევის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობას;
გ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების პრობლემატური საკითხების შესწავლას და მათი გადაჭრის მიზნით წინადადებების შემუშავებას;
დ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სოციალური (მარტოხელები, ობოლი ბავშვები, ომის ინვალიდები, მრავალშვილიანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების წევრები, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, უხუცესი თანამოქალაქეები) და დემოგრაფიული ერთიანი მონაცემთა ბაზის ფორმირებასა და მის პერიოდულ განახლებას;
ე) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების ჩართულობის ხელშეწყობას საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში არსებულ სხვადასხვა პროექტებში;
ვ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისათვის რეფერალური ჯანდაცვითი პროგრამების თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და აღნიშნულ პროგრამებში მათი ჩართულობის ხელშეწყობას;
ზ) ადმინისტრაციულ საზღვარზე და გამშვებ პუნქტებზე არსებული მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისათვის მიწოდებას;
თ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობას;
ი) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისათვის კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით ახალი ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავებასა და იმპლემენტაციას;
კ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებასა და შესაბამისი სტრუქტურებისათვის მიწოდებას;
ლ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზსა და ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურებისათვის მიწოდებას;
მ) წარმომადგენლობის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.
4. სოციალური პროექტების მართვის, იძულებით გადაადგილებულ პირებთან – დევნილებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სოციალური პირობების შესწავლას;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და ღონისძიებათა გეგმების შემუშავებას;
გ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის თაობაზე მოქალაქეთა განცხადებების შესწავლასა და წარმომადგენლობაში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის წარდგენას;
დ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ ფარგლებში წინადადებებისა და ღონისძიებათა გეგმების შემუშავებას;
ე) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე შემოსული განცხადებების შესწავლას და წარმომადგენლობაში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის წარდგენას;
ვ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მინიჭების, აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის ცნობის გაცემას;
ზ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური პრობლემების გადაჭრის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობას;
თ) ადმინისტრაციულ ორგანოებთან და დონორ ორგანიზაციებთან წარმომადგენლობის თანამშრომლობის ხელშეწყობას და კონკრეტული საკითხების შესწავლა-გამოკვლევის, შესაბამისი პროგრამების შემუშავებისა და სპონსორების მოძიების მიზნით, თათბირებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას;
ი) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, დონორი ორგანიზაციების პროექტებში და პროგრამებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა ჩართულობის ხელშეწყობას;
კ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ცალკეულ პრობლემატურ საკითხებზე შუამდგომლობის გაწევის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობას და შუამდგომლობას გაწევას ადმინისტრაციულ ორგანოებთან და დონორ ორგანიზაციებთან;
ლ) წარმომადგენლობის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.“.
|