დროებითი დებულება „საბანკო დაწესებულებების მიერ სესხებთან დაკავშირებული გარანტიების გაცემისა და რეგისტრაციის შესახებ“
მიღების თარიღი 25.05.1994
გამომცემი ორგანო ეროვნული ბანკის გამგეობა
სარეგისტრაციო კოდი 090.009.000.011
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 25/05/1994
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.05.1994 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
დროებითი დებულება „საბანკო დაწესებულებების მიერ სესხებთან დაკავშირებული გარანტიების გაცემისა და რეგისტრაციის შესახებ“
საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული
ბანკის პრეზიდენტის
დროებითი დებულება
1994 წლის
25 მაისი
საბანკო დაწესებულებების
[i]
მიერ სესხებთან
დაკავშირებული გარანტიების გაცემისა და
რეგისტრაციის შესახებ
I.
ზოგადი დებულებანი
1.1
ბანკებს უფლება აქვთ სესხებთან დაკავშირებით გასცენ გარანტია და იკისრონ შესაბამისი ვალდებულებანი.
1.2 გარანტიად იგულისხმება კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის მიხედვითაც გარანტიის გამცემი ბანკი, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და საკუთრებისა, პასუხისმგებლობას კისრულობს კრედიტორი ორგანიზაციების წინაშე ვალდებულების მთლიანად და ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის.
1.3 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გარანტიას ბანკი გასცემს მხოლოდ წერილობით, თანდართული ფორმის მიხედვით.
ფორმის დაუცველობა გამოიწვევს საგარანტიო ხელშეკრულების ბათილობას.
1.4 საგარანტიო წერილი მიღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვალე და გარანტი ბანკი, როგორ სოლიდური მოვალეები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხს აგებენ კრედიტორის წინაშე, თუ საგარანტიო წერილით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
II.
საგარანტიო წერილების განხილვა,
რეგისტრაცია და გაცემა
2.1 ბანკების მიერ გარანტიით გასაცემი თანხა, წინათ გაცემული ვადადაუმდგარი გარანტიების თანხის ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საკუთარი სახსრების
/მოგება+ ბანკის ფონდები/ნახევარს. ამასთან ერთად კომერციულმა ბანკებმა უნდა დაიცვან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ეკონომიკური ნორმატივები.
2.2 აკრძალულია გარანტიის გაცემა იმ შემთხვევაში, როცა გარანტიის გამცემს ერიცხება ვადაგადაცილებული ან განვადებული სესხები.
2.3 ბანკებს შეუძლიათ დაადასტურონ:
- სახელმწიფო საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა მიერ გაცემული საგარანტიო წერილი, თუ გასაცემი თანხა არ აღემატება მათ საანგარიშო თვის ბალანსზე რიცხულ ნორმირებულ და ანგარიშსწორებაში დაბანდებული საბრუნავი სახსრების ოდენობას, ამ სამსახურის ბანკის საგირავნო უფლებაში არსებობის გამო შემცირებულს იმავე პერიოდისათვის რიცხული მოკლევადიანი და საშუალო ვადიანი კრედიტებით და წინათ გაცემული ვადადაუმდგარი გარანტიების თანხით;
- არასახელმწიფო სექტორის იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ გაცემული საგარანტიო წერილი, თუ გარანტიით გასაცემი თანხა არ აღემატება მათ საანგარიშო თვის ბალანსზე რიცხულ საკუთარი საბრუნავი სახსრების, მოგებიდან შექმნილი სხვა ფონდებისა და საწესდებო ფონდის ჯამს, შემცირებულს იმავე პერიოდისათვის რიცხული მოკლევადიანი და გრძელვადიანი კრედიტებით და წინათ გაცემული ვადადაუმდგარი გარანტიების თანხით.
2.4 ბანკის მიერ გარანტუნარიანობის დადასტურების საჭიროების შემთხვევაში საგარანტიო წერილის 3 ცალი, თანხლებული მიმართვით წარედგინება ბანკს, სადაც იურიდიულ ან ფიზიკურ პირს გახსნილი აქვს ანგარიშსწორების ანგარიში.
2.5. შესულ საგარანტიო წერილებს ბანკის ხელმძღვანელი განსახილველად გადასცემს საკრედიტო ქვედანაყოფის უფროსს; შესაბამისი ეკონომისტისა და ქვედანაყოფის უფროსს; შესაბამისი ეკონომისტისა და ქვედანაყოფის უფროსის მიერ 2.2 და 2.3 პუნქტების მოთხოვნათა თვალსაზრისით საგარანტიო წერილში მითითებული თანხის შემოწმების შემდეგ, საგარანტიო წერილის სამივე ცალი გარანტიის დადასტურების თაობაზე დასკვნასთან ერთად წარედგინება ბანკის ხელმძღვანელს.
2.6 გადაწყვეტილებას საგარანტიო წერილის დადასტურების შესახებ მიიღებს ბანკის ხელმძღვანელი, რომელიც დასკვნაზე დააწერს შესაბამის რეზოლუციას.
2.7 საგარანტიო წერილის დადასტურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საგარანტიო წერილის პირველი და მეორე ცალი დამოწმდება ბანკის ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით და ბანკის გერბიანი ბეჭდით.
2.8. საგარანტიო წერილის სამივე ცალი გატარდება რეგისტრაციაში, რის შემდეგაც პირველი და მეორე ცალი რეგისტრაციის ჟურნალში ხელმოწერით გადაეცემა გარანტიის გამცემს; პირველი ცალი განკუთვნილია სესხის მიმღები იურიდიული ან ფიზიკური პირისათვის გადასაცემად, რომელიც მას წარადგენს სესხის გამცემ ბანკში, ხოლო მეორე ცალი შეინახება გარანტიის გამცემ იურიდულ ან ფიზიკურ პირთან ვალდებულების შესრულების თვითკონტროლის მიზნით. შესაბამისი ეკონომისტისა და საკრედიტო ქვედანაყოფის უფროსის მიერ ვიზირებული მესამე ცალი დასკვნასთან ერთად შეინახება საწარმოს, ორგანიზაციის ან დაწესებულების საკრედიტო საქმეში.
2.9. კლიენტის გარანტუნარიანობის დამადასტურებელი ბანკი, გარანტის ანგარიშზე ფულადი სახსრების უქონლობის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, კლიენტი კვლავ
მის მომსახურებაში იმყოფება თუ არა, მატერიალურად პასუხისმგებელია იმ ბანკის წინაშე, რომელმაც მის მიერ დადასტურებული გარანტიით გასცა სესხი.
2.10. გარანტიით გაცემული სესხის დაფარვის ვადის დადგომისას ანგარიშსწორების ანგარიშზე სახსრების უკმარისობის შედეგად დაუფარავი დავალიანება ვადაგადაცილებული სესხების ანგარიშზე არ გადაიტანება და ბანკის მიერ
გადადებეტდება / ჩამოიწერება ბანკის განკარგულებით, მემორიალური ორდერის დართვით/.
გარანტიის გამცემის მომსახურე ბანკის დაწესებულებაში, გარანტის ანგარიშზე სახსრების უქონლობის შემთხვევაში, დავალიანება ჩამოიწერება გარანტუნარიანობის დამადასტურებელი ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან.
ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან თანხის დროულად ჩამოუწერლობის შემთხვევაში იგი სადებეტო ავიზოს / განკარგულების/ წარმდგენ ბანკს გადაუხდის ჯარიმას ჩამოსაწერი თანხის 0,5% ოდენობით, თითოეული ვადაგასული დღისათვის, თანხის მთლიანად ჩამოწერის დღემდე.
2.11. ბანკები, რომლებიც უშუალო კონტროლს ახორცილებენ თავიანთი ფილიალების საქმიანობისადმი, პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ გაცემული გარანტიებისათვის.
2.12. ბანკების მიერ კლიენტებისათვის გაცემული გარანტიები და თავდებები აღირიცხება №9925 ბალანსგარეშე ანგარიშებზე და შეინახება გარანტიის მოქმედების ვადით.
გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ იგი ექვემდებარება გაწერას დადგენილი წესისამებრ.
III.
კომერციული
ბანკების მიერ გაცემული
საგარანტიო წერილების რეგისტრაცია და
გარანტი ბანკის ანგარიშიდან თანხების ჩამოწერა
3.1. ეროვნული ბანკის ქ. თბილისის საანგარიშსწორებო ცენტრის მომსახურებაში მყოფი კომერციული ბანკების მიერ გაცემულ გარანტიებს შეამოწმებს და რეგისტრაციაში გაატარებს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული რეგულირებისა და ეკონომიკის სამმართველო, ხოლო დანარჩენ ქალაქებსა და რაიონებში განლაგებული კომერციული ბანკების მიერ გაცემულ საგარანტიო წერილებს - ეროვნული ბანკის შესაბამისი საანგარიშსწორებო ცენტრი.
3.2 საგარანტიო წერილების რეგისტრაციაში გატარების შესახებ თანმხლებ მომართვაში გარანტი-ბანკი ვალდებულია მიუთითოს, რომ საგარანტიო წერილი აღრიცხულია № 9925 ბალანსგარეშე ანგარიშზე.
3.3 შესაბამისად 2.1. პუნქტისა და ეკონომიკური ნორმატივების დაცვის მიზნით საგარანტიო წერილები განხილვისა და შესწავლის შემდეგ რეგისტრაციაში გატარდება სპეციალურ ფურცელდანომრილ, ზონარგაყრილ და დალუქულ დავთრებში. რეგისტრირებულ საგარანტიო წერილს დაესმება რეგისტრაციის ნომერი და ეროვნული ბანკის ბეჭედი.
საგარანტიო წერილის რეგისტრაციით ეროვნულ ბანკს ან მის დაქვემდებარებულ დაწესებულებებს რაიმე საგარანტიო პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ.
კომერციული ბანკის საგარანტიო წერილი, ეროვნულ ბანკს ან მის საანგარიშსწორებო ცენტრში რეგისტრაციის გარეშე შესასრულებლად არ მიიღება.
3.4. ბანკების მიერ გაფორმებული გარანტიებისა და თავდების ქვეშ მსესხებლისათვის გაცემული სესხების ვადის დადგომისას, მის ანგარიშზე სახსრების უკმარისობის შემთხვევაში დაუფარავი სესხის თანხა ვადაგადაცილებული სესხის ანგარიშზე არ გადაიტანება და გადადებეტდება გარანტი-ბანკის მომსახურე ბანკში, საკორესპონდენტო ანგარიშიდან ჩამოსაწერად.
3.5 გარანტი-ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან თანხის დროულად ჩამოუწერლობის შემთხვევაში იგი ვალდებულია თანხის მიმღებს გადაუხადოს ჯარიმა ჩამოსაწერი თანხის 0,5% ოდენობით თითოეული ვადაგასული დღისათვის, სახსრების ფაქტობრივად ჩამოწერის დღემდე.
შეთანხმებულია
იურიდიული სამსახურის უფროსთან
ქალბატონ
ნ. მოსიძესთან.
ნ. მოსიძე
საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული
ბანკის პრეზიდენტი ნ. ჯავახიშვილი
საგარანტიო წერილი
№
199 წ. „____“_____________“
______________________________________________________________ ბანკი აძლევს
/ გარანტი ბანკის დასახელება/
გარანტიას _______________________________________________________
/ გარანტიის მიმღები ფიზიკური ან იურიდული პირის დასახელება/
რომელსაც მომსახურებას უწევს ________________________________________________
/ბანკის დასახელება/
დაუფაროს 199 წ. „____“ დან 199 წ. „მდე გაცემული სესხი
___________________________________________________________________ თანხით.
/ციფრებით და სიტყვებით/
საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სესხის დაუფარაობის შემთხვევაში სესხის გამცემ ბანკს უფლება აქვს დაუფარავი თანხა, განკარგულებით ჩამოგვაწეროს № __________________ საკორესპონდენტო ანგარიშიდან.
გარანტიის მოქმედების ვადა შეწყდება სესხის დაფარვის შემდეგ.
გარანტიის მოქმედების ზღვრული ვადაა:
199 წ. „___“ _________________________________ მდე.
/ წელი, თვე და რიცხვი /
საგარანტიო წერილი შედგენილია ორ ცალად. ერთი მიეცემა სესხის მიმღებ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, სესხის გამცემი ბანკისათვის გადასაცემად, ხოლო მეორე ვალდებულების შესრულების თვითკონტროლის მიზნით, შეინახება და აღირიცხება № 9925 გარესაბალანსო ანგარიშზე.
______________________________
________________
/გარანტი ბანკის დასახელება/
/ხელმოწერა/
გამგეობის თავმჯდომარე
მთ. ბუღალტერი
________________
ბ. ა
/ხელმოწერა/
[i]
შემდეგში ,,ბანკად“ წოდებული.