„აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 28 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №31 |
|
2019 წლის 23 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ“.
2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეორგანიზებულ იქნეს აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მის ბაზაზე შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტი;“.
3. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის თანდართული დებულება;“.
4. დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 15 (თხუთმეტი) საშტატო ერთეულით;“.
5. დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს (ი.დოლიძე) დაევალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება;“.
6. დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი.დოლიძე) აღნიშნული ცვლილება გაითვალისწინოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში.
7.დადგენილებით დამტკიცებული დებულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის
დებულება
1. ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომში- დეპარტამენტი) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, ამ დებულებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის ( შემდგომში - მინისტრი) ბრძანებებით და სხვა აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროს წინაშე და ასრულებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, სამინისტროს ან/და საქართველოს შესაბამისი სამინისტროს მიერ სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი შესაბამისი გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
5. დეპარტამენტი ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.
6. დეპარტამენტის დროებითი იურიდული მისამართია: ქ. თბილისი, თამარაშვილის №15ა.
1. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროა სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობები, საკომუნიკაციო ქსელები და საყოფაცხოვრებო ობიექტები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში საინჟინრო-ანალიტიკური ინფორმაციის მოძიება და მონაცემთა ერთიანი ბაზის განახლება, აქტიური კონტაქტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროსთან.
2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) წერილობითი დავალების საფუძველზე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრების საინჟინრო-ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, საჭირო-სარემონტო სამუშაოების მოცულობის, შესაბამისი დეფექტური აქტებისა და სახარჯთაღრიცხვო ღირებულების დადგენა;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით პროგრამებისა და ბიზნეს-გეგმების შემუშავების ხელშეწყობა. ამ მიზნით სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის განხორციელება;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მოთხოვნით კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტების ტერიტორიაზე მომსახურების მრავალპროფილიანი ობიექტების განთავსების მიზანშეწონილობა, მათი საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო სავარაუდო ღირებულების შედგენა;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებელი სახლების საპროექტო წინადადებების, ესკიზური პროექტების და სახარჯთაღრიცხვო ღირებულების მომზადება;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/ სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობა;
ვ) სარეკონსტრუქციო სამუშაოების სრულყოფილად ჩატარებისა და გამოყოფილი თანხის დროული და ეფექტური ათვისების მონიტორინგის მიზნით საზედამხედველო კონტროლი;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობით ეკონომიკის დარგების (ტურიზმი, ტრანსპორტი, მშენებლობა, მრეწველობა, ელექტროკომუნიკაცია და ფოსტა) განვითარების მიზნით წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
თ) სამინისტროსთან შეთანხმებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეკონომიკის დარგების განვითარების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და შემდგომი რეაგირების მიზნით სამინისტროსთვის მიწოდება;
კ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
1. ადმინისტრაციული განყოფილება;
2. დარგობრივ საკითხთა განყოფილება;
3. ინფრასტრუქტურის საკითხთა რეგულირების განყოფილება.
1. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრის წარდგინებით.
2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, „აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მართვას.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გამგეობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში პასუხისმგებელია საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციების, საქართველოსა და აფხაზეთის კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, საქართველოსა და აფხაზეთის შესაბამისი მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე;
გ) ზედამხედველობს და თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო მოხელეების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, კანონით დადგენილი წესით ახორციელებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და მათი საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ პროფესიულ საჯარო მოხელეებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს;
ე) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;
ვ) სამინისტროს, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსათვის განკუთვნილ საკითხებზე, წარუდგენს ნორმატიული და ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტების პროექტებს, აგრეთვე წინადადებებს გადაწყვეტილების მისაღებად;
ზ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის, შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე. იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის შესრულებაზე;
თ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ ან/და სამინისტროს დავალებით შესასწავლ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და სათანადო დასკვნის მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფი;
ი) ნორმატიული აქტების შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს-ბრძანებას და პასუხისმგებელია მის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
კ) პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვა-გამოყენებაზე და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) ასრულებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი აქტებით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
4. დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილება წყდება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრის წარდგინებით.
6. დეპარტამენტის უფროსის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
1. ადმინისტრაციული განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ბრძანებების პროექტების მომზადებას საჯარო მოსამსახურეთა დანიშნვის, გადაყვანის, გათავისუფლების, შვებულების, მივლინების, წახალისების და სხვა სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით; დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების მომზადებას და გაფორმებას;
გ) დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობასა და დაგეგმვას;
დ) დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვას და ადმინისტრირებას;
ე) დეპარტამენტის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოებას, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების აღრიცხვა-წარმოებას, საპენსიო ცნობების გაფორმებას;
ვ) დეპარტამენტში არსებული თანამდებობისათვის სამუშაოს აღწერილობის შემუშავება/განახლება, ანგარიშგებისა და შეფასების სისტემის შემუშავებასა და დანერგვას;
ზ) დეპარტამენტის შინაგანაწესისა და მასში ცვლილების პროექტების მომზადებას;
თ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა პროფესიული და კარიერული განვითარების, შეფასების, მატერიალური და არამატერიალური წახალისების, აგრეთვე, სხვა პროცედურების და სისტემების შემუშავებას, დანერგვასა და დახვეწას;
ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სტაჟირების და პრაქტიკის გავლის უზრუნველყოფასა და შესაბამისი მოწმობის გაცემას;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამართულ კონკურსთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზებას;
ლ) დეპარტამენტის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას;
მ) დეპარტამენტის დოკუმენტბრუნვას;
ნ) დეპარტამენტის საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობას;
ო) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას.
2. დარგობრივ საკითხთა განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეკონომიკის დარგების განვითარების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, ანალიზსა და შემდგომი რეაგირების მიზნით სამინისტროსთვის მიწოდებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთობლივად დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობით ეკონომიკის დარგების (ტურიზმი, ტრანსპორტი, მშენებლობა, მრეწველობა, ელექტროკომუნიკაცია და ფოსტა) განვითარების მიზნით წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
დ) ხელს უწყობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ამ მიზნით მონაწილეობას ღებულობს შესაბამისი პროგრამებისა და ბიზნეს-გეგმების შემუშავებაში;
ე) სამინისტროსთან შეთანხმებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სათანადო უწყებების მიერ ეკონომიკური დარგების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის განხირციელებაში აქტიურ მონაწილეობას;
ზ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელებას.
3. ინფრასტრუქტურის საკითხთა რეგულირების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის უფროსის დავალებით თანამშრომლობას საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხებში;
ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრების საინჟინრო - ტექნიკური მდგომარეობის შესწავლას, საჭირო-სარემონტო სამუშაოების მოცულობის დადგენას, შესაბამისი დეფექტური აქტების და სახარჯთაღრიცხვო ღირებულების შედგენას;
გ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მოთხოვნით კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტების ტერიტორიაზე მომსახურების მრავავლპროფილიანი ობიექტების განთავსების მიზანშეწონილობას, მათი საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო სავარაუდო ღირებულების შედგენით;
დ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებელი სახლების საპროექტო წინადადებების ესკიზური პროექტების და სახარჯთაღრიცხვო ღირებულებების მომზადებას;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობას;
ვ) სარეკონსტრუქციო სამუშაოების სრულყოფილად ჩატარებისა და გამოყოფილი თანხის დროული და ეფექტური ათვისების მონიტორინგის მიზნით საზედამხედველო კონტროლს;
ზ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელებას.
დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული მატერიალური და არამატერიალური საშუალებები, მათ შორის, საბიუჯეტო - ფინანსური რესურსები, რომელიც აისახება დეპარტამენტის დამოუკიდებელ ბალანსზე.
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
2. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
|