სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.09.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №197/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017817
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/09/2019
matsne.gov.ge 800 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 93% 17.04.2025 საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 09.09.2025 „სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 07.02.2024 ადიგენის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 23.12.2019 საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 07.07.2020

დოკუმენტის ტექსტი

სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №197/ნ 2019 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ლ“ და „ს“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესი დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი დანართი №1 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა  და  სპორტის სამინისტრო სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი  მოწმობა სერია –––––– № –––––– მიეცა --------------------------------------------------------------------------------------------------,   რომელიც –––––––          წელს შევიდა            და       –––––––         წელს დაამთავრა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– და მიიღო შემდეგი შეფასებები: 1.––––––––––––––––––––––––––––                                   10.––––––––––––––––––––––––––– 2.––––––––––––––––––––––––––––                                   11.––––––––––––––––––––––––––– 3.––––––––––––––––––––––––––––                                   12.––––––––––––––––––––––––––– 4.––––––––––––––––––––––––––––                                   13.––––––––––––––––––––––––––– 5.––––––––––––––––––––––––––––                                   14.––––––––––––––––––––––––––– 6.––––––––––––––––––––––––––––                                   15.––––––––––––––––––––––––––– 7.––––––––––––––––––––––––––––                                   16.––––––––––––––––––––––––––– 8.––––––––––––––––––––––––––––                                   17.––––––––––––––––––––––––––– 9.––––––––––––––––––––––––––––                                   18.–––––––––––––––––––––––––––  დირექტორი ------------------ პასუხისმგებელი პირი ----------------- გაცემის თარიღი ბ. ა. Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia Certificate of graduating from the Out-of-school Educational Institution Series ______________________ № ______________ This is to certify that _____________ was enrolled at the Out-of-school Educational Institution in _____ and graduated in______________ with the following grades: 1.____________________________                      10.___________________________ 2.____________________________                      11.___________________________ 3.____________________________                      12.___________________________ 4.____________________________                      13.___________________________ 5.____________________________                      14.___________________________ 6.____________________________                      15.___________________________ 7.____________________________                      16.___________________________ 8.____________________________                     17.___________________________ 9.____________________________                     18.___________________________ Director _________________________                                                                              Responsible person _________________________  Date of issue                                    Seal სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმის აღწერილობა და მახასიათებლები 1. მოწმობის გარეკანზე (პირველ გვერდზე) ქართულ ენაზე იბეჭდება წარწერა – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრო, მცირე გერბი და „მოწმობა“. 2. მოწმობის მეორე მხარეს ქართულ (მარჯვენა მხარე) და ინგლისურ ენაზე (მარცხენა მხარე) იბეჭდება: სამართალსუბიექტის სრული სახელწოდება – „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების ... “, დოკუმენტის დასახელება – „სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა“, დოკუმენტის სერია, ნომერი; მოწმობის მფლობელის სახელი, გვარი, სწავლის დაწყებისა და დამთავრების თარიღი, შესაბამისი სკოლისგარეშე საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების სრული სახელწოდება სამართლებრივი ფორმის მითითებით, საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება საფეხურის აღნიშვნით, სწავლის პერიოდში მიღებული საბოლოო შეფასებები (საგნების მიხედვით), დირექტორისა და მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერები. დაწესებულების ბეჭედი და მოწმობის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი). 3. მოწმობა უნდა დამზადდეს 240 მმ. ცარცის ქაღალდზე A4 ზომით. მოწმობის გარეკანზე მიეთითება სამართალსუბიექტის სახელწოდება – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც უნდა შესრულდეს შავი ფერით, ასევე წარწერა – მოწმობა (დიდი შრიფტით) და მცირე სახელმწიფო გერბი. მოწმობის მეორე მხარეს ყველა წარწერა (ქართულ და ინგლისურ ენებზე), ხაზები და მათი ნუმერაცია უნდა შესრულდეს შავი ფერით. მოწმობის მეორე მხარეს განლაგებული (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ტექსტი უნდა იყოს ჩასმული ვერცხლისფერ დეკორატიულ დამცავ ჩარჩოში. დანართი №2 სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესი მუხლი 1🔗. მოწმობის ფორმებით უზრუნველყოფა 1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების (შემდგომში – ფორმები) გაცემას უზრუნველყოფს მის მიერ დაფუძნებულ სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებებზე. 2. ფორმების დაკვეთას ახორციელებს სამინისტრო მის მიერ შერჩეულ შესაბამის პოლიგრაფიულ საწარმოში ხელშეკრულების საფუძველზე. 3. პოლიგრაფიული საწარმოდან ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამინისტროს მიერ სპეციალურად ამ მიზნით გაცემული მინდობილობა. მუხლი 2🔗. ფორმების შენახვა და გაცემა 1. ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში. 2. ფორმების შენახვა-გაცემას სამინისტროში უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი, რომელიც პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანილ ფორმებს იბარებს მიღება-ჩაბარების აქტით. მუხლი 3🔗. სამინისტროს მიერ ფორმების გაცემა 1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს ფორმების გაცემის რეგისტრაციას შესაბამის ჟურნალში. 2. ფორმების მისაღებად სამინისტროში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარმოდგენილი უნდა იქნეს დაწესებულების დირექტორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული განაცხადი და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კურსდამთავრებულთა სიები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) საბოლოო შეფასებებით სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში. 3. სამინისტროდან ფორმების გატანის უფლება აქვს დაწესებულების დირექტორს, ან სათანადო მინდობილობისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე, დაწესებულებაში მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. 4. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინახება სამინისტროში. მუხლი 4🔗. დაწესებულების მიერ მოწმობის გაცემა 1. სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსება ხორციელდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში კურსდამთავრებულის მიერ მიღებული შეფასებების აღნიშვნით. 2. მოწმობების რეგისტრაციას, შენახვას და გაცემას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი. 3. გაცემული მოწმობების ქსეროასლები, დამოწმებული დაწესებულების ბეჭდითა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ინახება დაწესებულებაში. მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა შეიძლება შევსების დროს დაშვებული შეცდომისა ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე. 3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ერთი ნახევარი (ქართული ნაწილი) ინახება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ნახევარი (ინგლისური ნაწილი) წარედგინება სამინისტროს კომისიის აქტთან და ოქმთან ერთად, რის საფუძველზეც გაიცემა მოწმობის ახალი ფორმა. 4. დაკარგული მოწმობის ნაცვლად ახალი მოწმობა გაიცემა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების დაცვით. 5. სამინისტროში ფორმის დაზიანების შემთხვევაში მოწმობის უვარგისი ფორმის ჩამოწერა ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე.