„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№123
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.123.016526
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №123

2019 წლის 25 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის დებულების დამტკიცების  შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.01.2018, №010250050.35.123.016416), კერძოდ:

1. დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საგანგებო სიტუაციების, რისკების პრევენციის მართვისა და შრომის უსაფრთხოების განყოფილება.“.

2. დადგენილების №1 დანართის მე-10 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გარეთ (ეზო, ფასადი, სახურავი და სხვა) საბინაო-ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელება, მათი ინსპექტირება, შესრულებული სამუშაოების მიღება, საანგარიშსწორებო და სხვა სახის დოკუმენტების მომზადება და მერისათვის წარდგენა კომპეტენციის ფარგლებში;“.

3. დადგენილების №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი:

,,მუხლი 102. საგანგებო სიტუაციების, რისკების პრევენციის მართვისა და შრომის უსაფრთხოების განყოფილების ფუნქციები

საგანგებო სიტუაციების, რისკების პრევენციის მართვისა და შრომის უსაფრთხოების განყოფილების ფუნქციებია:

ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დონეზე ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების შემცირების ღონისძიებების დადგენა;

ბ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კატასტროფების რისკების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

გ) საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად რისკების მართვის ადგილობრივი სისტემის დანერგვა;

დ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რისკფაქტორების იდენტიფიცირება, საფრთხეების შეფასება და პრიორიტეტების განსაზღვრა;

ე) ადგილობრივ დონეზე ადამიანური და მატერიალური შესაძლებლობების იდენტიფიცირება;

ვ) ადგილობრივ დონეზე კატასტროფების რისკების მართვის მეთოდოლოგიის შემუშავება;

ზ) ადგილობრივ დონეზე კატასტროფების რისკების მართვის ღონისძიებების დაგეგმვა;

თ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით, შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვა და მართვა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 5 ოქტომბრიდან.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.09.2019.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.09.2019. მიმღები ორგანო — ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №123. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.123.016526.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.09.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №123, 25.09.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016526 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4663148/