შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - შპს ვინექსი N631)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 631
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“ ს/კ 404483536
დირექტორი: ნინო არაბიძე
მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23
ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge
საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
კრედიტორი: სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595)
მესაკუთრე: შპს ვინექსი, პირადი № 405183466
მოვალე (მსესხებელი): შპს ვინექსი, პირადი № 405183466
იპოთეკის ხელშეკრულება: 1231231325334, თარიღი 27/01/2017
ვალდებულების წარმოშობა: 1. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება – № 0011.4093892.001 №2. № 4093892-8917601 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
იპოთეკის რეკვიზიტები: თელავი, სოფელი წინანდალი, საკადასტრო კოდი: 53.03.31.136
სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: ჯამში – 204372 აშშ დოლარი, 60 128 აშშ დოლარი, 201600 აშშ დოლარი და 67200 აშშ დოლარი;
აუქციონის ჩატარების დრო: 30/09/2019 წლის 13:00 საათზე
აუქციონის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, უშანგი ჩხეიძის № 23
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 606304.73 ლარი
უძრავი ნივთის აღწერა: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 999093.00 კვ.მ მდებარეთელავი, სოფელი წინანდალი;
გარდამავალი უფლებები: დიახ; უძრავ ქონებაზე ფიქსირდება შეზღუდული სარგებლობა: მოსარგებლე: შპს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია"206237491; მესაკუთრე შპს "ვინექსი" სერვიტუტის ხელშეკრულება; დამოწმების თარიღი: 06/11/2012 და შეთანხმება სერვიტუტის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შეხაბე დამოწმების თარიღი: 17/11/2014;
ასევე, ფიქსირდება ვალდებულება: შპს ვინექსი405183466 – გამყიდველი სახელმწიფო; საგანი 24.08.2012 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება;
აუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის, კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს:
ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა აუქციონატორთან უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია, გაცემული შპს „კონსალტინგ გრუპსის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის დაწყებამდე, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის სასურველი ნებისმიერი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღესვე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ასეთ შემთხვევაში აუქციონზე გამარჯვებულად ითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებული თანხა ერთი ბიჯით ჩამორჩებოდა გამარჯვება ჩამორთმეული პირის შეთავაზებას.
ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.
ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
კრედიტორს მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში აუნაზღაურდება აუქციონის დასრულების დღის კურსით.
აუქციონის შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტის საკომისიო შეადგენს აუქციონის საწყისის ფასის 0.59 პროცენტს.
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“, ს/კ 404483536
დირექტორი ნინო არაბიძე