მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.09.2019
გამომცემი ორგანო კრიტერიუმები და განმარტებები
ნომერი №201/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017821
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/09/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.09.2019 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (23)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | C- |
| 2 | C |
| 3 | C+ |
| 4 | B- |
| 5 | B |
| 6 | B+ |
| 7 | A- |
| 8 | A |
| 9 | A+ |
| საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| კრიტერიუმები და განმარტებები | C- |
| ქულა | ABC კატეგორია |
| 25-36 | A |
| 13-24 | B |
| 4-12 | C |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულებისა და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №201/ნ
2019 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის“ დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
დანართი
მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე დებულება აწესრიგებს კონკურსში მონაწილე სუბიექტების მიერ მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) ფარგლებში გრანტის გაცემის, საგრანტო პროექტების (შემდგომში – პროექტი) შეფასების, კონკურსის გამართვისა და საგრანტო ხელშეკრულების განხორციელების მონიტორინგის წესს.
2. კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
3. კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი).
კონკურსის დაფინანსებისათვის შესაძლებელია, არსებობის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს დაფინანსების სხვა წყარო.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
გამოყენებულ ტერმინებს, ამ დებულების მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
ბ) გენერალური დირექტორი – ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
გ) პროექტი – დაფინანსების მოპოვების მიზნით, ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად და ამ დებულებით განსაზღვრული პირობების მიხედვით ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი;
დ) წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;
ე) თანამონაწილე ორგანიზაცია/ები – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;
ვ) პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი – ფიზიკურ პირთა ჯგუფი, რომელიც ახორციელებს პროექტით განსაზღვრულ აქტივობებს და პასუხისმგებელია ანგარიშგებაზე არაინსტიტუციური პროექტების შემთხვევაში;
ზ) ინსტიტუციური პროექტი – პროექტი, რომელსაც წარმოადგენს და ახორციელებს წამყვანი ორგანიზაცია და შესაძლოა ჰყავდეს თანამონაწილე ორგანიზაცია(ები);
თ) ჯგუფური პროექტი – პროექტი, რომელსაც წარმოადგენს და ახორციელებს პროექტის განმახორციელებელი ფიზიკურ პირთა ჯგუფი;
ი) პროექტის ხელმძღვანელი – უმაღლესი განათლების მქონე ფიზიკური პირი ძირითადი პერსონალიდან, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას და პროექტის მიმდინარეობას, პასუხისმგებელია პროექტის შედეგზე და ფონდისათვის შესაბამისი ანგარიშების მომზადებასა და წარდგენაზე;
კ) პროექტის კოორდინატორი – პირი ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში;
ლ) ძირითადი პერსონალი – პროექტით განსაზღვრული ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირები;
მ) დამხმარე პერსონალი – პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ეხმარება/ეხმარებიან ძირითად პერსონალს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში; დაუშვებელია დამხმარე პერსონალის ფუნქციები შეითავსოს პროექტის ძირითადმა პერსონალმა;
ნ) პროექტის კონსულტანტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მუშაობს პროექტით გათვალისწინებული აქტივობების თემატიკაზე და კონსულტაციას გაუწევს ძირითად პერსონალს პროექტის ფარგლებში. კონსულტანტი არ არის პროექტის ძირითადი პერსონალი/გრანტის მიმღები;
ო) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით;
პ) პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება – პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების შინაარსობრივი დასაბუთება;
ჟ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები − ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად საკონკურსო კომისიისთვის განსაზღვრული, ამ დებულებით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით;
რ) დამოუკიდებელი ექსპერტი − პირი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში აფასებს კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტს;
ს) საკონკურსო კომისია – კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების შემფასებელი ორგანო, რომელიც განიხილავს და აფასებს კონკურსში შემოსულ პროექტებს, პროექტის შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად;
ტ) გრანტის მიმღები – ინსტიტუციური პროექტის შემთხვევაში – წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია და ძირითადი პერსონალი, ხოლო ფიზიკურ პირთა ჯგუფის შემთხვევაში – ძირითადი პერსონალი;
უ) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს პროექტის განხორციელების პირობებს, მონიტორინგისა და ანგარიშგების წესს, პროექტის შეჩერების, დასრულების ან შეწყვეტის წესს;
ფ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;
ქ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს პროექტის ანგარიშს;
ღ) პროექტის ანგარიში – ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ, გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარმოდგენილ პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს;
ყ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი − საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებული ანგარიშის შემოწმება და საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენა ამავე საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან;
შ) თანადამფინანსებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ფონდთან ერთად აფინანსებს/აფინანსებენ პროექტს;
ჩ) „საბავშვო უნივერსიტეტი“ – პროექტი/სასწავლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გამოჩენილი, წარმატებული მეცნიერები, მოსწავლეებს წაუკითხავენ საჯარო, სამეცნიერო/პოპულარულ ლექციებს.
მუხლი 3🔗. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება
1. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის წესით. კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ფონდი ამ წესითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით.
2. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენას; კონკურსის პროგრამისა და პირობების, პროექტის ფორმების, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმების შემუშავებასა და დამტკიცებას;
ბ) კონკურსის გამოცხადებას;
გ) კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზას, რაც გულისხმობს წარმოდგენილი პროექტების დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას კონკურსის პირობებთან;
დ) პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების უზრუნველყოფას;
ე) კომისიის მიერ პროექტების განხილვას შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით, რანჟირებული სიის დადგენას, გამარჯვებული პროექტების გამოვლენასა და დამტკიცებას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანას;
ვ) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას და დაფინანსებას;
ზ) საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს.
მუხლი 4🔗. სუბიექტები
1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
ა) წამყვან და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციას ძირითად პერსონალთან ერთად;
ბ) ფიზიკურ პირთა ჯგუფს.
2. პროექტს უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორი. პროექტის ხელმძღვანელი და კოორდინატორი ვერ იქნება ერთი და იგივე პირი.
მუხლი 5🔗. კონკურსის პირობები
1. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს:
ა) „საბავშვო უნივერსიტეტის“ დაარსებას, სადაც გამოჩენილი, წარმატებული მეცნიერები, მოსწავლეებს წაუკითხავენ საჯარო, სამეცნიერო/პოპულარულ ლექციებს;
ბ) სამეცნიერო/შემეცნებითი სატელევიზიო და რადიოგადაცემების მომზადებას, ან არსებულ სატელევიზიო და რადიოპროგრამებში მეცნიერების პოპულარიზაციისათვის გამიზნული სიუჟეტების სერიის ჩართვას;
გ) მიზნობრივი სამეცნიერო ფესტივალის ორგანიზებას;
დ) სამეცნიერო-შემეცნებითი ფილმის შექმნას;
ე) სამეცნიერო პიკნიკის/სამეცნიერო ბანაკის ორგანიზებას;
ვ) სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის (ონლაინ) გამოცემას;
ზ) მეცნიერების პოპულარიზაციისათვის ონლაინინსტრუმენტის შექმნას (ინტერაქტიული, შემეცნებითი პორტალი და სხვ.);
თ) მეცნიერების პოპულარიზაციასთან დაკავშირებული შემოქმედებითი აქტივობების განხორციელებას (პერფორმანსი, წარმოდგენა, პრეზენტაციების სერია, ფოტოგამოფენა და სხვ.).
2. საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს მინიმუმ სამი თვე და მაქსიმუმ ერთი წელი.
3. პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს.
4. პროექტს შეიძლება ჰქონდეს თანადაფინანსება როგორც ფულადი, ასევე არაფინანსური მონაწილეობის (in-kind contribution) სახით იურიდიული/ფიზიკური პირის მხრიდან.
5. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება პროექტის წარმდგენ იურიდიულ პირს/პირებს, აგრეთვე ფიზიკურ პირთა ჯგუფს წინასწარგაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
6. დასაფინანსებლად შეირჩევა ის პროექტები, რომლებიც გვთავაზობენ მეცნიერების პოპულარიზაციის კრეატიულ გზებს, ინოვაციურ მიდგომებს, წარმოადგენენ განსხვავებულ ხედვას და უზრუნველყოფენ საკითხის ფართო საზოგადოებამდე მიტანას, აგრეთვე იზიარებენ საერთაშორისო სივრცეში მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით არსებულ საუკეთესო გამოცდილებას.
7. დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი პროექტები საკონკურსოდ არ განიხილება.
მუხლი 6🔗. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები
1. პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს როგორც ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის, ასევე არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის შემდეგ მუხლებს:
ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსებას;
ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურებას;
გ) მივლინებას;
დ) საქონელსა და მომსახურებას;
ე) არაფინანსურ აქტივებს.
2. გრანტით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანის და მობილური ტელეფონის შეძენა.
3. ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება და დამხმარე პერსონალის შრომითი ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი ბიუჯეტის 50%-ს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხარჯვითი კატეგორიები განისაზღვრება ფონდის გენერალული დირექტორის მიერ დამტკიცებული კლასიფიკატორით.
მუხლი 7🔗. პროექტების შეფასება
1. პროექტების შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად.
2. კონკურსზე დარეგისტრირებულ პროექტებს აფასებს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საკონკურსო კომისია.
3. ფონდმა კომისიასთან შეთანხმებით შესაძლებელია მოიწვიოს დამატებითი დამოუკიდებელი ექსპერტები პროექტების შესაფასებლად.
4. საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება გენერალური დირექტორის ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
5. შეფასების პირველ ეტაპზე საკონკურსო კომისია პროექტებს აფასებს ამ დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით. მეორე ეტაპზე გადასვლისათვის აუცილებელი პირობაა პროექტის შეფასების პირველ ეტაპზე 36 მაქსიმალური ქულიდან 25 ან მეტი ქულის მიღება.
6. შეფასების მეორე ეტაპზე გადასული პროექტების ხელმძღვანელები გააკეთებენ პრეზენტაციას საკონკურსო კომისიის წინაშე. საკონკურსო კომისია პრეზენტაციას აფასებს ამ დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმებით. პროექტის დაფინანსებისათვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა შეფასების მეორე ეტაპზე 18 მაქსიმალური ქულიდან პროექტმა მიიღოს 13 და მეტი ქულა.
7. პროექტის საბოლოო ქულა დაანგარიშდება პირველ და მეორე ეტაპებზე მიღებული ქულების დაჯამებით.
8. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში დაფინანსდება ის პროექტი, რომელსაც ნაკლები თანხა აქვს ფონდიდან მოთხოვნილი.
9. გენერალური დირექტორი ამტკიცებს საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ პროექტებს.
მუხლი 8🔗. ინტერესთა კონფლიქტი
1. დაუშვებელია საკონკურსო კომისიის წევრი იყოს ამავე კონკურსის მონაწილე.
2. არ შეიძლება პროექტების შეფასების და დამტკიცების პროცესში მონაწილეობდეს საკონკურსო კომისიის წევრი:
ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია პროექტის მონაწილეებთან, ან მონაწილეობდა მათთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში, ან მუშაობს ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში (ფაკულტეტი, ინსტიტუტი, დეპარტამენტი);
ბ) რომელმაც შესაძლოა მიიღოს უშუალო პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;
გ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში, პროექტში მონაწილის ნათესავია, პროექტში მონაწილის წარმომადგენელია ან/და შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილესთან.
3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
4. საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებებისა და თვითაცილების შესახებ.
5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია საკონკურსო წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისათვის ცნობილი გახდა დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს შესაბამისი საკონკურსო კომისიის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით.
მუხლი 9🔗. საგრანტო ხელშეკრულება
1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს გრანტის მიმღებ პირებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას, რომელშიც დეტალურად გაიწერება ურთიერთვალდებულებათა პირობები.
2. თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში, ფონდი გადარიცხავს ტრანშს შესაბამისი თანადაფინანსების თანხის საგრანტო ანგარიშზე დარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პროექტი შეჩერდება.
მუხლი 10🔗. პროექტის შესრულების მონიტორინგი
1. გრანტის მიმღები ვალდებულია საანგარიშო პერიოდის ბოლოს ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმების შესაბამისად ფონდს წარუდგინოს პროექტის ფარგლებში განხორცილებული პროგრამული აქტივობებისა და გაწეული ხარჯების დოკუმენტირებული ანგარიში.
2. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტების საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს, რომლის დროსაც განიხილავს გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ ანგარიშს და ადგენს შესაბამის განხილვის აქტს.
3. მონიტორინგი მოიცავს ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს:
ა) ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან;
ბ) პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი შედეგების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას. ფონდი უფლებამოსილია პროგრამული მონიტორინგის ფარგლებში განახორციელოს ადგილზე ვიზიტები და ასევე პროექტის შეფასება შესაბამისი ექსპერტ(ებ)ის მონაწილეობით ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და/ან საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცედურების მიხედვით.
4. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას:
ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება პროექტის ბიუჯეტის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;
ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება პროექტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას;
გ) ნაშთად ჩაითვლება პროექტის დასრულებისას არსებული გაუხარჯავი რესურსი, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე დაბრუნებას.
5. ფონდი არ არის ვალდებული განახორციელოს საგრანტო პროექტის იმ ამოცანებზე მონიტორინგი, რომელთა შესრულების დამადასტურებელი შედეგები არ არის გათვალისწინებული საგრანტო ხელშეკრულებით.
6. გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შემოწმების საფუძველზე მომზადებული განხილვის აქტები ფონდის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გრანტის მიმღების მიერ მომავალ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისას წარდგენილი პროექტების შეფასებისას.
7. ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს მიმდინარე პროექტების აუდიტორული შემოწმება აუდიტორული კომპანიის მიერ, რათა დადგინდეს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. აუდიტორული კომპანიის შემოწმების დასკვნის შესაბამისად ფონდი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პროექტის შეჩერების, შეწყვეტის და დასრულების შესახებ.
მუხლი 11🔗. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება
1. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად, შეწყდება პროექტი), თუ:
ა) მოხდა შესაბამისი გრანტის მიმღები დაწესებულების ლიკვიდაცია;
ბ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია.
2. გრანტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები რეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად.
3. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მხარეებს შორის გაფორმებულია შედარების აქტი (მხარეებს შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შესახებ) და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.
მუხლი 12🔗. დამატებითი მოთხოვნები გრანტის მიმღებთა მიმართ
1. გრანტის მიმღები ვალდებულია საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგების ამსახველ გამოცემებში მიუთითოს, რომ პროექტი განხორციელდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი ...]“ / „This work was supported by Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG) [grant number …]“.
2. საგრანტო პროექტის ფარგლებში შექმნილ ვიზუალურ პროდუქციაზე (ნაბეჭდ, ფოტო, აუდიო, ვიდეო, ელექტრონულ პროდუქციაზე და ვებგვერდზე) სავალდებულოა განთავსდეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ლოგო და მითითებული იყოს, რომ საგრანტო პროექტი განხორციელდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით“.
3. საგრანტო პროექტის შესახებ სოციალურ მედიაში ინფორმაციის გავრცელებისას სავალდებულოა გამოყენებული იყოს „ჰაშტაგები“: #SRNSFG ან #რუსთაველისფონდი ან #რუსთაველისგრანტი.
4. ფონდი უფლებამოსილია გრანტის მიმღებთა მიერ წარდგენილი პროექტის აბსტრაქტი, პროგრამული ანგარიშები და ბეჭდვითი ან/და ვიზუალური მასალები გამოიყენოს საკუთარი საქმიანობის ანგარიშში, ბეჭდვით და ელექტრონულ გამოცემებში განათავსოს ფონდის ვებგვერდებზე.
მუხლი 13🔗. პროექტების შეფასების კრიტერიუმები
1. კონკურსის პირველი ეტაპის შეფასებისას გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:
ა)
კრიტერიუმები და განმარტებები
C-
C
C+
B-
B
B+
A-
A
A+
შეფასება (A/B/C) კრიტერიუმის მიხედვით
1. პროექტის შინაარსობრივი ნაწილი – იდეის აქტუალობა, ინოვაციურობა, კონკურსის მიზანთან შესაბამისობა, პროექტის მიზნები და ამოცანები.
1
2
3
4
5
6
7
8
9
მინიმუმ 1
მაქსიმუმ 9 ქულა
2. პროექტის განმახორციელებელი გუნდის კომპეტენცია – პროექტის ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის კომპეტენცია და შესაბამისობა პროექტის ამოცანებთან.
1
2
3
4
5
6
7
8
9
მინიმუმ 1
მაქსიმუმ 9 ქულა
3. პროექტის მოსალოდნელი შედეგი პროექტის მოსალოდნელი შედეგები, მდგრადობა, ხელმისაწვდომობა და გავრცელების მექანიზმები.
1
2
3
4
5
6
7
8
9
მინიმუმ 1
მაქსიმუმ 9 ქულა
4. პროექტის მართვა და განხორციელება – პროექტის განხორციელების გზების, გეგმა გრაფიკის, ბიუჯეტისა და ბიუჯეტის დასაბუთების შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან.
1
2
3
4
5
6
7
8
9
მინიმუმ 1
მაქსიმუმ 9 ქულა
ქულების ჯამი (მინიმუმ 4, მაქსიმუმ 36 ქულა):
შემაჯამაბელი შეფასება პროექტის შესახებ (ექსპერტის შემაჯამებელი შეფასება ოთხივე კრიტერიუმის მიხედვით მინიჭებული ქულების შესაბამისად);
□ A
□ B
□ C
შემაჯამებელი კომენტარი პროექტის შესახებ (ექსპერტის შემაჯამებელი კომენტარი ოთხივე კრიტერიუმის მიხედვით მინიჭებული ქულების შესაბამისად):
ბ) ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 36 ქულა;
გ) კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად აუცილებელი პირობაა შეფასების სრული 36 ქულიდან 25 ან მეტი ქულის მიღება;
დ) პროექტს არცერთ კრიტერიუმში არ უნდა ჰქონდეს მიღებული C კატეგორიის შეფასება;
ე) შემაჯამებელი შეფასება პროექტის შესახებ შესაბამისობაში უნდა იყოს 1-4 კრიტერიუმების 9-ქულიანი (1-9) სისტემით შეფასებასთან და განიმარტება შემდეგნაირად:
ქულა
ABC კატეგორია
25-36
A
13-24
B
4-12
C
2. კონკურსის მეორე ეტაპის შეფასებისას გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:
ა)
კრიტერიუმები და განმარტებები
C-
C
C+
B-
B
B+
A-
A
A+
შეფასება (A/B/C) კრიტერიუმის მიხედვით
1. პროექტის შედეგების გავრცელების მექანიზმები, ეფექტურობა და მდგრადობა.
1
2
3
4
5
6
7
8
9
მინიმუმ 1
მაქსიმუმ 9 ქულა
2. პროექტის ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის მიერ გაკეთებული პრეზენტაცია/პროექტის კონცეფციის დასაბუთება (პრეზენტაციის სტრუქტურირება, ინტერაქცია, ინფორმატიულობა და არგუმენტირება)
მინიმუმ 1
მაქსიმუმ 9 ქულა
ქულების ჯამი:
მინიმუმ 2
მაქსიმუმ 18 ქულა
შემაჯამაბელი შეფასება პროექტის შესახებ (ექსპერტთა შემაჯამებელი შეფასება მეორე ეტაპის ორივე კრიტერიუმის მიხედვით მინიჭებული ქულების შესაბამისად);
□ A
□ B
□ C
შემაჯამებელი კომენტარი პროექტის შესახებ (ექსპერტთა შემაჯამებელი კომენტარი მეორე ეტაპის ორივე კრიტერიუმის მიხედვით მინიჭებული ქულების შესაბამისად):
ბ) ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 18 ქულა;
გ) კონკურსში გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა კონკურსის მეორე ეტაპზე 18 ქულიდან 13 ან მეტი ქულის მიღება;
დ) პროექტს არცერთ კრიტერიუმში არ უნდა ჰქონდეს მიღებული C კატეგორიის შეფასება;
ე) მეორე ეტაპის შეფასებისას შემაჯამებელი შეფასება პროექტის შესახებ შესაბამისობაში უნდა იყოს ორივე კრიტერიუმის 9-ქულიანი (1-9) სისტემით შეფასებასთან და განიმარტება შემდეგნაირად:
ქულა
ABC კატეგორია
13-18
A
6-12
B
2-6
C
3. პირველი და მეორე ეტაპის შეფასებისას თითოეული კრიტერიუმი ფასდება 9-ქულიანი სისტემით (1-9), სადაც 1-3 ქულა შეესაბამება C კატეგორიის შეფასებას, 4-6 ქულა შეესაბამება B კატეგორიის შეფასებას, ხოლო 7-9 ქულა შეესაბამება A კატეგორიის შეფასებას.
ა) პროექტის საბოლოო ქულა დაანგარიშდება პირველ და მეორე ეტაპებზე მიღებული ქულების დაჯამებით.
4. კრიტერიუმებში ქულებით შეფასება განიმარტება შემდეგნაირად:
შეფასება ქულით
შეფასება ABC კატეგორიით
შეფასება
განმარტება
1
C-
სრულიად შეუსაბამო
პროექტი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს ან პროექტი ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო
2
C
ნაწილობრივ შეუსაბამო
პროექტი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, გართულებულია პროექტის შეფასება არასაკმარისი ინფორმაციის გამო
3
C+
სუსტი
პროექტი მცირედ პასუხობს, შეუსაბამოა ამ კონკრეტულ კრიტერიუმთან, შეინიშნება სერიოზული, არსებითი სუსტი მხარეები.
4
B-
დამაკმაყოფილებელი
პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი უზუსტობები და სუსტი მხარეები
5
B
საშუალო
პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ დასაბუთება არადამაკმაყოფილებელია
6
B+
საკმაოდ კარგი
პროექტი მთლიანობაში პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ დასაბუთება არასაკმარისია
7
A-
კარგი
პროექტი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, დასაბუთება დამაკმაყოფილებელია, მაგრამ აუცილებელია გარკვეული გაუმჯობესება.
8
A
ძალიან კარგი
პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. არის ორიგინალური და აქვს მაღალი სამეცნიერო პოტენციალი, თუმცა შესაძლებელია გარკვეულწილად დახვეწა.
9
A+
საუკეთესო
გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე პროექტი, რომელიც საუკეთესოდ პასუხობს კრიტერიუმს.