„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2019 წლის 23 სექტემბერი ქ. წალენჯიხა |
„3. მერიის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;
დ) ზედამხედველობის სამსახური;
ე) შიდა აუდიტის სამსახური;
ვ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური;
ზ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;
თ) კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახური.“;
,,მუხლი 13. მერიის სამსახურების ძირითადი ფუნქციები
1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სამსახურების მუშაობის კოორდინაციისთვის ხელშეწყობა, მოსამსახურეთა საქმიანობის ხელშეწყობა, მერიის საქმიანობის ორგანიზაციული, მატერიალურ-ტექნიკური, ერთიანი საქმისწარმოებისა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; მერიაში ადამიანური რესურსების მართვის უზრუნველყოფა; ანალიტიკური და საინფორმაციო უზრუნველყოფა, მერიის კავშირურთიერთობების ორგანიზება საზოგადოებასათან და დაწესებულებებთან, საპროტოკოლო საკითხებისა და მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა; მერიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მერიის ან/და თვითმმართველი ერთეულის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას; ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის, შესაბამისი დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა.
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავება, მუნიციპალური პროგრამების ფინანსური გაანგარიშება, წარმოდგენილი მასალების განხილვა და ანალიზის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენის უზრუნველყოფა, შემოსულობებისა და ქონების, სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა.
3. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაციის, საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების, მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტუქტურაზე მონაცემთა ბაზის შექმნის, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავების, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბების ხელშეწყობის, აღრიცხვის და მონაცემთა ბაზის შექმნის უზრუნველყოფა; მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების/გაუქმების/ადმინისტრირების და კანონით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში შესაბამისი განაკვეთების დადგენის საკითხებზე წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამათა შემუშავების, მათი განხორციელებისა და საზოგადოებრივ მომსახურებათა ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის მდგრადი და თანაბარი ურბანული განვითარების, ინტეგრირებული, ინკლუზიური და უსაფრთხო გარემოს ფორმირების, არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა; მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების უზრუნველყოფა.
4. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, გარე იერსახის, რეკლამის, აბრის, გარევაჭრობის, ნარჩენებით დანაგვიანების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე ინსპექტირების განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება.
5. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სისტემაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირებისა და მათი მოსამსახურეების/თანამშრომლების საქმიანობის (ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის, მათთვის მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელების ეფექტურობის შესწავლა და ანალიზის, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მოსამსახურეთა/თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით დადგენილი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირების და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დისციპლინური წარმოების უზრუნველყოფა) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განხორციელების უზრუნველყოფა.
6. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ინფრასტრუქტურის მართვა და დამტკიცებული პროგრამების განხორციელება მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და უმუშევართა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დახმარების საკითხებში.
7. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში (მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა) მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
8. კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული კულტურის, განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარებისთვის მუნიციპალური პროგრამების მომზადება და განხორციელების უზრუნველყოფა; სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების მართვა, შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების ღონისძიებების მართვისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა; სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე წინადადებების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია.
9. მერიის სამსახურ(ებ)ის უფლებამოსილებები, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი სამსახურ(ებ)ის დებულებებით, რომელთაც მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.
|