წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.09.2019
ძალაში შესვლა 28.09.2019
ძალის დაკარგვა 11.07.2022
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016420
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/09/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია | წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 11.07.2022
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 10.11.2017
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2019 წლის 23 სექტემბერი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება“.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა)
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №41 დადგენილება;
ბ)
,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 28 სექტემბრიდან.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური
1.
მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური:
ა)
წარმოადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მთელ ტერიტორიაზე;
ბ)
თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით, ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტებით;
გ)
ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
2.
სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდების და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
3.
სამსახურის:
ა)
საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი ან/და მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთი მოადგილე;
ბ)
ადგილსამყოფელია: ქ. წალენჯიხა, სალიას ქ. №5.
თავი II
სამსახურის საქმიანობა
მუხლი 2🔗.
სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1.
სამსახურის ამოცანებია:
ა)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოტენციალის:
ა.ა)
იდენტიფიცირება და საინვესტიციო აქტივობების მხარდაჭერა;
ა.ბ)
წარმოჩენა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;
ბ)
ადგილობრივ გადასახადებთან, ადგილობრივ მოსაკრებლებსა და ნებართვებთან, ადგილობრივ დონეზე რეგულირებად ტარიფებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
გ)
მუნიციპალიტეტის სახელით დასადები ეკონომიკური ხასიათის შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე დასკვნების მომზადება;
დ)
საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების განვითარება; საერთაშორისო და რეგიონალურ დონეზე ეკონომიკური თანამშრომლობა;
ე)
მუნიციპალიტეტის:
ე.ა)
მუნიციპალური მეურნეობის რეაბილიტაცია, განვითარება და ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზება;
ე.ბ)
ტერიტორიაზე მდგრადი ურბანული განვითარების მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება და გატარება;
ე.გ)
ადმინისტრაციული საზღვრებით დადენილ ტერიტორიაზე მიმდინარე ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მომზადება.
2.
სამსახური ძირითადი ფუნქციების შესრულების მიზნით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული:
ა.ა)
ქონების (უძრავ-მოძრავი) აღრიცხვას, რეგისტრაციას, ინვენტარიზაციას, ამ ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას; მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას. სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;
ა.ბ)
საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, ამ ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავებას და ამ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობის განხორციელებას;
ბ)
წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების, სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით პირობით ან უპირობოდ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე;
გ)
მუნიციპალური ქონების შეფასების პროცედურებისა და მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას; მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას; ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;
დ)
ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმებების გაცემას;
ე)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ამხანაგობის აღრიცხვას და მონაცემთა ბაზის შექმნას;
ვ)
წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
ზ)
ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებისათვის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტიმულირების უზრუნველსაყოფად დარგობრივი მიმართულებების შესაბამისად სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას; ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობას; საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ხელშეწყობას და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობას; სოფლის მეურნეობის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნას;
თ)
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში:
თ.ა)
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფას და დგომა-გაჩერების წესების რეგულირებას;
თ.ბ)
მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
თ.გ)
ქუჩებზე, მოედნებზე, სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და დანერგვას შესაბამის სამსახურებთან ერთად;
ი)
საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის გაჩერებების, დროებითი ავტოსადგომების და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადებასა და მათი სქემების შეთანხმებაში მონაწილეობის მიღებას;
კ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არაგაბარიტული, მძიმე წონიანი და საშიში ტვირთების გადამტანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მარშრუტის შერჩევას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა სახის სამუშაოებისა და ღონისძიებების ჩატარების პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის დროებითი სქემის შეთანხმებას;
ლ)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური ტექნიკის) აღრიცხვას, რეგისტრაციასა და ექსპლუატაციის ნორმების დაცვაზე მონიტორინგს;
მ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების/გაუქმების და კანონით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში შესაბამისი განაკვეთების დადგენის საკითხებზე წინადადებების მომზადებას; ამ სფეროში შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას, ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ნ)
წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა (ქუჩები ტროტუარები, მოედნები) დასუფთავების, ნარჩენების შეგროვების, ნაგავსაყრელი და ნაგავშემგროვებელი ობიექტების შექმნასა და შენახვაზე, მათი ფუნქციონირების ორგანიზებას; სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
ო)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსებისა და გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირებისათვის წინადადებების შემუშავებას;
პ)
წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფაზე, კანალიზაციისა და გამწმენდ ნაგებობათა შექმნასა და შენახვაზე წინადადებების შემუშავებას; ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემების განვითარებას;
ჟ)
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
რ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ს)
კანონმდებლობის შესაბამისად მშენებლობის ნებართვების არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის განხორციელებას;
ტ)
წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე;
უ)
საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრული სახელდებისათვის წინადადებების შემუშავებას;
ფ)
ინფრასტრუქტურის განვითარების დასაგეგმად საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ქ)
დასახლებათა საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებსა და საერთო კრებებში მონაწილეობას, სათანადო ინფორმაციების შეგროვებას, შეკრებას, დამუშავებას, ანალიზს;
ღ)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურაში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ გადასაწყვეტად წინადადების შემუშავებას;
ყ)
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების განხორციელებას და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლისთვის კონსულტაციების განხორციელებას;
შ)
საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადებების სამხარეო ადმინისტრაციაში, შესაბამის სამინისტროში წარდგენას;
ჩ)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალოვადიანი და გრძელვადიანი განვითარების სამოქმედო გეგმების, პროგრამების შედგენაში მონაწილეობის მიღებას;
ც)
შესრულებულ პროექტებზე საინფორმაციო პაკეტის, ანგარიშების მომზადებას, შესრულებულ სამუშაოებზე ელექტრონული მონაცემთა და ფოტო-მასალების ბაზების შედგენას;
ძ)
სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის ამსახველი დოკუმენტაციის მომზადებას და წინადადებების მიწოდებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის ამ ზიანის სალიკვიდაციოდ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების გამოყოფის თაობაზე;
წ)
მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას;
ჭ)
წალენჯიხის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობაში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღებას;
ხ)
სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული მერის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ჯ)
დადგენილი წესით სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტაციის, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას და ინფორმაციის წარდგენას მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებსა და მის თანამდებობის პირებთან;
ჰ)
კომპეტენციის შესაბამისად სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას;
ჰ1)
მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფლება-მოვალეობები
1.
სამსახურს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:
ა)
მოითხოვოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად საჭირო დოკუმენტები და სტატისტიკური ინფორმაცია მერიის შესაბამისი სამსახურების, ორგანიზაციების, დაწესებულებისა და პირებისაგან;
ბ)
დაამყაროს ურთიერთობები საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუნიციპალიტეტებთან, ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
გ)
სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტისა და პროგრამული ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში და მათ შესრულებაში;
დ)
მოიწვიოს სხვადასხვა სპეციალისტები, მოაწყოს სემინარები, კონფერენციები, გამოფენები და სხვა, თავად მიიღოს მონაწილეობა ანალოგიურ ღონისძიებებში;
ე)
განახორციელოს კონტროლი მუნიციპალიტეტის ფუნქციებთან დაკავშირებული და მისი მიზნებისთვის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულებაზე, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შემადგენლობით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მეშვეობით;
ვ)
მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ და ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, მოამზადოს მიღება-ჩაბარების აქტი.
2.
სამსახური ვალდებულია:
ა)
კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ბ)
დადგენილი წესით დროულად უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტაციის, ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის წარდგენა მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებსა და მის თანამდებობის პირებთან.
თავი III
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 4🔗.
სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა
1.
სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (შემდგომში – განყოფილებებისაგან).
2.
სამსახურის განყოფილებებია:
ა)
დარგობრივი ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილება;
ბ)
ტრანსპორტის რეგულირებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება;
გ)
ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება;
დ)
საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების განყოფილება.
3.
სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (შემდგომში – განყოფილების უფროსს).
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელ(ეებ)ისაგან.
5.
განყოფილების მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს განყოფილების უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
6.
განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.
7.
განყოფილების საჯარო მოხელეთა:
ა)
უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა აღწერილობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით;
ბ)
თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესი განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
დარგობრივი ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილება
განყოფილება უზრუნველყოფს:
ა)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული:
ა.ა)
ქონების (უძრავ-მოძრავი) აღრიცხვას, რეგისტრაციას, ინვენტარიზაციას, ამ ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას; მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას. სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;
ა.ბ)
საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, ამ ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავებას და ამ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობის განხორციელებას;
ბ)
წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების, სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით პირობით ან უპირობოდ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე;
გ)
მუნიციპალური ქონების შეფასების პროცედურებისა და მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას; მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას; მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;
დ)
ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
ე)
ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმებების გაცემას;
ვ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ამხანაგობის აღრიცხვას და მონაცემთა ბაზის შექმნას;
ზ)
წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
თ)
ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებისათვის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტიმულირების უზრუნველსაყოფად დარგობრივი მიმართულებების შესაბამისად სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას; ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
ი)
სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობას; საინვესტიციო პროექტების განხორციელებას და ხელშეწყობას და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობას; სოფლის მეურნეობის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნას;
კ)
განყოფილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას;
ლ)
მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗.
ტრანსპორტის რეგულირებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება
განყოფილება უზრუნველყოფს:
ა)
კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების/გაუქმების და კანონით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში შესაბამისი განაკვეთების დადგენის საკითხებზე წინადადებების მომზადებას; ამ სფეროში შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას, ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ)
ადგილობრივი მოსაკრებლების:
ბ.ა)
ადმინისტრირებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ.ბ)
დაგეგმვასა და აღრიცხვას წლის, კვარტლის, თვეების და აგრეთვე ცალკეული გადამხდელების მიხედვით;
ბ.გ)
გადამხდელებზე სათანადო ინფორმაციების მიწოდებას გადასახადის ვადების და მოცულობის შესახებ;
გ)
მუნიციპალიტეტის საგადასახადო-საინფორმაციო ბაზის შექმნას და განახლებას; ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნას და მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულებების პერიოდულ ანალიზს;
დ)
მონაწილეობას ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენასა და ფორმირებაში;
ე)
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში:
ე.ა)
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფას და დგომა-გაჩერების წესების რეგულირებას;
ე.ბ)
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვის გაცემას. მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე.
