გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 13.09.2019
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №183
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016017
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/09/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.09.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დოკუმენტის ტექსტი
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს განკარგულება №183
2019 წლის 13 სექტემბერი
ქ. გორი
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის კარალეთის დევნილთა დასახლების ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტისთვის „თავისუფლების“ ქუჩის სახელის დარქმევის შესახებ, რომლის სავარაუდო სიგრძეა 260.44 მეტრი; საწყისი კოორდინატები: X 426099,829 / Y 4651009.354; საბოლოო კოორდინატები: X 426345.854 / Y 4651094.807; ჩრდილოეთით ესაზღვრება – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი (ს/კ 66.46.24.000.067); აღმოსავლეთის წერტილი მდებარეობს არსებული გზის ბოლოს; სამხრეთით ესაზღვრება – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი (ს/კ 66.46.24.000.067); დასავლეთის საწყისი წერტილი იწყება ცხინვალის გზატკეცილიდან. სახელდების თაობაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 26 ივლისის №17 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შემდეგ „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:
1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში კარალეთის დევნილთა დასახლების ტერიტორიაზე უსახელო ქუჩას, რომლის სავარაუდო სიგრძეა 260.44 მეტრი; საწყისი კოორდინატები: X 426099,829 / Y
4651009.354; საბოლოო კოორდინატები: X 426345.854 / Y 4651094.807; ჩრდილოეთით ესაზღვრება – არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი (ს/კ 66.46.24.000.067); აღმოსავლეთის წერტილი მდებარეობს არსებული გზის ბოლოს; დასავლეთის საწყისი წერტილი იწყება ცხინვალის გზატკეცილიდან; სამხრეთით ესაზღვრება – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი (ს/კ 66.46.24.000.067) დაერქვას – „თავისუფლების“ სახელი.
2. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით, გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე