შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ქეთევან პაპავა N629)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 629
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“ ს/კ 404483536
დირექტორი: ნინო არაბიძე
მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23
ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge
საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
კრედიტორი: სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595)
მესაკუთრე: ქეთევან პაპავა, პირადი № 01024010781
მოვალე (მსესხებელი): შპს „აზარდო“ , პირადი № 404901479
იპოთეკის ხელშეკრულება: 633866-9 , თარიღი 15/04/2010
ვალდებულების წარმოშობა: 07/11/2011 წლის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება № 1097634; № 2195611-8552867 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; № 1097634-1394106 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება
იპოთეკის რეკვიზიტები: თბილისი, ქუჩა ფალიაშვილი № 110, სართული 3, ბინა № 5; , საკადასტრო კოდი: 01.14.11.023.003.01.005
სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: ჯამში 225071 აშშ დოლარი და 113773 აშშ დოლარი;
აუქციონის ჩატარების დრო: 30/09/2019 წლის 12:00 საათზე
აუქციონის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, უშანგი ჩხეიძის № 23
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 689117.18 ლარი
უძრავი ნივთის აღწერა: ბინა მდებარე თბილისი, ქუჩა ფალიაშვილი № 110, სართული 3, ბინა № 5; უძრავი ქონების ფართი: 239.00 კვ.მ; საკადასტრო კოდი: 01.14.11.023.003.01.005
გარდამავალი უფლებები: არა
აუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის, კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს:
ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა აუქციონატორთან უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია, გაცემული შპს „კონსალტინგ გრუპსის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის დაწყებამდე, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის სასურველი ნებისმიერი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღესვე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ასეთ შემთხვევაში აუქციონზე გამარჯვებულად ითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებული თანხა ერთი ბიჯით ჩამორჩებოდა გამარჯვება ჩამორთმეული პირის შეთავაზებას;
ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.
ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
კრედიტორს მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში აუნაზღაურდება აუქციონის დასრულების დღის კურსით.
აუქციონის შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტის საკომისიო შეადგენს აუქციონის საწყისის ფასის 0.59 პროცენტს;
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“, ს/კ 404483536
დირექტორი ნინო არაბიძე