სს „სარაჯიშვილის“ აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№01-19/203
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „სარაჯიშვილის“ აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

 

სს „სარაჯიშვილი“ იწვევს თავის აქციონერებს რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2019 წლის 09 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. № 4.

აქციონერთა კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება სს „ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორში“, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ი. მოსაშვილის ქ. № 11, მე-7 სართული, ტელ: 2225351, შესვენება 14:00 დან 15:00 საათამდე.

 

დღის წესრიგი:

1. 2018 წლის სამეურნეო - საფინანსო შედეგების განხილვა - დამტკიცება (მომხს. ზურაბ ბუბუტეიშვილი) .

2. 2018 წლის წმინდა მოგების განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება (მომხს. გიორგი ნატროშვილი) .

3. სს „სარაჯიშვილის“ წესდებაში ცვლილების შეტანა (მომხს. თენგიზ ჯაფარიძე) .

4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევა (მომხს. გელა შენგელია) .

5. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება (მომხს. თენგიზ ჯაფარიძე).

დეტალური ინფორმაცია განსახილველ საკითხებზე აქციონერებს შეუძლიათ მიიღონ საზოგადოების დირექციაში ან ტელეფონზე 577 77 77 24, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, 10:00 დან 17:00 საათამდე.

 

სს „სარაჯიშვილის სამეთვალყურეო საბჭო“