ე.გ)
საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის გაჩერებების, დროებითი ავტოსადგომების და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადებასა და მათი სქემების შეთანხმებაში მონაწილეობის მიღებას;
ე.დ)
ქუჩებზე, მოედნებზე, სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და დანერგვას შესაბამის სამსახურებთან ერთად;
ვ)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური ტექნიკის) აღრიცხვას, რეგისტრაციასა და ექსპლუატაციის ნორმების დაცვაზე მონიტორინგს;
ზ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მძიმე წონიანი და საშიში ტვირთების გადამტანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მარშრუტის შერჩევას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა სახის სამუშაოებისა და ღონისძიებების ჩატარების პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის დროებითი სქემის შეთანხმებას;
თ)
წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა (ქუჩები ტროტუარები, მოედნები) დასუფთავების, ნარჩენების შეგროვების, ნაგავსაყრელი და ნაგავშემგროვებელი ობიექტების შექმნასა და შენახვაზე, მათი ფუნქციონირების ორგანიზებაზე; სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
ი)
განყოფილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას;
კ)
მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗.
ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება
განყოფილება უზრუნველყოფს:
ა)
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:
ბ.ა)
მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ბ.ბ)
სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;
ბ.გ)
მიწის ნაკვეთების გამიჯვნა/გაერთიანების თაობაზე სამსახურის პოზიციის მომზადებას;
ბ.დ)
კანონმდებლობის შესაბამისად მშენებლობის ნებართვების გაცემას და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
ბ.ე)
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში თავისი კომპეტენციის განხორციელებას.
გ)
წალენჯიხის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობაში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღებას;
დ)
ინფრასტრუქტურის განვითარების დასაგეგმად საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ე)
დასახლებათა საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებსა და საერთო კრებებში მონაწილეობას, სათანდო ინფორმაციების შეგროვებას, შეკრებას, დამუშავებას, ანალიზს;
ვ)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურაში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ გადასაწყვეტად წინადადების შემუშავებას;
ზ)
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების განხორციელებას და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლისთვის კონსულტაციების განხორციელებას;
თ)
საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადებების სამხარეო ადმინისტრაციაში, შესაბამის სამინისტროში წარდგენას;
ი)
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურის პროგრამული ბიუჯეტის შედგენას, კოორდინაციას, შესრულების მიმდინარეობაზე სათანადო ინფრმაციების შედგენას;
კ)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალოვადიანი და გრძელვადიანი განვითარების სამოქმედო გეგმების, პროგრამების შედგენაში მონაწილეობის მიღებას;
ლ)
შესრულებულ პროექტებზე საინფორმაციო პაკეტის, ანგარიშების მომზადებას, შესრულებულ სამუშაოებზე ელექტრონული მონაცემთა და ფოტომასალების ბაზების შედგენას;
მ)
სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის ამსახველი დოკუმენტაციის მომზადებას (შესაბამის კომისიასთან ერთად კოორდინირებულად) და წინადადებების მიწოდებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის ამ ზიანის სალიკვიდაციოდ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების გამოყოფის თაობაზე;
ნ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსებისა და გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირებისათვის წინადადებების შემუშავებას;
ო)
წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფაზე, კანალიზაციისა და გამწმენდ ნაგებობათა შექმნასა და შენახვაზე წინადადებების შემუშავებას; ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემების განვითარებას;
პ)
წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე;
ჟ)
საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრული სახელდებისათვის წინადადებების შემუშავებას;
რ)
ინფრასტრუქტურის განვითარების დასაგეგმად საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
ს)
განყოფილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას;
ტ)
მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 8🔗.
საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების განყოფილება
განყოფილება უზრუნველყოფს:
ა)
სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში:
ა.ა)
მერიის მიერ გაფორმებული (მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით (შემდგომში – ხელშეკრულება) გათვალიწინებული სამუშაოების აღრიცხვას და ინფორმაციული ბაზის შედგენას;
ა.ბ)
მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების თაობაზე მიმწოდებელ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით შესრულებულ სამუშაოებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროექტთან შესაბამისობის დადგენას, მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადებას და შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით ერთობლივი დოკუმენტაციის შესაბამისი სამსახურისთვის გადაცემას;
ა.გ)
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილებით ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში (წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე) სათანადო დოკუმენტაციის მომზადებასა და საჭირო პროცედურების განხორციელებას;
ა.დ)
მერიის სხვა სამსახურებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებას ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ (მოთხოვნის შესაბამისად);
ა.ე)
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების კონტროლს;
ა.ვ)
შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებასა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებას;
ა.ზ)
მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციებთან შესაბამისობის კონტროლს;
ა.თ)
სამშენებლო პროცესის კონტროლს, დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მიმოწერის განხორციელებასა და დარღვევის აღმოფხვრის კონტროლს;
ა.ი)
განყოფილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას;
ა.კ)
მოქმედი კანონმდებლობითა, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 9🔗.
სამსახურის დებულების დამტკიცება, ცვლილების შეტანა და რეორგანიზაცია
სამსახურის:
ა)
დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო;
ბ)
დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ)
რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის დებულებით დადგენილი წესით.