შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სოლვა“-ს (400180914) ლიკვიდატორის განცხადება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სოლვას“ (ს/კ 400180914) ლიკვიდატორის
განცხადება
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 11 სექტემბრის №1394 განკარგულებით დაიწყო შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სოლვას“ (400180914) ლიკვიდაციის პროცესი. ამავე განკარგულების საფუძველზე ლიკვიდატორად დაინიშნა გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი: 19001028319).
პირებს, რომლებსაც გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სოლვას“მიმართ, წინამდებარე წერილის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სოლვას“ლიკვიდატორს გიორგი ნაროუშვილს (პ/ნ 19001028319) შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №7, სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“, ოფისი A106, საკონტაქტო ტელ: 568 16 17 26, უნდა წარმოუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
იურიდიული პირის შემთხვევაში:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ლიკვიდატორი გიორგი ნაროუშვილი