გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 13.09.2019
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №184
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016018
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/09/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.09.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დოკუმენტის ტექსტი
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №184
2019 წლის 13 სექტემბერი
ქ. გორი
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა წარმოგვიდგინა ინიციატივა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს (ქუჩას) დაერქვას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ვიტალი თაყაძის სახელი. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: გზის მონაკვეთის სიგრძე 2428.89 მეტრი, საწყისი კოორდინატები: X 428928.328/Y 4655601.157; საბოლოო კოორდინატები: X 431329.02 /Y 4655609.652, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათ შორის შემდეგი საკადასტრო მონაცემებით: 66.54.10.004; 66.54.10.327; 66.54.10.075; 66.54.08.012; 66.54.08.101; 66.54.09.096; სამხრეთით – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათ შორის შემდეგი საკადასტრო მონაცემებით: 66.54.10.021; 66.54.10.072; 66.54.15.046; 66.54.15.037; 66.54.16.079; 66.54.16.461.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 26 ივლისის №17 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შემდეგ „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:
1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს (ქუჩას), რომლის აღწერაა: გზის მონაკვეთის სიგრძე 2428.89 მეტრი, საწყისი კოორდინატები: X 428928.328/Y4655601.157; საბოლოო კოორდინატები: X 431329.02 /Y 4655609.652, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათ შორის შემდეგი საკადასტრო მონაცემებით: 66.54.10.004; 66.54.10.327; 66.54.10.075; 66.54.08.012; 66.54.08.101; 66.54.09.096; სამხრეთით – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათ შორის შემდეგი საკადასტრო მონაცემებით:
66.54.10.021; 66.54.10.072; 66.54.15.046; 66.54.15.037; 66.54.16.079; 66.54.16.461., ეწოდოს ვიტალი თაყაძის სახელი.
2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით, გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე