ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 20.09.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №463
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.021483
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/09/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.09.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ თეიმურაზ ლომიძე და გიორგი ბერიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ტექნიკური რეგლამენტის − კარტოფილის რგოლური სიდამპლის კონტროლის პროცედურების დამტკიცების თაობაზე საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის − კარტოფილის მურა სიდამპლის კონტროლის პროცედურების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №463
2019 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილისა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს:
ა) „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი“, თანდართული დანართებით;
ბ) „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორცი-ელების წესი“, თანდართული დანართებით.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილება.
მუხლი 3🔗
1. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და დანართ №12-ისა („მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის სიხშირის შემცირების კრიტერიუმები და პირობები“).
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი და დანართი №12 („მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის სიხშირის შემცირების კრიტერიუმები და პირობები“) ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია