სადაზღვევო ბროკერის მიერ დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპისთვის კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალური ოდენობის და შესაბამისი მოთხოვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 25.09.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016042
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/09/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.09.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი | სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
| № | ანგარიშის ნომერი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საპენსიო კომპანიის კაპიტალის მინიმალური ოდენობის, საკუთარი კაპიტალის განსაზღვრის მინიმალური მოთხოვნების და მათი დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სადაზღვევო ბროკერის მიერ დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპისთვის კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალური ოდენობის და შესაბამისი მოთხოვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის
უფროსის
ბრძანება
№34
2019 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
სადაზღვევო ბროკერის მიერ დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპისთვის კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალური ოდენობისა და შესაბამისი მოთხოვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 21-ე მუხლის „მ“ და „ფ“ ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „სადაზღვევო ბროკერის მიერ დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპისთვის კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალური ოდენობისა და შესაბამისი მოთხოვნების დადგენის წესი“ თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
სადაზღვევო ბროკერებმა ამ ბრძანებაზე თანდართული წესით დადგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილონ 2020 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი
სადაზღვევო ბროკერის მიერ საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპისთვის კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალური ოდენობისა და შესაბამისი მოთხოვნების დადგენის წესი
მუხლი 1🔗
წინამდებარე წესი ადგენს სადაზღვევო ბროკერის, მათ შორის, უცხოური იურიდიული პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო ბროკერის საქმიანობის განხორციელების მიზნით, სათანადო წესით რეგისტრირებული ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ, საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალურ ოდენობას და შესაბამის მოთხოვნებს, რომლებიც წარმოადგენს სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის საფუძველს.
მუხლი 2🔗
1. დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების მიზნით სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის მსურველი პირის, სსიპ –
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომ –
სამსახური) წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტში, ხოლო რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერის მიერ დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალური ოდენობა, დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე, 100%-ით ფულადი ფორმით, უწვეტად უნდა იყოს განთავსებული საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში) ამ მიზნით გახსნილ განცალკევებულ ანგარიშ(ებ)ზე, არანაკლებ 1 (ერთი)-წლიანი პერიოდულობით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესასრულებლად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში/დაწესებულებებში გახსნილ ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრები, რომლის მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები ან/და ღონისძიებები.
4. დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის მსურველი პირი სამსახურში წერილობითი განცხადების წარდგენისას ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან/დაწესებულებებიდან ამ წესით განსაზღვრული კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალური ფულადი სახსრების განცალკევებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე განთავსების თაობაზე.
5. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია, კალენდარული წლის ყოველი კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა სამსახურს წარუდგინოს საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებ(ებ)ის მიერ გაცემული ამონაწერი იმ ანგარიშ(ებ)იდან, რომლებზეც საანგარიშო კვარტალის განმავლობაში განთავსებულია ამ წესით გათვალისწინებული მინიმალური ფულადი სახსრები და იმავე საბანკო დაწესებულებ(ებ)ის მიერ გაცემული ცნობა (დანართი №1-ს შესაბამისად), რომელიც მოიცავს ინფორმაციას ზემოხსენებულ ანგარიშ(ებ)ზე ამავე პერიოდში კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებებისა და ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, საბანკო დაწესებულების წინაშე ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 3🔗
სადაზღვევო ბროკერის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.
დანართი №1
საბანკო დაწესებულების დასახელება
გაცემის თარიღი: ------------
ცნობა
ცნობა ეძლევა: _____ „ _______________________ “ (ს/კ ---------------), სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში“ წარსადგენად.
საანგარიშო პერიოდი: 20__ წლის __ ________ დან 20__ წლის __ ____________ ჩათვლით.
№
ანგარიშის ნომერი
ანგარიშის სახე
ვალუტა
შეზღუდვის თანხა ვალუტაში
შეზღუდვის სახე
შეზღუდვის პერიოდის დასაწყისი
შეზღუდვის პერიოდის დასასრული
____________________________________ _____________________
უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა ხელმოწერა